გვერდები

20.03.2019

გრიგოლ ჩიქოვანი


მწერალი და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ ჩიქოვანი დაიბადა 1910 წლის 15 მარტს, ქალაქ ხობში. . ჩიქოვანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1936 წელს; სწავლობდა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში სასცენარო ფაკულტეტზე 1939 წლამდე.

წლების მანძილზე იყო გამომცემლობა საბჭოთა მწერლის მთავარი რედაქტორი; თავისი პირველი ნაწარმოებები 30-იან წლებში გამოაქვეყნა; განსაკუთრებით საგულისხმოა მისი "ოდიშური მოთხრობები"; დამსახურებული გამარჯვება მოუტანა მწერალს შესანიშნავმა ტრილოგიამ ("თებერვალი დადგაო", "მიწა" და "რწმენა"), რომელშიც ასახულია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი.
  ცნობილი პროზაიკოსის, ქართული მოთხრობის ერთ-ერთი გამოჩენილი ოსტატის, გრიგოლ ჩიქოვანის (1910- 1981) შემოქმედებაში ძირითადი ყურადღება ეთმობა სამშობლოს წარსულსა და აწმყოს - იგი თანაბარი ოსტატობით გადმოგვცემს საქართველოს შუასაუკუნეებსაც და საბჭოთა ეპოქასაც. მისი ნაწარმოებები მკითხველს იზიდავს განცდების უშუალობითა და პერსონაჟთა და ბუნების სურათების კოლორიტულობით. დამსახურებული გამარჯვება მოუტანა მწერალს შესანიშნავმა ტრილოგიამ („თებერვალი დადგაო“, „მიწადარწმენა“), რომელშიც ასახულია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი. გრიგოლ ჩიქოვანის ნაწარმოებები საფუძვლად დაედო კინოფილმებს: „სადაა შენი ბედნიერება, მზია?“, „კოლხეთის ჩირაღდნები“, „პაპა გიადა სხვა... თხრობის სტილი, რომელშიც იკვეთება მწერლის მხატვრული ოსტატობა, გამოირჩევა ლირიზმით, რომანტიკული აღმაფრენითა და ხალხური იუმორით.
1967 წელს გამოიცა გრ. ჩიქოვანის მოთხრობების კრებული, რომელშიც შედის „ოდიშური მოთხრობები“ : დუტუ -- სიკვდილის გზა -- ერთი ღამის სიხარული -- ჭაობი -- ტაგუ -- სინთუ -- შონი -- შურისგება -- მხედრები -- ბერძენი -- ციკლიდან „პირველი წლები“ : სიკვდილი თხრილში -- კაცი გამოქვაბულში -- ციკლიდან „მძიმე წლები“ : მიდეგა -- მეგობრები -- დაჩუტული ბურთი -- ფოსტალიონის სიკვდილი -- დაბრუნება -- სიცოცხლის ზღვარი -- ციკლიდან „სიყვარული“ : სიყვარული -- მაია -- ციკლიდან „შუქი და ჩრდილი“ : მრუდე კიბე -- მალსეკო -- ციკლიდან „მომავალი“ : მეორე ოჯახი.
კრებულს ერთვის  გ. ნატროშვილის წერილი - "ქართული მოთხრობის ოსტატი".
ნაწყვეტი წინასიტყვაობიდან: ცნობილი პროზაიკოსის, ქართული მოთხრობიის ერთ-ერთი გამოჩენილი ოსტატის, გრიგოლ ჩიქოვანის (1910-1981) შემოქმედებაში ძირითადი ყურადღება ეთმობა სამშობლოს წარსულსა და აწმყოს - იგი თანაბარი ოსტატობით გადმოგვცემს საქართველოს შუასაუკუნეებსაც და საბჭოთა ეპოქასაც. მისი ნაწარმოებები მკითხველს იზიდავს განცდების უშუალობითა და პერსონაჟთა და ბუნების სურათების კოლორიტულობით. დამსახურებული გამარჯვება მოუტანა მწერალს შესანიშნავმა ტრილოგიამ („თებერვალი დადგაო“, „მიწა“ და „რწმენა“), რომელშიც ასახულია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი. გრიგოლ ჩიქოვანის ნაწარმოებები საფუძვლად დაედო კინოფილმებს: „სადაა შენი ბედნიერება, მზია?“, „კოლხეთის ჩირაღდნები“, „პაპა გია“ და სხვა... თხრობის სტილი, რომელშიც იკვეთება მწერლის მხატვრული ოსტატობა, გამოირჩევა ლირიზმით, რომანტიკული აღმაფრენითა და ხალხური იუმორით.
ნიჭიერი შემოქმედის ნაწარმოებები საფუძვლად დაედო კინოფილმებს: "სადაა შენი ბედნიერება, მზია?", "კოლხეთის ჩირაღდნები", "პაპა გია" და სხვა; მისი ნაწარმოებები თარგმნილია არაერთ უცხო ენაზე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
გრიგოლ ჩიქოვანი გარდაიცვალა 1981 წლის 27 ნოემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ბიბლიოგრაფია
    კაცი გამოქვაბულში : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1957. - 60გვ.
    ფართო გზაზე : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1955. - 360გვ.
    ნოველები და მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, გამ-ბა და სტ. კომუნისტი, 1946. - 164გვ.
    მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1944. - 64გვ.

წყარო:
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი.
http://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=58
http://genia.ge/?p=43325


Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.