12.04.2023

რა გაქრა სოფლის ცხოვრებიდან (ახალი ხიბულა) ბოლო ოცი წლის განმავლობაში.

 რა გაქრა სოფლის ცხოვრებიდან (ახალი ხიბულა) ბოლო ოცი წლის განმავლობაში.

ეს ჩამონათვალი პირობითია და ნებისმიერს შეუძლია დაამატოს საკუთარი მოსაზრება.
1. "ნოდალა" - წლების წინ ოჯახები მოსავალს მეზობლების დახმარებით იღებდნენ და აბინავებდნენ. ეს იყო ურთიერთდახმარების ერთ-ერთი ფორმა. დღეს, ეს ურთიერთობა ჩაანაცვლა მუშების დაქირავებამ.

2. "ინალობა" - ანუ ჭირის სუფრას მეზობლები ემსახურებოდნენ და ოჯახს ფინანსურ ტვირთს უმსუბუქებდნენ.
3. ყოველ ზაფხულს სოფელში ბებია-ბაბუასთან ჩამოდიოდნენ შვილიშვილები და ზაფხულს სოფელში ატარებდნენ.
4. "ოჩერედი" ანუ მორიგეობით პირუტყვის დამწყემსვა გაზაფხულიდან შემოდგომამდე.
5. მდინარე ხობისწყალში ბანაობა. წლების წინ მდინარის ნაპირზე ადგილი არ იყო, ხოლო დღეს სულ რამოდენიმე ახალგაზრდა დადის საცურაოდ.
6. "გარაგადუშა გინულა" ანუ როცა უფროსები ოჯახის საქმეს მოილევდნენ, "გარაგადუშა" მეზობელთან გადადიოდნენ.
7. წლების წინ სოფლის ყველა უბანში სტადიონი იყო და უფროსები და ახალგაზრდები ფეხბურთს თამაშობდნენ. დღეს კი საპირისპირო სიტუაციაა...

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.