12.04.2023

1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური - ახალ ხიბულელი ხარიტონ ლაშხია

 სამეგრელოს 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური - ახალ ხიბულელი ხარიტონ ლაშხია.

ხარიტონ ლაშხია დაიბადა 1893 წელს სოფელ ახალ ხიბულაში. საშუალო განათლებით, პროფესიით აგრონომი. მეფის რუსეთის არმიის ოფიცერი. დაოჯახებული. მენშევიკური პარტიის წევრი 1915 წლიდან. ის იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1919 წელს პარასკევა გეგენავამ, ანტონ ხუბულავამ და ხარიტონ ლაშხიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას ოც-ოცი მანეთი შესწირეს.
ქვემო სვანეთში მყოფ აჯანყებულებს 1924 წლის 11 სექტემბერს სოფ. ლექსურაში ზემო სვანეთიდან მოსული აჯანყებულები შეუერთდნენ, რომელთა შორის იყო სამეგრელოს აჯანყების მეთაური: ხარიტონ ლაშხია.
ხარიტონ ლაშხიას სასამართლომ დაუმტკიცა წაყენებული ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლით და მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.