ვალიკო ჯუღელი – მძიმე ჯვარი (სახალხოგვარდიელის ჩანაწერები), ტფილისი,1920 წ.
მოსახლეობა ჩვენ მოღუშულად გვხვდება. იგი იქითკენაა მიდრეკილი, რომ მტრებად გვთვლიდეს... მაგრამ ჩვენ იგი გადავარწმუნეთ!
აქედან რაზმის ნაწილი ხორშაზე გადის. ვფიქრობთ ხვალ ზუგდიდში ვიქნებით...
დღეს ახალ-სენაკში ჩვენთან დელეგაცია მოვიდა „16 საზოგადოებიდან“ როგორც თავად მან განგვიცხადა. ისინი მორჩილებას გამოხატავენ. მაგრამ დელეგაციის შემადგენლობა ძალზედ საეჭვოა: დელეგაცია უმრავლესობით ყაჩაღებისაგან შედგება, ხოლო თვითონ ის კი ყოფილმა უგანათლებულესმა მთავარმა უჩა დადიანმა მოიყვანა. ისე უცნაური იყო ყოფილი ბრწყინვალე კონვოელის ბოლშევიკური დელეგაციის სათავეში ხილვა!.. ოდესღაც – სტუდენტობის დროს – მე მას ვიცნობდი. იგი მაშინ თავისი ძალისა და გარკვეულწილად დიდების გაცისკროვნების ხანაში გახლდათ... მაგრამ დრონი შეიცვალნენ და ისტორიის ბორბალიც სხვანაირად დატრიალდა...
ხვალ აბასთუმანზე გავდივართ და გვინდა ჩრდილოეთიდან – ხეცერას მხრიდან მოვუჭრათ გასასვლელი აბასთუმნის ბანდებს. შემდეგ ზენი, ნარაზენი და ხიბულა განვაიარაღეთ. ამ რაიონებში შეტაკებებს არ მოველი. მინდა მალე გავიდე თურქებთან...
ტფილისისაკენ სრულიად არაფერი არ მეზიდება...
საბურავი გაგვისკდა, ველოდებით... დღეს ყოველი მხრიდან ვუტევთ ზუდგიდის მაზრის სიღრმეში, გვაქვს რა ცენტრში აბასთუმანი. სამ დღეში ჩვენ უკვე მთელი მაზრა დავაწყნარეთ...
ხეთა სამეგრელოს უმდიდრესი სოფელია.
ვალერიან (ვალიკო) ანთიმოზის ძე ჯუღელი (დ. 1887, სვირი — გ. 30 აგვისტო,[1] 1924, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და სამხედრო პირი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, საქართველოს სახალხო გვარდიის სარდალი, „დამკომის“ წევრი. უშუალო მონაწილე 1918-1921 წლებში მომხდარ თითქმის ყველა ბრძოლისა. გამოირჩეოდა საოცარი პირადი ვაჟკაცობით. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩახშობილ იქნა 1920 წლის ანტისახელმწიფოებრვი აჯანყება ცხინვალის რეგიონში. 1921 წლის მარტიდან ემიგრაციაშია, საქართველოში დაბრუნდა 1924 წლის აჯანყების მოსამზადებლად, მაგრამ „ჩეკამ“ დააპატიმრა და იმავე წლის აგვისტოში დახვრიტეს. გამოცემული აქვს საკუთარი მოგონებები — დღიური („მძიმე ჯვარი“, ტფილისი, 1920 წელი).
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.