ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე და პუბლიცისტი გულნაზ გვალია 1955 წლის 25 დეკემბერს
დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში.
დავიბადე
ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში
1955 წლის 25 დეკემბერს.
დავამთავრე ნოჯიხევის საშუალო სკოლა 1973
წელს.
ჩავაბარე გამოცდები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
1976 წელს და დავამთავრე ფილოლოგიური ფაკულტეტი 1981 წელს ქართული ენა ლიტერატურის
განხრით.
პირველ ხანებში ვმუშაობდი ხობის N2 საშუალო სკოლაში
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად,
ალიო მირცხულავას სახელობის პირველი ხორგის სკოლაში დირექტორის მოადგილედ.
90-იან
წლებში აქტიურად ჩავები ეროვნულ მოძრაობაში, რის შედეგადაც ვიქეცი „დევნილად,“ მაგრამ საქართველო არ დამიტოვებია, სხვადასხვა კუთხეს ვაფარებდი
თავს.
1996 წლიდან თბილისის სკოლა „თამარიონში“ ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებლად დავიწყე მუშაობა.
პარალელურად ვეწეოდი ლიტერატურულ, პუბლიცისტურ და მეცნიერულ-კვლევით მოღვაწეობას. ჩემი ნაშრომები იბეჭდებოდა და იბეჭდება
- „ცისკარში“, „მწერლის გაზეთში,“ „ლიტერატურულ
საქართველოში,“ „ანეულში,“ „იმერ-ამერში.“
2000-2003 წლებში ვიყავი გაზეთ „პრომეთეს ცეცხლის“
რედაქტორი. 2003-2005 წლებში ლიტერატურული გაზეთის „მზეკაბანის“ რედაქტორის მოადგილე.
დღეისათვის
ვარ - ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტი,
მკვლევარი, ჰერმენევტ-ანალიტიკოსი;
საქართველოს მწერალთა
კავშირის წევრი;
საქართველოს
რუსთაველის საზოგადოების წევრი;
საქართველოს
მეცნიერთა და საზოგადო
მოღვაწეთა ფაზისის აკადემიის
ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი;
საქართველოს
დავით აღმაშენებლის აკადემიის
პროფესორი;
ავტორი წიგნებისა :
ა) ანალიტიკური ლიტერატურა: „ჭეშმარიტება მიღმიეთიდან,“ დავით შემოქმედელის
პოეტური სამყარო,“ „გარადაცვალება სიკვდილამდე,“
„მზია ხეთაგურის შემოქმედებითი პოზიცია,“ „თუთაში პოეტი ტარიელ ხარხელაური,“ „კრიტიკა -თანამედროვე მწერალთა
შემოქმედების ჰერმენევტული ანალიზი,“ „ესეები,“ „ქართული
სიტყვის არითმოსოფიული ჰერმენევტიკა.“
ბ) მხატვრული შემოქმედება : პოეზია
- „მხოლოდ ღვთიური,“
პროზა- „დროისა
და სივრცის მიღმა,“ „საბავშვო ლექსები.
გახლავართ
რამდენიმე თანამედროვე მწერლის წიგნების
რედაქტორი.
ჩემი შემოქმედებბითი ცხოვრების
სიამაყეა გამოკვლევა- „ქართული
ენის დიდება და მარადისობა“ იოანე ზოსიმეს „ქებაი
და დიდებაი ქართულისა
ენისაის „ მიხედვით.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.