ხობის თეატრი
1936 წელს, ხობის რაიკომის პირველი მდივნის, საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ათანასი ჯიქიას ინიციატივით საქართველოს ხელოვნების სამმართველომ ხობში გახსნა სახელმწიფო საკოლმეურნეო თეატრი და უზრუნველჰყო იგი, როგორც დოტაციით და კვალიფიციურ მსახიობებით, ისე რეპერტუარით.
ხობის ახალგაზრდა მსახიობთა გაწრვთნის მიზნით სხვადასხვა დადგმაში სხვადასხვა დროს ახალგაზრდა მსახიობებთან გამოდიოდნენ საქ. სსრ სახალხო არტისტები ორდენოსნები ელისაბედ ჩერქეზიშვილი და ნიკო გოცირიძე.
6 წლის განმავლობაში თეატრმა დადგა შალვა დადიანის „გეგეჭკორი“, სერგო კლდიაშვილის „გმირთა თაობა“, პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, „კოლმეურნის ქორწინება“, ვიქტორ გაბესკირიას „მათი ამბავი“, ა. ცაგარლის „ხანუმა“, გ. ერისთავის „ძუნწი“, სეზმან ერთაწმინდელის „უკანასკნელი ვაზნა“, ქოჩარიანის „ბრმა მუსიკოსი“, გ. ბერძენიშვილის „ოქროს ვერძი“, ჩაძირული ოქრო“, „ჩვენი მიწა“, შ. თაქთაქიშვილის „ოჯახი“ და სხვა.
სამამულო ომის დაწყების წინა დღეებში საკავშირო ხელოვნების კომიტეტის და საქართველოს ხელოვნების სამმართველოს წარმომადგენლების მიერ გასინჯული და მოწონებული იქნა თეატრის რამდენიმე დადგმა.
სამამულო ომის დღეებში თეატრმა მუშაობა მთლიანად ფრონტის ინტერესებს დაუმორჩილა. უდოტაციო მუშაობაზე გადასვლის შემდეგ უფრო გააძლიერა ტავისი შემოქმედებითი მუშაობა.
თეატრმა მაყურებელს უჩვენა სამამულო ომის თემაზე დაწერილი პიესები: ვლადიმერ წირღვავას „ქართველი დედა“, სეზმან ერთაწმინდელის „ყანები იწვიან“, იალუნერის „სიკვდილთან ახლოს“ და სხვა. დადგმები დადგა თეატრის ხელმძღვანელმა რეჟისორმა შურა კობახიძემ.
"ლიტერატურული გაზეთი", 1942 წ.
ფოტო: ხობის თეატრის შენობა 1941 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.