გვერდები

29.11.2022

XIX საუკუნის პრესის მასალები ხობის ბორანის შესახებ

 გთავაზობთ, მეცხრამეტე საუკუნის ქართულენოვანი პრესიდან მასალებს ხობის ბორანის შესახებ. 

„ივერია“ N196, 1893 წელი.

ხობი (ზუგდიდის მაზრა): ორი წელიწადი იქმნება მას აქედ, რაც ორმა აქაურმა მცხოვრებმა ბორანი გააკეთეს ხობის წყალზედ. უწინ-კი აქ მაგარი და უშიშარი ხიდი იყო რკინის ბურჯებიანი, ამ ბორნით მუმოსვლა ხალხს ძვირად უჯდება, ამიტომ აქაურებმა გადაწყვიტეს მოეგროვებინათ ფიცრები ხიდის ზემო ნაწილის გასაკეთებლად. შეუდგნენ კიდეც საქმეს და ამ დროს მოვიდნენ ბორნის პატრონები და აღუთქვეს აქაურ საზოგადოებას უფასოდ გაყვან-გამოყვანა და ამით დაშალეს დაწყებული საქმე. თუმცა აქაურები უფასოდ გაჰყავთ მაგრამ სხვებს კი მეტად აწუხებენ: მოთავე რომ იყოს, ყველა აქაურები დიდის სიამოვნებით გააკეთებენ ძველს ხიდს, რადგანაც დიდი არაფერი სჭირდება, გარდა ფიცრებისა. რადგანაც ამ ბორანს დიდი ფასი აძევს, ზოგიერთები ფონში გადიან და ამის გამო უბედურებაც მოხდება ხოლმე. ამ თთვის 7-ს ზუგდიდიდგან მომავალი მეეტლე და სამი ცხენი დაიხრჩო ამ მდინარეში.

 

 

„ივერია“ N254, 1897 წელი.

გაზ. „ივერიის“ მე-248 Nში „ივერიის“ ფოსტით რედაქცია სწერს დ. ხობის (ზუგდიდის მაზრაშია) მებორნეს ა. ჯ-იას: „საბუთები წარმოგვიდგინეთ, რომ ბორანი ორი კვირაა გამართული და არა რამდენიმე თვეო“. რედაქციის შენიშვნამ შეძლება მომცა კიდევ ვაუწყო მკითხველებს თავგასულობა მებორნესი. ვიდრე ჩემი შენიშვნა დაიბეჭდებოდა „ივერიაში“, იმ დრომდე ცხენოსანს მგზავრს მაინც შეეძლო ხიდზედ გასვლა, მას აქეთ, რაკი ჩემი წერილი დაიბეჭდა „ივერიაში“, მებორნემ (ხიდზე ხალხის გასვლა იმისი საქმეა და არა აქაურის პოლიციისა) ცხენოსანს მგზავრს სრულიად აღუკრძალა, რადგან შემოსავალი აკლდებოდა მებორნეს, ხიდის თავები მაგრად აჭედა და ძლივს-ძლივობით გადის ქვეითა კაცი. ვერ წარმოიდგენთ ხალხის სასოწარკვეთილებას უხიდობის და მებორნის თავგასულობის გამო! თითქმის მთელის სამეგრელოს ნახევარზედ მეტი მცხოვრებლები ჰსაჭიროებდნენ ამ ხიდსა, ხოლო მებორნე ახდევინებსმგზავრთ იმდენს, რამდენიც იმისი მადა მოითხოვს. დატვირთული თუ ცალიერი ურმები, ომნიბუსები, ეტლები და სხვანი ყოველ წელს დადის. ერთის სიტყვით, დიდი მოძღაობაა ამ გზასა და ხიდზე.

ერთი ეს ვიკითხოთ: რისთვის აღუკრძალა მებორნემ ცხენოსანს კაცს ხიდზე გასვლა? იგია გამგე ამ ხიდისა, თუ მთავრობაა? თუ მთავრობაა, რა უფლება ჰქონდა ამგვარი საქმე ჩაედინა? ორი კვირა-კი არა, ეს მესამე თვეა, რაც აქ ბორანი გაიმართა და ტყულის რისთვის ამბობს ა. ჯ-ია? ამ გვარი ხრიკები მებორნისგან არ ახალია-ძველია.

უწინაც ასე მოიქცა და დღესაც ამას შვრება. მხოლოდ ჩვენ გვიკვირს და ვეღარ გაგვიგია დაუდევრობა ადგილობრივის პოლიციისა, რომლის თვალწინ ასეთი ამბები ხდება? განა იმისი საქმე არ არის, ხალხის ესოდენს შეწუხებას ყურადღება მიაქციოს? რატომ ნიხრს არ უწესებს მებორნეს? სასურველია, ისეთი ნიხრი დაადგინოს პოლიციამ, როგორიც სხვაგან არის და იმითი ხელმძღვანელობა ყველას შეეძლოს. იმედია, ახლა მაინც ყურადღებას მიაქცევენ ხალხის ამ გვარს შეწუხებას და დროით იღონებენ ხიდის გაკეთებისათვის. ხოლო იმ დრომდე-კი საჭიროა ინჟინერი იქმნეს მოწვეული და მან შეამოწმოს ხიდი, გაუძლებს თუ არა ცხენოსანს მგზავრებს და რამდენად გაფუჭებულია იგი...

 

 

                                                                                       

„ცნობის ფურცელი“ N572, 1898 წელი

ხობში ჩამოდის მდ. ხობის-წყალი, რომელზედაც გადებულია საცხენოსნო და საეტლო ხიდი. ეს რვა თვეა, რაც ამ ხიდზე აკრძალულია გასვლა ცხენოსნებისა და ეტლებისათვის. ის კი არა და, ქვეითსაც არ შეეძლო დღემდე გასვლა ხიდზე, თუ თაყვანს არ სცემდა ხიდის იატაკს.საქმე ის არის, რომ ხიდის ორსავე თავზე დაჭედილი იყო მებორნისგან უზარმაზარი ხე, რომლის ქვეშ უნდა გასულიყო გამვლელი, მაგრამ მადლობა ღმერთს, დღეს ხიდზე დაჭედილი ხე გასჭრა ბოქაულმა და ახლა მგზავრები გადი-გამოდიან თავისუფლად ხიდზე.

ბორანი მებორნეს არ უვარგა. ხიდის მაგივრობას ცხენოსნებისა და ეტლებისათვის სწევს ბორანი, მაგრამ ბორნის ნავები ძველია და იატაკი ადამის დროინდელი, ასე რომ ბორანზე ცხენოსნები ყოველთვის უნდა ელოდნენ რაიმე განსაცდელს. გარდა ამისა, ზოგიერთებმა, თუ რამოდენა ნიხრია დაწესებული ბორანზე, რადგან სამაზრო ნიხრი, რომელიც ადგილობრივმა ბოქაულმა გარდასცა მებორნეს, არ არის ჩამოკიდებული ბორანზე და თვითონ მებორნეს ჯიბაში აქვს დამალული. საჭიროა ყურადღება მიექცეს მებორნის თავგასულობას და ბორანიც შეკეთებულ იქნეს.

ვანო ლოლუა

 

„ცნობის ფურცელი“ N592, 1898 წელი.

დ. ხობი. ბორნის გამო პასუხი. ბ-ნო რედაქტორო! რადგან ამ ბორნის შესახებ მე გახლავართ მთავრობის და საზოგადოების წინაშე მოპასუხე, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ სიმართლის აღსადგენად ადგილი დაუთმოთ თქვენს გაზეთში ამ ჩემს მცირე პასუხს, როგორც წესია. „ცნ. ფურც.“-ს 572 N - ში დაბეჭდილია დ. ხობიდან წერილი „მებორნის თავ-გასულობა“. ყველაფერი, რასაც კორესპონდენტი იწერება, სიმართლეს მოკლებულია, რადგან ბევრია სხვებიც, სამსახურის პირები და „ინტელიგენცია“ ამ ბორანზე და ხიდზე ხშირად გადადიან, მაგრამ არც ერთს მათგანს არ შეუნიშნავს ის ნაკლი და „მებორნის თავ-გასულობა“, რასაც ბ-ნი ვანო ლოლუა სწერს. თუ რომ მართალი ყოფილიყო, დაასახელებდა: როდის, ვისთან, ვის რა შეხვდა ჩემგან დაყენებულ მებორნეებისგან? ბორანის და მისი მასალების შესახებ თამამად ვიტყვი: ზუგდიდის და სენაკის მაზრაში ჩემს ბორანზე უკეთესი ბორანი არსად არ არის, მაგრამ „ვისაც არ უნდა ქვიშაზე ქვასაც არ დაინახავსო“ ნათქვამია, როგორც ამას ამტკიცებს თვითონ ბ. ვანო ლოლუას წერილიც, ერთად ერთი მისი ღრმა ძილში გამოურკვეველი სიზმარი, ჩემზე პირადი უკმაყოფილებისა გამო და არა ხალხის ინტერესისათვის გამოწვეული...

„ცნობის ფურცელი“ N601, 1898 წელი.

ისევ ბორანის შესახებ

დ. ხობი (სამეგრელო). ისევ ბორანის შესახებ. გაზეთებში არა ერთხელ დაიბეჭდა აქაურის მებორნის თავ-გასულობის ამბავი, რომლებშიაც მებორნეს ამხილებდნენ: ლამის ტყავი გააძროს მგზავრთო. ამ საგანზე „ცნ. ფურ.“ -ის 572 N-ში ბ. ვანო ლოლუამ სამართლიანი შენიშვნა მისცა მებორნეს და მის ხრიკებსა, როგორც ეს ამ სტრიქონების დამწერს არა ერთხელ შეუნიშნავს, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩვენი განცვიფრება, როდესაც იმავე გაზეთის 592 N - მებორნე ალექსანდრე ჯორჯიკია თავს იმართლებს, - როდესაც მას იოტის ოდენა სიმართლე არ აქვს - ვითომც იგი პატიოსნურად ეპყრობოდეს მგზავრთ. მართალია, მკითხველ საზოგადოებასთან თავს იმართლებს, მაგრამ აქაურს საზოგადოებას, ე.ი. მთელს სამეგრელოსა და სვანეთ-აფხაზეთში მიმავალ მგზავრთ რას ეუბნება? იქნება იმათ კიდეც ემუქრებოდეს: მოიცა თქვენ, მაინც ჩემი სათლელი დუმა ხართო. დიდად ცდება ბ-ნი მებორნე, როდესაც იგი ამბობს: „ჩემგან ვის რა შეხვდა საწყენი“-ო. საწყენი? საწყენი დღეში ათასი, მაგრამ, რომელი ერთი ჩამოუთვალო? უეჭველია, თითონვე დამეთანხმება ალ. ჯო - კია, რომ როდესაც წყალი წვიმისაგან აიმღვრევა, იგი ნიხრს უმატებს მგზავრთ. წყალი როცა ცოტ-ცოტად მომატებას იწყებს, ბორნის ფასიც თან და თან იწევს და ბოლოს მეტი რა გზაა, უნდა მისცე ის, რასაც გიბრძანებს. უკე თუ ნიხრით ამღვრეულ წყალში გასვლა შეუძლებელია, რატომ მომეტებული ფასით კი შეიძლება? ნუ თუ რაიმე მოსალოდნელს ხიფათს მომეტებული ფასები იხსნის მგზავრთ უბედურებისაგან, თუ ჯიბის გასქელებაა ამის საბუთი. დღეს 30 კაპ. ახდევინებს მგზავრთ დატვირთულ ურემში თუ სხვაში, ხვალ 60 კაპ. და მეტსაც. ამისთანა პატარა მდინარეზე ასეთი ფასები მგზავრთათვის, როგორიც ალ. ჯო - კიას აქვს დაწესებული მთელს საქართველოში უფრო დიდს მდინარეშიაც არსად არ არის. აგრეთვე არსად არ არის, რომ მებორნე თვიურად გარიგებოდეს მედროგეს, მაგრამ ალ. ჯო-კიასაგან აბა ეს რა გასაკვირია!

დასასრული, იგი ბრძანებს: „ზუგდიდის და სენაკის მაზრაში ჩემს ბორანზე უკეთესი ბორანი არსად არ არისო“. ბორნები ყოველგან უკეთესებია მის-მიერ დასახელებულ ადგილებში, მაგრამ მათ ყოველთვის ერთი და იგივე ფასი აქვთ დაწესებული, ხოლო ალ. ჯო-კიას ბორანი მით არის იმათში უკეთესი, როგორც წყალი დიდობას დაიწყებს. მისი ბორნის ნიხრიც თან და თან მატულობს.

დაადოს მის ბორანს ისეთი ფასები, როგორც სხვაგანაა ხოლმე, რომ დარსა და ავდარში, ზამთარ-ზაფხულ ერთ ფასად ატაროს მგზავრები და არა სათლელ დუმად გახადოს საბრალო ხალხი, თორემ თავის გამართლება იქ, სადაც სიმართლე არ მიუძღვის, დანაშაულობის გაორკეცებაა.

 












 

 

 

 

 

 

 

 


28.11.2022

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის ტოპონიმები

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის ტოპონიმები.  ტოპინიმური მასალა ჩაწერილია 1983 წელს.

პაატა ცხადაია სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი, ტ. III, 2007  წელი.

 ადამიაშ ჩაი -ჩაის  ფართობი ჯახუშ ღალის მარჯვ.ნაპირას.

ადამიეფიშ ფერდი -სერი.გას.დასაწყისი ნაწილი საადამიოში.

ადამიეფიშ წყურგილი - წყარო საადამიოში.

ანდრიაშ ნოხორი  -  ჩაის ფართობი ყოფილი ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე.

ანდრიაშ წყურგილე -წყარო ყოფილი ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე.

აქსენტიშ ტყა - ტყე, დადიაშ ტყის ნაწილი.

აქსენტის წურგილე -წყარო ოტურეშში.

ბარბალეშ წყარო -  წყარო საადამიოში.სამკურნალო წყალი იყო და ამოდიოდა  მეწამლე ქალის  - ბარბალეს  -  ეზოში. წყალი უხდებოდა კუჭს ( კერძოდ, არჩენდა კუჭის წყლულს )

ბათიშ ნოხორი - ერქვა ჩაის ფართობს ყოფილი ჩაის მეურნეობის  ტერიტორიაზე.

ბარგატიეფიშ ფერდა - ტყე,ფერდობი ღადიდის ნაპირას,ბარგატია (ბაგრატიას ვარიანტი ჩანს) ძალზე მცირერიცხოვანი გვარია (სულ 26 სული საქართველოში )

ბეგოშ ნოხორი  -  ჩაის ფართობი ყოფილი  ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე.

ბჟალაშ ნოხორი -  ჩაის ფართობი ღადიდის მარჯვ.ნაპირას,ბჟალავა გვარია.

გაგუაშ ტყა  -  ერქვა ტყეს.  ყოფილი  ჩაის  მეურნეობის ტერიტორიაზე .

გელაშ ტომბა /ვარდიაშ ტომბა -  მორევი ჭანისწყალზე. ვარდია -გვარია.

გვიმიშ წყურგილე  -  წყარო ჭანისწყლის ჭალაში, მაიაშ წყურგილის ზემოთ. გვიმი არის  გულამოღებული ხე, რომელსაც წყაროში ჩადგამდნენ, რათა  წყალი სუფთა ყოფილიყო.გვიმს აკეთებენ კერამიკისაგან და ამჟამად რკინა-ბეტონისაგანაც, კერძოდ ამ წყაროში თიხისაგან გამომწვარი გვიმი იყო ჩადგმული.

გიგშაშ ნოხორი - სახნავი ჭანისწყლის ჭალაში,  “ აქ ცხოვრობდა გიგშა ბარძემიშვილი, დადიანის მოახლის ქმარი. იგი გამოყვანილია  პერსონაჟად ფუცუ დგებუაძე-ფულარიას რომანში.“

გიგშაშ ტომბა  -  მორევი ჭანისწყალზე.

გლეხიშ შარა /სიჭინაშ შარა   -  ნაგზაური გზა ღურწკაიაშ ფონის (მდ.ჭანისწყალზე) გავლით მიემართებოდა ზუგდიდისკენ,გლეხები მხოლოდ ამ გზით სარგებლობდნენ,დადიანს ჰქონდა  თავისი გზა და იმ გზაზე სიარულის უფლებას არ აძლევდა გლეხებს. შდრ. დადიანიშ შარა.

გრამატაშ ტყა - ტყე ყოფილი ხიბულის ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე. გრამატა იყო დადიანის მიერ გაცემული მიწა-წყლის კუთვნილების უფლება.

დადიაშ მამული - ტყე ღადიდის ნაპირას.

დადიანიშ ნოხორი - საკარმიდამო. იგივე მაიაშ დოხორე.

დადიანიშ სარა - ნაგზაური. კიტიაშ ფონის (მდ. ჭანისწყალზე) გავლით მიდიოდა ზუგდიდში. დადიანებისა იყო. გლეხებს თავისი გზა ჰქონდათ.

დადიაშ ტყა/სადადიო ტყა/მაიაშ ტყა - ტყე ღადიდის ორივე ნაპირას.

დიდბეგი - ვაკე-მაღლობი. იგივე ენწერი.

დიდღალ - ღელე. იგივე ღადიდი.

დობერა - ფერდობები ოღეჯეღალის მარცხ. ნაპირას, საადამიოში.

დოხორეშ ტყა - ტყე ღადიდის მარჯვ. ნაპირას. დადიანს აქ ჰქონდა დოხორე „სასახლე“.

ენწერი/დიდბეგი - ვაკე, ჩაის ფართობი ჯაპიშაქრის საზღვარზე.

ვარდიაშ ტომბა - მორევი. იგივე გელაშ ტომბა.

ზოსიმეშ მიკოხილი - მფლატე ღადიდის მერჯვ. ნაპირზე. მიკოხილი ჩამორღვეული”.

თომაშ ღალ/ქვარცხეფიშ ღალ - ღელე, ღადიდის მარცხ. შენაკადი.

კალანდიეფიშ ნოხორი - ერქვა ჩაის ფართობს ყოფილი ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე.

კაზაშ ნოხორი - ერქვა ჩაის ფართობს ყოფილი ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე.

კაზაშ წყურგილე - წყარო ყოფილი ცაის მეურნეობის ტერიტორიაზე.

კერაშ ნოხორი - სახნავი სოფ. კირცხის საზღვარზე.

კიტიაშ ფონი - ფონი ჭანისწყალზე. იხ. დადიანიშ შარა.

კოლიაშ ტომბა - მორევი ღადიდზე.

კოხიაშ ფონდი - ტყე ღადადის მარჯვ. ნაპირას. კოხია გვარი.

კურკუცია/საადამიოშ კურკუცია - მრგვალი ბორცვი, საადამიოს სერზე. ჰგავს ხელოვნურს.

ლაშხიაშ წყურგილე - წყარო ყოფილი ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე.

მაია დადიანიშ ჭალე - ჭალა. იგივე სადადიო ჭალე.

მაია დადხეშ წყურგილე - წყარო ჭანისწყლის მარცხ. ნაპირის მაღლობზე.

მაიაშ დოხორე/დადიანიშ ნოხორი - საკარმიდამო ღადიდსა და ჭანისწყალს შუა.

მაიაშ ტყა - ტყე. იგივე დადიაშ ტყა.

მაკირნეშ წყურგილე - წყარო სანადარიოში.

მენჯი - სახნავი. იგივე ჟღები.

მთავარანგელოზი/საღურწკაიოშ ოხვამე - სასაფლაო საღურწკაიოში.

მიხაშ ნაწისქვილ - მინდორი ღადიდის ნაპირას.

ნადარაიეფიშ ნოხორი - ერქვა ჩაის ფართობს ყოფილი ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე.

ნალამუ - ჭალა-სახნავი ჭანისწყლის მარცხ. ნაპირას, საქანთარიოშ წალის ქვემოთ.

ნამეშხურ(უ) - სახნავი ჭანისწყლის მარჯვ. ნაპირას. ეკუთვნოდა მეშხურეს, ე.ი.მეცხვარეს.

ნაშენ/ციტრუსიშ ჭალე - სახნავი ჭანისწყლის ჭალაში, საღურწკაიოს ქვემოთ. ნაშენ ადრევე ერქვა. მერე მანდარინი გააშენეს და არ იხარა. მანდარინს ციტრუსსაც უწოდებენ. ნაშენ(ი) - ბაღვენახიანი ადგილი.

ნაჭანდარ(უ) - ჩაის ფართობი საგობეჩიოში.

ნაჭილუ - სახნავი ჭანისწყლის მარჯვ. ნაპირას.

ნესტორიაშ ტყა - ტყე ღადიდის ნაპირას.

ნესტორიაშ ნაწისქვილ - მინდორი ღადიდის ნაპირას.

ნეძონი „კაკლნარი“ - სახნავი ჭანისწყლის მარცხ. ნაპირას.

ნიკოშ ტომბა - მორევი ღადიდზე.

ოლეფონე - სახნავი ჭანისწყლის მარჯვ. ნაპირის ჭალაში. ლეფონი „ლაფანი“.

ოტოფუე - მორევი ღადიდზე. ტოფუ თევზია ერთგვარი, ამოდიოდა ჭანისწყლიდან. შდრ. ქარ: ტობი.

ოტოფუეშდუდი - წყალმარჩხი ღადიდზე.

ოტუნგო - ტუნგის პლანტაცია ოღეჯეღალის ხეობაში.

ოტურე(ში) – „სატურისი“ - ტყე ოღეჯეღალის ხეობაში, სოფ. გაშფერდის საზღვართან.

ოღაჭაჭიე/ოღეჯეღალი - ღელე. ღადიდს ერთვის მარცხ. მხრიდან ჭანისწყლის ჭალაში. მოედინება სოფ. გაშფერდის საზღვრიდან. ღაჭაჭიას „კიბორჩხალა, ცხრაფეხა“.

ოღეჯეღალი - ღელე. იგივე ოღაჭაჭიე.

ოჩე - სახნავი ჭანისწყლის მარჯვ. ნაპირას, ნაჭილუსთან. ოჩე „ფართო ყანა, დადიანის ყანა“.

ოხარჩალე - ღელე. იგივე ხარჩალა.

პილაშ წყურგილე - წყარო საჯიშკარიოში.

ჟღები/მენჯი - სახნავი, თხმელნარი ღადიდის მარცხ. ნაპირას. ჟღები „ნესტიანი ადგილი; ჭანჭრობი“. მენჯი „ვეძა, სააბაზანო-სამკურნალო წყალი“.

საადამიო - უბანი ჯახუშ ღალისა და ოღეჯეღალის წყალგამყოფ სერზე.

საადამიოშ კურკუცია - ბორცვი. იგივე კურკუცია.

საადამიოშ ფერდი - სერი ოღეჯეღალსა და ჯახუშ ღალს შუა.

საგოგიო - უბანი ჯახუშ ღალის მაარჯვ. ნაპირას. გოგიები ჩამოსულან გურძემი-ლეგოგიედან (მარტვილის რ.).

სადიდიო ტყა - ტყე. იგივე დადიაშ ტყა.

სადადიო ჭალე/მაის დადიანიშ ჭალე - ჭალა ჭანისწყლის მარცხ. ნაპირას.

სავარდიო - უბანი ჭანისწყლის მარცხ. ნაპირას. ვარდია მცირერიცხოვანი გვარია (123 სული საქართველოში).

საკიტიო - უბანი ჭანისწყლის მარცხ. ნაპირას.

სალაშხიო - უბანი ოღეჯეღალის მარჯვ. ნაპირას. ლაშხიებისა და ხულორდავების წინაპრები სალხინოდან ჩამოსახლებულან. იქ მათ ტეხურში კალმახი დაუჭერიათ და დადიანისთვის მიურთმევიათ. დადიანს მიუცია სიგელი: ზღვასა და მთას შუა, სადაც ისურვებთ, დასახლდითო - ლაშხიებს მოსწონებიათ გაშფერდი, ხულორდავებს კი - ჭანისწყლის ჭალა და იქ დამკვიდრებულან.

სამალანიო - უბანი ჯახუშ ღალის მარჯვ. ნაპირას.

სანადარაიო - უბანი სოფ. ჯაპიშაქრის საზღვართან, ღადიდსა და ოკიბორჩხალეს შუა.

საქანთარიო - უბანი ჭანისწყლის მარცხ. ნაპირის ბექზე. უწინ ქანთარიები ესახლნენ. ახლა აქ სხვა გვარი მკვიდრობს.

საღურწკაიო - უბანი ჭანისწყლის მარცხ. ნაპირას.

საღურწკაიოშ ოხვამე - სასაფლაო. იგივე მთავარანგელოზი.

საჯიქიო - ტყე ღადიდის მარჯვ. ნაპირას, სოფ. კირცხის საზღვართან.

საჯიშკარიანო - უბანი სოფ. გაშფერდის საზღვართან.

სისოშ ტობა - მორევი ღადიდზე.

სიჭინაშ შარა - გზა. იგივე გლეხიშ შარა.

ტები - სერი სოფლის ცენტრში, ღადიდსა და ოღეჯეღალს შუა. „ტები ჯოხო მანგარ ტყას...“

ტკილიშ ტომბა - მორევი ჭანისწყლზე. ტკილი „მერგელის ქანი“.

უჩა დადიაშ წისქვილი - ნაწისქვილარო ჭანისწყალზე. უჩა პირსახელია.

ფაყე - ბექი, რომელიც გასდევს ჭანისწყლის მარცხ. ნაპირის ჭალას... „წენწყარიშ გაგაჩი რე ფაყე“.

ფუტკარაიეფიშ სორო - ღელე, ღადიდის მარჯვ. შენაკადი. სორო „მცირე ხევი, ან წყლის ვიწრო სადინარი ტყეში“.

ქანთარიაშ ტომბა - მორევი ჭანისწყალზე.

ქანთარიაშ ჭალე - ჭალა-სახნავი ჭანისწყლის მარცხ.ნაპირას, საქანთარიოს ქვემოთ.

ქანთარიეფიშ წყურგილე - წყარო საქანთარიოში.

ქვარცხეფიშ ნოხორი - ერქვა ჩაის ფართობს ყოფილი ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე.

ქვარცხეფიშ ღალ - ღელე. იგივე თომაშ ღალ.

ქურდიანი - ჭალა-სახნავი ჭანისწყლის მარჯვ. ნაპირას.

ღადიდი/ღაჯიჯი/დიდღალ - მდინარე. მოედინება სოფ. კირცხიდან (ჩხოროწყუს რ.) და ერთვის ჭანისწყალს მარცხნიდან სოფ. ახალხიბულაში, სანადარიოს უბანში.

ღალპიჯი „ღელისპირი“ - ტყე ღადიდის მარჯვ. ნაპირას.

ღაჯიჯი - მდინარე. იგივე ღადიდი.

ღურწკაიაშ ფონი - ფონი ჭანისწყალზე.

შადუშ ტყა - ტყე ოკურჩხალეს მარცხ. ნაპირას.

შეროზიეფიშ წყურგილი - წყარო სოფლის ცენტრის ჩრდ-დას. ნაწილში.

ჩქონი - ტყე ჭანისწყლის ნაპირას. ჩქონი - მცირე კუნძული, ნახევარკუნძული ან ეკალბარდიანი რიყე.

ჩქოფორიეფიშ ნაწისქვილ - ნაწისქვილარი ოღეჯეღალზე.

ციტრუსიშ ჭალე - სახნავი. იგივე ნაშენ.

ცხიმურიშჯინჯი „რცხილისძირი“ - ტყე ღადიდის მარჯვ. ნაპირას.

ძაძამიაშ ტყა - ტყე ღადიდის ნაპირას.

წინსვლა - ერქვა ამხანაგობას 30-იან წლებში, და შემდეგ დაერქვა ჩაის ფართობს ყოფილი ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე.

წისქვილიშკარი - სახნავი ჭანისწყლის ჭალაში.

წყურგილიშ წყარი - ღელე, ღადიდის მარცხ. შენაკადი. სათავეა ხულორდავეფიშ წყურგილი.

ჭითა ჩხორია - ერქვა ამხანაგობას 30-იან წლებში. შემდეგ დაერქვა მის მიერ გაშენებულ ჩაის ფართობს სოფ. კირცხის საზღვართან. ჩხორია „მზის სხივი“.

ჭყონიშჯინჯი „მუხისძირი“ - გზათგასაყარი. ავტობუსის გაჩერება სამალანიოსა და საგოგიოს შუა.

ხაიონი - მინდორი ბარბალეშ წყურგილთან. ხაია ისლისებური მცენარეა.

ხარჩალია/ოხარჩალე - წყარო-ნაკადული ოღეჯეღალის მარცხ. შენაკადი. წყალვარდნილი აქვს და ღარი უდგას. წყალი მასზე ჩამოდის ჩხრიალით.

ხულორდავაშ ტომბა - მორევი ღადიდზე.

ხულორდავეფიშ წყურგილი - წყარო ყოფილი ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე.

ჯახუშ ღალ - ღელე საადამიოში. გაედინება ზუბში.

ჯინორიაშ ფერდი - ბორცვი ჯახუშ ღალის მარჯვ. ნაპირას.

ჯიშკარიანიშ ნაწისქვილ - ნაწისქვილარი ჭანისწყალზე.

ჯიშკარიანიშ ფერდი - ფერდობი ღადიდის ნაპირას.

ჯღანჯღავეფიშ ნოხორი - ერქვა ჩაის ფართობს ყოფილი ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე.

ჯიშკარიანიშ ფონი - ფონი ჭანისწყალზე, კირცხის საზღვართან.

ჯღანჯღავეფიშ წყურგილი - წყარო სოფ. კირცხის საზღვართან.

 

 

 

 

 

25.11.2022

ლუკა შამუგიას წიგნი - „წარმატების საიდუმლო“

 წარმატებები ნიჭიერ და მიზანდასახულ ახალგაზრდას!

ლუკა შამუგია დაიბადა 2001 წლის 11 სექტემბერს. ლუკა წარმოშობით აფხაზეთიდანაა. აფხაზეთის ომმა, ლუკას ოჯახი აიძულა დაეტოვებინა საკუთარი ნავსაყუდელი და ხობში დასახლებულიყვნენ. ლუკამ, 9 კლასი  ჟიული შარტავას სახელობის  ქ. ხობის N1 საჯარო სკოლაში ისწავლა. სწავლის პერიოდში ჭადრაკით იყო გატაცებული. პირადი შრომითა და მწვრთნელის ირაკლი გეთიას დამსახურებით, წარმატებით ასპარეზობდა საჭადრაკო პირველობებზე. 

ლუკამ თავისი მომავალი სამხედრო სფეროს დაუკავშირა და სკოლის მეგობრებთან: გიორგი გაგუსთან და გოდერძი გადელიასთან ერთად შეურთდა კადეტთა რიგებს. მათ, 2019 წელს დაამთავრეს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. ამავე წელს სწავლა განაგრძო სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, იუნკერის სტატუსით, სადაც დღემდე აქტიურად განაგრძობს საქმიანობას.

2022 წელს გამოიცა ნიჭიერი ახალგაზრდის, ლუკა შამუგიას წიგნი - „წარმატების საიდუმლო“ - „საზოგადობა ძალიან ხშირად, ფინანსური, ინტელექტუალური, თუ სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, წარმატებულის იარლიყით ამკობს ამა თუ იმ  პიროვნებას.  მაგრამ რა არის საერთოდ წარმატება?! იქნებ ის არა სტატიკური შედეგი, არამედ დინამიკური პროცესია?!

მოცემულ წიგნში, წარმატება აღქმულია როგორც პროცესი, რომელიც დასახული მიზნის მიღწევისას წარმოქმნილი სირთულეების დაძლევით გამოიხატება. მიზნის მიღწევის გზაზე არსებული დაბრკოლებების დასაძლევად, კი არსებობს რიგი ფაქტორები, რომელთა გათვალისწინება დაგვეხმარება ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღწევად. აღნიშნულ წიგნში განხილულია 50 მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მორგებულია ნებისმიერი ასაკის და პროფესიის მკითხველთათვის.

მოცემული წიგნის მიზანია მკითხველებმა ცხოვრება იმაზე უფრო მოტივირებულად განაგრძონ, ვიდრე ზემოთქმული წიგნის წაკითხვამდე ჰქონდათ. ამასთან ერთად მკითხველი არ გასცდება რეალობის საზღვრებს და მისი მოტივაციაც საკმაოდ ვალიდური იქნება“ - ვკითხულობთ წიგნის რეცენზიაში.


 

 

15.11.2022

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაშფერდის ტოპონიმები

 ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაშფერდის ტოპონიმები.

ტოპინიმური მასალა ჩაწერილია 1983 წელს. ინფორმატორები და მეგზურები იყვნენ:

 ალექსანდრე (გვეჯე) ბასილაია

გრიგოლ ბასილაია

ქსენია გედენიძე

ვლადიმერ (ჩიხო) გოგია

ზაურ ვეკუა

ჭიჭიკო ვეკუა

კირილე (ცუკა) კვირკვაია

 

გა- სერი.  იწყება სოფ. ახალხიბულის ცენტრში და გრძელდება სოფ. კირცხამდე გა „დაბალი სერი.“ ამ სერის მიხედვით დაერქვა გაშფერდი სოფელს მე-19 საუკუნის ბოლოს ( ასე გადმოსცემდნენ ხანდაზმულები ).

გოგიშ მუხური- სახნავი სოფ  ზუბის საზღვართან.

გრამატა- სახნავი ხობისწყლის ჭალაში, კოპიოს გვერდით. „ სანადელო იყო, გლეხები ამუშავებდნენ და ყოველწლიურად ფულს უხდიდნენ დადიანს. საბუთად ქონიათ „უსტავნი გრამოტა“

დათაშ ნოხორი- ფერდობი, ტუნგის ნარგავები გას. აღმ. კალთაზე.

იაგორაშ ტობა -მორევი ხობისწყალზე, იაგორა აქ ჩამხრჩვალა.

ილიაშ მუხური -სახნავი ლეტეშში. ეკუთვნოდა ილიას.

იოსკაშ  წყურვილი -წყარო სოფ. კირცხის საზღვართან.

კოპიო - სახნავი ხობისწყლის ჭალაში, გრამატას გვერდით . დადიანისგან იყიდეს კვირკვაიებმა და ჰქონდათ სათანადო საბუთის ასლი.

ლეფონი „ლაფანი“   - სახნავი სოფ. კირცხის საზღვართან.

ლეტაიში -ჭალა-ტყე, იგივე ლეტეში.

ლეტეში/ლეტაიში -ჭალა-ტყე ხობისწყლის მარჯვ. ნაპირას, სოფ. კირცხიდან 2 კმ-ზე. ლეტა „ტალახი“ -ლეტა-იშ-ი -ლეტეში

მექანიზაციაშ ჩაი -ჩაის ფართობი საბასილაიოში, ჯღანჯღაშ მინდორთან, იხ. ჯღანჯღეფიშ ფართობი.

მეხკალი/მეხკალიშ ფართობი -სახნავი ხობისწყლის ჭალაში. მეხკალი „ნეკერჩხალი“

მეხკალალიშ ფართობი  -სახნავი, იგივე მეხკალი.

ნაანთხალიანი  -სახნავი ხობისწყლის ჭალაში, მეოთხედი („ნაანთხალი“) ქცევა იყო.

ნაკანტორ -ბორცვი ხობისწყლის ჭალის ბექობზე, აქ დადიანს ედგა ყაზარმა და ანგარიშს უსწორებდა  გლეხებს.

ნამარან „ნამარნევი“ -სახნავი საბასლაიოში.

ნატრაქტორ -ჩაის ფართობი საბასლაიოში. ტრაქტორმა პირველად აქ მოხნა მიწა 1936 წელს.

ნაფოშტუ-სახნავი სოფ. კირცხის  საზღვართან, სადაც გადიოდა შქა სამარგალოშ შარა ზუგდიდის შემდეგ აქ ხდებოდა ფოსტის ცხენების გამოცვლა.

ნეძიშ ფართობი - სახნავი სოფ. ზუბის საზღვართან. ნეძი „ნიგოზი, კაკალი“.

ნოთე - ერქვა სახნავს სოფლის ცენტრში. ამუშავებდა 30-იან წლებში შექმნილი ამავე სახელწოდების ამხანაგობა“. ნოთე „ჩირაღდანი, კვარი“.

ოგინე „სახბორე“ - სახნავი ხობისწყლის ჭალაში, სადაც კოლმეურნეობის სახბორე ყოფილა.

ოზაკალე - სახნავი ხობისწყლის ჭალაში. ზაკალი „ბზა“.

ოკათაფუ „ხერთვისი, წყალშესართავი“ - საძოვარი ოჩხომურისა და ხობისწყლის შესართავთან.

ოკარკალეში „რაკრაკა“ - წყარო საკვირკაიოში. ოკარკალე წყალი საერთოდ წკრიალა წყალია.

ოკურჩხალე - ღელე. იწყება საბასილაიოში, ალ. ბასიალიას ეზოში. ინფ: სინამდვილეში ეს არის ოკიბორჩხალე. აქ ბევრი იყო კიბოია, ანუ კიბორჩხალა. ღამით ხელში სინათლით დაუყვებოდნენ. კიბორჩხალები გაინაბებოდნენ და ადვილი დასაჭერი იყო“.  

ორდვეში - ტლაპო ხობისწყლის ჭალაში. ონდვეში - ნდუალა „ტლაპოში ჩაძირვა“.

ონწარე - ჭაობი ხობისწყლის ჭალაში. ონწარე არაღრმა ლაქაშიან ტბას აღნიშნავს.

ორთალიანი - სახნავი ხობისწყლის ჭალაში. ორთალი ერთი ქცევა მიწაა.

ორჭოლე - ჩაის ფართობი უჩარალსა და ოღეჯერალს შუა. იყო ჭაობნარი და ხარობდა (რ)ჭოლი „ჭილი“.

ოღეჯეღალ - ღელე, წიფურღალის ზემო წელი. მოედინებე სოფ. კირცხიდან, ჩაუვლის ნატრაქტორს.

ოჩხვარუეში - სახნავი ხობისწყლის ჭალაში, გრამატასთან. აქ მდინარის ტოტზე გამართული იყო ღუმუშ ოჩხვარუე „ღომის საცეხველი“.

ოხვამეფერდი - ბორცვი სოფ. კირცხის საზღვარზე, გას ნაწილი.

საბას(ი)ლაიო - უბანი სოფ. კირცხის საზღვართან.

საკვირკვაიო - უბანი სოფ. ზუბის საზღვართან.

სესიშ ღალ - ღელე სოფ. ზუბის საზღვართან.

ტარიშ ნოხორი - ტუნგის ნარგავები გას აღმ. კალთაზე.

ტები/ტყაიტები - ტყე ხობისწყლის ჭალასა და საბასილაიოს შუა. ინფ; „ტები უჩა დიხა რე, ბარაქუა უღუ“ (ტები შავი მიწაა, ბარაქა აქვს).

ტკილტობა - მორევი ოკათაფუს ქვემოთ ხობისწყალზე. ტკილი მერგელის ქანია.

ტრიფონიშ წყურგილე - წყარო გას აღმ. კალთაზე.

ტყაიტები - ტყე. იგივე ტები.

ტყაიტებიშ ყვანა - სახნავი ტყაიტებიში.

უჩანაშ ნადუქარ - მინდორი საბასილაიოში.

უჩა ტობა - ტბორი ხობისწყლის ჭალაში.

უჩა ღალ(ი) - ღელე, ოღეჯეღალის მარცხ. შენაკადი. გაე-დინება ტებიდან.

ფრიალეშ ჭალე - საძოვარი ხობისწყლის ჭალაში. ფრიალე „ვერხვი“.

ცაკვაშ ნოხორე - სახნავი ლეტეშში, სოფ. კირცხის საზღვართან. ცაკვა ქალის სახელია.

ცქუმუნტური/ცქუმუნტურიშ ფართობი - ჩაის ფართობი სოფ. კირცხის საზღვართან. ინფ: „ტყე გაკაფეს ჩაის გასაშენებლად და მხოლოდ ცქუმუნტური („ზღმარტლის ხე“) დატოვეს. უკვე არ დგას“.

ცქუმუნტურიშ ფართობი - ჩაის ფართობი. იგივე ცქუმუნტური.

ძერწონი „ძერწონი“ - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

წისქვილიშკარი - სახნავი ლეტეშში.

წიფურონი - ტყე წიფურღალის ხეობაში.

წიფურღალ - ღელე, წისქვილიშ წყარის შენაკადი. ზემო წელზე ეწოდება ოღეჯეღალ.

ჭალე - ხობისწყლის ჭალა.

ჭერეხი - საძოვარი ხობისწყლის ჭალაში. ჭერეხი ქვიან-ქვიშიანი წყლისპირია.

ჯახუშ ღალუ - ღელე. საზიარო სოფელ ზუბთან.

ჯინორიაშ ფერდი - ფერდობი საბასილაიოში.

ჯოგოშ ნოხორი - ჩაის ფართობი გას აღმოსავლეთ კალთაზე.

ჯღანჯღაშ მინდორი - ერქვა მინდორს საბასილაიოში. ამჟამად ჩაის ფართობია და ეწოდება მექანიზაციაშ ჩაი.

 

პაატა ცხადაია სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი, ტ. III, 2007  წელი.