გვერდები

20.09.2022

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კობა წურწუმია

 ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კობა წურწუმია დაიბადა 1971 წელს, ხობში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით 1998 წელს; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1996 წელს.

1996 წლიდან ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. მისი სამეცნიერო კვლევითი ინტერესები არის: კლასიკური და თანამედროვე ქართული, ევროპული და ამერიკული ლიტერატურა; 2002 წლიდან იბეჭდება . წურწუმიას გამოკვლევები სხვადასხვა ლიტერატურულ და სამეცნიერო პერიოდიკაში: "ცისკარი", "მნათობი", "განთიადი", "რიწა", "XXI საუკუნე", "კლასიკური და თანამედროვე ქართული "მწერლობა", "ივერონი", "მერმისი", "მეცნიერება და ცხოვრება", "კულტურათაშორისი კომუნიკაციები" და სხვა სამეცნიერო გამოცემებში. არის 40ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 5 სახელმძღვანელოს ავტორი. ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი.

სადისერტაციო თემა - "ნიკოლოზ ბარათაშვილი და ქართული მწერლობის ტრადიციები", დაიცვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  შოთა რუსთაველის  ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში 2002 წელს.

ბიბლიოგრაფია

·         ტექსტი და ეპოქა = Text and Epoch (ავტორი). - თბილისი, მწიგნობარი, 2021. - 162გვ.. - ISBN: 9789941498411

·         კლასიკური და თანამედროვე საზღვარგარეთული ლიტერატურა (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2018

·         ესეები საზღვარგარეთულ ლიტერატურაზე (ავტორი) // ნაწ. 1. - თბილისი, უნივერსალი, 2012. - 187გვ.. - ISBN: 9789941178146

·         ნიკოლოზ ბარათაშვილი და ევროპულ-ამერიკული პოეზია (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2009. - 58გვ.. - ISBN: 9789941125034

·         ბიბლიური მოტივები ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიაში (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2003.

წყარო: ბიოგრაფიული ლექსიკონი.

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.