გვერდები

06.09.2022

ვალიკო ჯუღელის ჩანაწერები ხობზე

 ვალიკო ჯუღელიმძიმე ჯვარი (სახალხოგვარდიელის ჩანაწერები), ტფილისი,1920 .

 3 სექტემბერს 18 . ქვალონი. დღის 3 საათი. შესვენება

 აქ ვისვენებთ. ქვალონი ჩემი ვანიჩკას სოფელია, ერთ-ერთისა ჩვენისამეულიდან“. მაგრამ თვითონსამეულიუკვე აღარ არის: ის დაუნდობლად დამსხვრეულ იქნა... 

მოსახლეობა ჩვენ მოღუშულად გვხვდება. იგი იქითკენაა მიდრეკილი, რომ მტრებად გვთვლიდეს... მაგრამ ჩვენ იგი გადავარწმუნეთ

აქედან რაზმის ნაწილი ხორშაზე გადის. ვფიქრობთ ხვალ ზუგდიდში ვიქნებით... 

დღეს ახალ-სენაკში ჩვენთან დელეგაცია მოვიდა „16 საზოგადოებიდანროგორც თავად მან განგვიცხადა. ისინი მორჩილებას გამოხატავენ. მაგრამ დელეგაციის შემადგენლობა ძალზედ საეჭვოა: დელეგაცია უმრავლესობით ყაჩაღებისაგან შედგება, ხოლო თვითონ ის კი ყოფილმა უგანათლებულესმა მთავარმა უჩა დადიანმა მოიყვანა. ისე უცნაური იყო ყოფილი ბრწყინვალე კონვოელის ბოლშევიკური დელეგაციის სათავეში ხილვა!.. ოდესღაცსტუდენტობის დროსმე მას ვიცნობდი. იგი მაშინ თავისი ძალისა და გარკვეულწილად დიდების გაცისკროვნების ხანაში გახლდათ... მაგრამ დრონი შეიცვალნენ და ისტორიის ბორბალიც სხვანაირად დატრიალდა... 

  3 სექტემბერს 18 . ხოფა. საღამო

 ცაიშში ვიმგზავრე. იქ როტმისტრი დენისოვი დგას მეტყვიამფრქვევეთა რაზმითა და პატარა რეგულარული ნაწილით. მისი ჯარები მოიქანცნენ და მგონი დაიმშენ კიდეც... 

ხვალ აბასთუმანზე გავდივართ და გვინდა ჩრდილოეთიდანხეცერას მხრიდან მოვუჭრათ გასასვლელი აბასთუმნის ბანდებს. შემდეგ ზენი, ნარაზენი და ხიბულა განვაიარაღეთ. ამ რაიონებში შეტაკებებს არ მოველი. მინდა მალე გავიდე თურქებთან... 

ტფილისისაკენ სრულიად არაფერი არ მეზიდება... 

  4 სექტემბერს 18 . სოფ. ხეთა. შუადღე


საბურავი გაგვისკდა, ველოდებით... დღეს ყოველი მხრიდან ვუტევთ ზუდგიდის მაზრის სიღრმეში, გვაქვს რა ცენტრში აბასთუმანი. სამ დღეში ჩვენ უკვე მთელი მაზრა დავაწყნარეთ... 

ხეთა სამეგრელოს უმდიდრესი სოფელია

ვალერიან (ვალიკო) ანთიმოზის ძე ჯუღელი (დ. 1887სვირი — გ. 30 აგვისტო,[1] 1924თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და სამხედრო პირი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდანსაქართველოს სახალხო გვარდიის სარდალი, „დამკომის“ წევრი. უშუალო მონაწილე 1918-1921 წლებში მომხდარ თითქმის ყველა ბრძოლისა. გამოირჩეოდა საოცარი პირადი ვაჟკაცობით. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩახშობილ იქნა 1920 წლის ანტისახელმწიფოებრვი აჯანყება ცხინვალის რეგიონში. 1921 წლის მარტიდან ემიგრაციაშია, საქართველოში დაბრუნდა 1924 წლის აჯანყების მოსამზადებლად, მაგრამ „ჩეკამ“ დააპატიმრა და იმავე წლის აგვისტოში დახვრიტეს. გამოცემული აქვს საკუთარი მოგონებები — დღიური („მძიმე ჯვარი“, ტფილისი, 1920 წელი). 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.