გვერდები

14.12.2021

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალენტინა ლატარია

 სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალენტინა ლატარია დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ხეთაში, პედაგოგების ოჯახში. ვ. ლატარიამ 1932 წელს წარმატებით დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული კულტურების  ინსტიტუტი. 

ვ. ლატარია 55 წლის განმავლობაში მუშაობდა სუბტროპიკული კულტურების  ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. ვ. ლატარია პირველი ქართველი ქალია, რომელსაც ნიადაგმცოდნეობის სფეროში მიენიჭა დოქტორის ხარისხი. მის კალამს ეკუთვნის 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ნიადაგმცოდნეობის განვითარებაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით შესრულებულია ათეულობით საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.


                                                  მარცხნიდან პირველი ვალენტინა ლატარია

ვ. ლატარია წარმატებით მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. 1968 წელს გამოქვეყნდა მონოგრაფია მიკროელემენტები საქართველოს მდელოს ყავისფერ ნიადაგებშიხოლო, 1981 წელს - „მდელოს ყავისფერი ნიადაგები და მათი ნაყოფიერების ამაღლება”.

ვალენტინა ლატარია დაკრძალულია თბილისში. ღმერთმა აცხონოს მისი სული!

 წყარო:

1.       „ხსოვნის წიგნი“, 1996 წელი.

2.  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე განთავსებული ფოტოები და კატალოგები.

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.