გვერდები

01.11.2021

დემურ თუთბერიძე - ინტერვიუ ხობის "კოლხეთის" საქართველოს ჩემპიონობის შესახებ

        პირველად ხობის რაიონის ფეხბურთის  ისტორიაში  ხობის  ,,კოლხეთი'' საქართველოს ჩემპინი  გახდა. რა შეედრება იმ  დიდ  სიხარულს რომელმაც  მთელი ჩვენი რაიონი  მოიცვა. სწორედ  იმ  დროს  მივედით  გამარჯვებულ  გუნდთან, როცა  პროფკავშირთა  ფიზკულტურულ-სპორტული კომიტეტის  თავმჯდომარე . თუთბერიძე  მათთან  კრებას  ატარებდა. მაგიდაზე  დეპეშების  დასტა  აწყვია  მოსკოვიდან, რესპუბლიკის სხვა ქალაქებიდანრომელსაც  ჩვენი  თანამემამულენი აგზავნიან. ჩვენ  ამ  დიდი  წარმატებით  არანაკლებ  აღფრთოვანებულებმა  ვთხოვეთ  . თუთბერიძეს  რამდენიმე  შეკითხვაზე  ეპასუხა.

     პატივცემულო დემურ, თამამად  ვიტყვით, რომ საქართველოს  ჩამპიონობა  ჩვენთვის  ახალ  სპორტულ  მწვერვალებზე  ფეხის  დადგმაა. რაიონის  ფეხბურთის  დიდი ხნის  ისტორიაში  გუნდი  პირველად გახდა  ამ  ტიტულის  მატარებელი. რამ  განაპირობა  საქართველოს ჩემპიონობა, როგორია  გუნდის  წევრთა  საერთო განწყობილება?
   - ხობის  ,,კოლხეთი'' რომ საქართველოს ჩემპიონია, ეს მხოლოდ  წლევანდელი  სეზონის  მონაპოვარი  არ  არისმესამე  წელიწადია  ,,კოლხეთი'' თითქმის  ერთიდაიგივე  შემადგენლობით  გამოდის. ეს  სწორედ  მათი  დიდი შემართების  შედეგია. აი  ისინიც: .გვენცაძე, .მამინაშვილი, .კაციტაძე, .ფარფალია, .ლატარია, .ჩიმაკაძე, .ბაკურაძე.შიოლაშვილი, .მელია, .ქომეთიანი, .ჭიჭინაძე, .ჭიჭინაძე, .სამხარაძე, .ლატარია, .ბოლაშვილი, .გვასალია, .ბუკია, .გაბრავა, .ჩარტია, .დოლბაია, .გვიჩიანი, .გოგინავა.
  როგორც  მოგეხსენებათ, 1986 წლის  საფეხბურთო სეზონში ,,კოლხეთი'' საქართველოს პირველობის  მეორე  ჯგუფში  მონაწილეობდა. ამავე  წელს  პირველი ადგილი დაიკავა  და  1987 წლის  საფეხბურთო სეზონისათვის  პირველ  ჯგუფში  მონაწილეობის  უფლება  მოიპოვაახლადგადმოსულმა  გუნდმა  სენსაცია  მოახდინა  და  რესპუბლიკაში  დამსახურებულად, მეორე  საპრიზო  ადგილი დაიკავა. გამარჯვებაში, სამი  წელი  რომ  ვახსენე, დიდი დამსახურება მიუძღვით ,,კოლხეთის'' გუნდის უფროსს  პაატა თათარაშვილს, უფროს  მწვრთნელს  ფრიდონ  გოცირიძეს და  მწვრთნელ ალიოშა  ჭოჭუასმათ  სასახელოდ  უნდა  ითქვას, რომ  მონოლითური, ძლიერი, დისციპლინირებული გუნდი  შექმნეს  და  საქართველოს  ჩემპიონის  სახელის მოპოვება  შეძლესამასთან, .თათარაშვილსა და  .ჭოჭუას  საქმისა და მშობლიური  რაიონის  სიყვარული  ამოძრავებდათ  და  გუნდს  საზოგადიებრივ საწყისებზე  უდგანან სათავეში. გუნდის  თანადგომისა და საერთო მხარდაჭერის  საქმეში დიდი  ამაგი  მიუძღვით ფეხბურთის  ფედერაციის  თავმჯდომარეს .მიქავას, მის მოადგილეებს .გეგაიას, .ქაჩიბაიას, .ბერაიას, .ალანიას. რაც  შეეხება  გუნდის  წევრთა  საერთო  განწყობილებას, ამაღლებულია. მომავალი სეზონისათვის  ისინი აქვე  რცებიან.
      ჩემპიონობა  ეს  თვითოეულის  ნატვრაა, დებულების  თანახმად, გუნდმა  მომავალი სეზონისათვის  სსრ  კავშირის პირველობის მეორე ლიგაში უნდა იასპარეზოს, მაგრამ სამწუხაროდ, სპორტსახკომის  არასწორი  გადაწყვეტილებით, როცა  სეზონი  მთავრდებოდა, ,,ლელოს'' რედაქციამ  გამოაქვეყნა  წერილი იმის  თაობაზე, რომ საქართველოს ჩემპიონები თითქოსდა მომავალი  წლისათვის  საკავშირო  პირველობის  მეორე  ლიგაში  მონაწილეობას  ვერ  მიიღებენმკითხველებს ამ  აზრის  სისწორე  აინტერესებთ.
     ამ დღეებში ქალაქ  მოსკოვში  ტარდება  საკავშირო  ფეხბურთის  ფედერაციის პლენუმი, სადაც  ცნობილი გახდება, ვინ  მიიღებს  მონაწილეობას  უმაღლეს, პირველ და მეორე  ლიგაში.
             გუნდის  წევრებიდან  განსაკუთრებით  ვის  გამოყოფდით?
  - ყველა  გამარჯვებულია, ყველა ჩემპიონია. ცალკე  დასახელება თითქოსდა  უხერხულიცააეს გამარჯვება ხომ  გუნდმა  მოიპოვა,   მაგრამ  მაინც  მინდა  გამოვყო  რესპუბლიკის  საუკეთესო ბომბარდირი, ბოლო წლების  საუკეთესო  ფეხბურთელი ელგუჯა  ქომეთიანი. ამ დღეებში მივიღეთ სასიხარულო  ცნობა  იმის  შესახებ, რომ  მიმდინარე სეზონში, ისევე  როგორც შარშან ზაზა  ბაკურაძე, ჟურნალისტებმა და სპეციალისტებმა  საქართველოს პირველობის  საუჯეთესო ფეხბურთელად  ელგუჯა  ქომეთიანი  აღიარესუცვლელმა  ბომბარდირმა  .ქომეთიანმა საქართველოს  ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის პრიზი  მიიღო. სასიხარულოა, რომ კარგი  ახალი თაობა  წამოვიდა. ,,კოლხეთის'' წევრმა  ვლადიმერ  გვასალიამ, რომელიც  საკავშირო მასშტაბით  ჭაბუკთა  შორის  რესპუბლიკის  ღირსებას  იცავდა, საბჭოტა  კავშირის ჩემპიონის  წოდება  მოიპოვა
     გაგვაცანით  საქართველოს ჩემპიონი  გუნდისათვის  უახლოესი  პრობლემები.
             - პრომლემა  ბევრია. თუკი  გუნდი  მეორე  ლიგაში  გადავიდა, საჭირო  შეიქმნება  პისი გაძლიერებამთლიანად  უნდა  მოხდეს  ხობის  ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქცია, რადგან საკავშირო პირველობაზე მოთამაშე გუნდს ათიათასი მაყურებლისათვის  გათვალისწინებული  სტადიონი უნდა  ჰქონდეს. შესაკეთებელია სათამაშო  მოედანიიი, არ არის სათანადოდ  უზრუნველყოფილი  გასახდელები და, რაც  მთავარაია, არ  გვაქვს  ელექტროტაბლო.
      დაგვისახელეთ  ფეხბურთის  ვეტერანები, მწვრთნელები, სპეციალისტები, რომლებიც  რაიონის  საფეხბურთო  ცხოვრებით  ცხოვრობენ
    - გულშემატკივართა  სასახელოდ  უნდა  ითქვას, რომ  როგორც  მიღებაზე, ისე  გასვლით  მატჩებზე  გუნდს  მათი  ობიქტური გულშემატკივრობა და  მხარდაჭერა  არ  აკლდა, რაც  ჩემპიონობის  მოპოვების საწინდარი გახდასიხარულით  ავღნიშნავ, ,,კოლხეთის'' გუნდს, გულშემატკივრების, ვეტერანი ფეხბურთელების დიდი  მხარდაჭერა  აქვთ. აი  ისინიც: გოგი  მამფორია, კარლო ბუბუტეიშვილი, რობიკო ჭითანავა, აპალონ თათარაშვილი, ძმები ელდარ და ნიკოლოზ გვასალიები, რუსლან  წურწუმია, მელორ ზაქარაია, კოტე გოგენია, ძმები ზურაბ და ბუგზარ სერგიები და მრავალი სხვა.
                 გუნდი საქართველოს ჩემპიონია, როგორი  იქნება  მისი მომავალი?
    რაიონის აქტივთან და გულშემატკივრებთან  ჩემპიონი გუნდის  შეხვედრა  დაგეგმილია, მაგრამ, სახელდობრ, როდის, ეს თარიღი  უცნობიარაც  შეეხება  სამომავლო საკითხს, გაცილებით  მეტს  გვავალებს  სახელი და დაფასება. გაწეული მუშაობით არ  უნდა  დავკმაყოფილდეთ, მეტი ენთუზიაზმი, შემართება და შრომა  არის  საჭირო  იმისათვის, რომ  გუნდმა  მეორე  ლიგაში ადგილი  დაიმკვიდროს, რისთვისაც  არ  კმარა  რომ  მარტო  ,,კოლხეთის'' გუნდს  მიექცეს  ყურადღება. რაიონის ყველა სოფელს  უნდა  ჰქონდეს  მარტივი  ტიპის  სპორტული მოედნები, რომლეც სამწუხაროდ, ბევრს არ გააჩნია. მისაბაძია  საჯიჯაოს  ლენინის სახელობის  კოლმეურნეობისა და შუა  ხორგის საბჭოთა  მეურნეობის  ინიციატივა. სოფლებში  სპორტული მოედნების  უქონლობის  გამო  რაიონის  პირველობას  მიმოსვლით  ვერ  ვატარებთ და ,,კოლხეთის'' გუნდისათვის  ფეხბურთელების შერჩევა  ფერხდება, ძნელდება.

                    *  *   *
   როცა  ინტერვიუ მზადდებოდა, ტელეფონის  ზარი გამუდმებით  წკრიალებდაულოცავდნენ  გუნდს  გამარჯვებას, ჩემპიონობასაქვე მოსალოცად  მოვიდნენ  გუნდის  უცვლელი გულშემატკივრები  .თათარაშვილი და .ზაქარაიამათ ჩემპიონობა  მოულოცეს  თავიანთ  საყვარელ  გუნდს და ჩვენც  მათთან  ერთად  წარმატებები გვისურვეს.
    მომავალი გამარჯვებების  დიდი სურვილით  დავემშვიდობეთ თითოეულ მათგანს. სასიხარულო და  ბედნიერი დღეები  ნუ მოეშალოთ ჩემპიონ  ბიჭებს, ოქროს  მედლების  სიმრავლე  იყოს...

                  ,,კომუნიზმის  მშენებელი''  17 დეკემბერი. 1988. 150-151 (5769)

 მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდი ბატონ ალექსანდრე ქურდობაძეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.