გვერდები

22.03.2021

მექანიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ლალი ტიბუა

 ლალი ტიბუა დაიბადა ალაქ ხობში. 1988 წელს წარჩინებით დაამთავრა . ხობის N2 საშუალო სკოლა. 1991 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1996 წელს წარჩინებით დაამთავრა ზემოთ აღნიშნული უნივერსიტეტი და იმავე წელს ჩააბარა ასპირანტურაში. 2005 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ სადისერტაციო საბჭოზე დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,თეორემათა ავტომატური მტკიცების ზოგიერთი საკითხი’’ პროფესორ ხიმური რუხაიას ხელმძღვანელობით. მას მიენიჭა დოქტორის ხარისხი. 2006 წლიდან მუშაობა დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში მათემატიკური ლოგიკისა და მეთოდოლოგიის განყოფილებაში და დღემდე მუშაობს ზემოთ აღნიშნულ სამეცნიერო ინსტიტუტის გამოყენებითი ლოგიკისა და პროგრამირების ლაბორატორიაში მეცნიერ თანამშრომლად. 2006 წელს პარალელურად მუშაობა დაიწყო თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეზე და კითხულობდა სხვა და სხვა სალექციო კურსებს: ,,დისკრეტული მათემატიკა და მათემატიკური ლოგიკა’’, ,,კალკულუსი’’,, ალგებრა და ანალიზური გეომეტრია’’, ,,ლოგიკა იურისტებისათვის’’ და .. მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტში როგორც მოწვეული ლექტორი.

2017 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლაში, როგორც მოწვეული ლექტორი. უძღვება მათემატიკური ლოგიკისა და ალგორითმების თეორიის, დისკრეტული სტრუქტურისა და ფინანსური მათემატიკის კურსებს.

2018 წელს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში აირჩიეს ასოცირებულ პროფესორად ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე, მათემატიკის მიმართულებით და დღემდე მუშაობს ამ უნივერსიტეტში.

გარდა სასწავლო პროცესისა ჩართულია აქტიურად სამეცნიერო მუშაობაში. მონაწილეობა აქვს მიღებული 100-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციებში. არის 65 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აგრეთვე მონაწილეობს საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტებში, როგორც ძირითადი შემსრულებელი. ის აგრეთვე მონაწილეობს საზოგადოებრივ საქმეებშიც. არის სტუდენტთა საერთაშორისო სკოლა-სემინარის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, რომელიც ყოველ წელს ტარდება თსუ-ში.

ის ეხმარება წარჩინებულ სტუდენტებს სამეცნიერო კავშირები დაამყარონ სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მეცნიერებთან. მისი ხელმძღვანელობით სტუდენტები და მაგისტრანტები ამზადებენ საკურსო, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომებს

არის თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მატემატიკის ინსტიტუტში სამეცნიერო სემინარის სწავლული მდივანი.

წყარო:

1. https://ug.edu.ge/persons/full/5474

2. https://scholar.google.com/citations?user=AlpajqwAAAAJ&hl

3. „ხობის მოამბე“, N3, 2021 წ.

4. https://geoanbani.com/other/gllc.ge/publications/articles/NLP_2.pdf

5. https://qartveli.ucoz.com/nabijebi_2014_zamtari_v09_info.pdf

6. http://www.rmi.ge/~gmu/GMU_Conference/participants.pdf

7. https://www3.risc.jku.at/projects/intas/Tbilisi/index.html~

 

 

 

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.