გვერდები

29.03.2021

1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილი ხობელი გიორგი ქათამაძე

 1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილთა შორის ხობელი გიორგი იაკობის ძე ქათამაძეც (დაბ. 1988 წ.) აღმოჩნა.

2019 წელს ბათუმში აღმოჩენილი იქნა 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო უწესრიგოდ და უპატიოდ განთავსებული. შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა მათი ამოსვენება და ბათუმის N3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე პატივით დაკრძალვა.

http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/akhali-ambebi/8275-aghmochenili-iqna-1937-1938-tslebshi-bolshevikuri-represiebis-dros-stalinuri-siebis-thanakhmad-dakhvretil-moqalaqetha-4-samarovani.html?fbclid=IwAR00BSeR4jwbXdvmLvfwv7pwFn1_bmY5DD7kphgRw7mO6FQne2gso9fFN6c


შავლეგ თოდუას სამეცნიერო სტატია

 თანამედროვე სამართლის ჟურნალში გამოქვეყნდა ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლების ლექტორის, შავლეგ თოდუას სამეცნიერო სტატია (https://www.ibsu.edu.ge/.../Contemporary_Journal_Law2.pdf) "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამოძიების ქვემდებარე დანაშაულთა სუბიექტების იდენტიფიკაციის თავისებურებანი". შავლეგი, ასევე არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იურისტი.



22.03.2021

მექანიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ლალი ტიბუა

 ლალი ტიბუა დაიბადა ალაქ ხობში. 1988 წელს წარჩინებით დაამთავრა . ხობის N2 საშუალო სკოლა. 1991 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1996 წელს წარჩინებით დაამთავრა ზემოთ აღნიშნული უნივერსიტეტი და იმავე წელს ჩააბარა ასპირანტურაში. 2005 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ სადისერტაციო საბჭოზე დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,თეორემათა ავტომატური მტკიცების ზოგიერთი საკითხი’’ პროფესორ ხიმური რუხაიას ხელმძღვანელობით. მას მიენიჭა დოქტორის ხარისხი. 2006 წლიდან მუშაობა დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში მათემატიკური ლოგიკისა და მეთოდოლოგიის განყოფილებაში და დღემდე მუშაობს ზემოთ აღნიშნულ სამეცნიერო ინსტიტუტის გამოყენებითი ლოგიკისა და პროგრამირების ლაბორატორიაში მეცნიერ თანამშრომლად. 2006 წელს პარალელურად მუშაობა დაიწყო თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეზე და კითხულობდა სხვა და სხვა სალექციო კურსებს: ,,დისკრეტული მათემატიკა და მათემატიკური ლოგიკა’’, ,,კალკულუსი’’,, ალგებრა და ანალიზური გეომეტრია’’, ,,ლოგიკა იურისტებისათვის’’ და .. მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტში როგორც მოწვეული ლექტორი.

2017 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლაში, როგორც მოწვეული ლექტორი. უძღვება მათემატიკური ლოგიკისა და ალგორითმების თეორიის, დისკრეტული სტრუქტურისა და ფინანსური მათემატიკის კურსებს.

2018 წელს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში აირჩიეს ასოცირებულ პროფესორად ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე, მათემატიკის მიმართულებით და დღემდე მუშაობს ამ უნივერსიტეტში.

გარდა სასწავლო პროცესისა ჩართულია აქტიურად სამეცნიერო მუშაობაში. მონაწილეობა აქვს მიღებული 100-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციებში. არის 65 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აგრეთვე მონაწილეობს საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტებში, როგორც ძირითადი შემსრულებელი. ის აგრეთვე მონაწილეობს საზოგადოებრივ საქმეებშიც. არის სტუდენტთა საერთაშორისო სკოლა-სემინარის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, რომელიც ყოველ წელს ტარდება თსუ-ში.

ის ეხმარება წარჩინებულ სტუდენტებს სამეცნიერო კავშირები დაამყარონ სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მეცნიერებთან. მისი ხელმძღვანელობით სტუდენტები და მაგისტრანტები ამზადებენ საკურსო, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომებს

არის თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მატემატიკის ინსტიტუტში სამეცნიერო სემინარის სწავლული მდივანი.

წყარო:

1. https://ug.edu.ge/persons/full/5474

2. https://scholar.google.com/citations?user=AlpajqwAAAAJ&hl

3. „ხობის მოამბე“, N3, 2021 წ.

4. https://geoanbani.com/other/gllc.ge/publications/articles/NLP_2.pdf

5. https://qartveli.ucoz.com/nabijebi_2014_zamtari_v09_info.pdf

6. http://www.rmi.ge/~gmu/GMU_Conference/participants.pdf

7. https://www3.risc.jku.at/projects/intas/Tbilisi/index.html~

 

 

 

 

 

19.03.2021

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი აპოლონ კალანდია

 ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი აპოლონ კალანდია დაიბადა 1919 წელს ქალაქ ხობში. 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1944-1953 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში; 1953-1955 წლებში - საკავშირო ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში; 1955-1967 წწ. - თბილისის გამოთვლით ცენტრში მყარი ტანის მექანიკის ამოცანების მიახლოებითი და რიცხვითი ამოხსნების განყოფილების გამგე; 1967-1980 წწ. - ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში დრეკადობის თეორიის განყოფილების გამგე. მისი მეცნიერული კვლევის საკითხები შეეხებოდა უწყვეტი ტანის მექანიკის ამოცანების მიახლოებით და რიცხვით ამოხსნებს, დრეკადობის მათემატიკური თეორიის ორგანზომილებიან ამოცანებს, კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების სასაზღვრო ამოცანებს; მან მოგვცა სიბრტყეზე მრავლადბმული და უსასრულო არეებისათვის ძირითადი სასაზღვრო ამოცანის ამოხსნა n-ჰარმონიული განტოლებებისათვის; მოგვცა მულტოპის მეთოდის მკაცრი მათემატიკური დასაბუთება სასრული გაშლის ფრთის განტოლების მიახლოებითი ამოხსნისას და ამ მეთოდის გამოყენება საკონტაქტო ამოცანების რიცხვითი ამოხსნისას; მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბრტყელი დრეკადობის სტატიკური ამოცანების ამოხსნების და დრეკადი ფირფიტების ღუნვის კლასიკურ თეორიაში. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Решение основной граничной задачи для управления п и = о в двухсвязной области", დაიცვა 1948 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "Некоторые смешанные задачи теории упругости", დაიცვა 1955 წელს (მოსკოვი).

2009 წლის 30 ივნისს ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში აპოლონ კალანდიას დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა (პროფ. ა. კალანდიას ცხოვრება და მეცნიერული მოღვაწეობა ჯ. შარიქაძე)
2. მოგონებები (გ. ჯაიანი, რ. დუდუჩავა, გ. ქუთათელაძე, გ. ხატიაშვილი, ნ. მანჯავიძე, გ. ჟორჟოლიანი).

აპოლონ კალანდია გარდაიცვალა 1980 წელს.

სრული ბიბლიოგრაფია:

1.                Mathematical methods of two-dimensional elasticity. M.: Nauka, 1973.

2.                Mathematical methods of two-dimenional elasticity. Moscow, Mir-Publishers, 1975.

(ii) papers

3.                Solution of the basic boundary value problem for the equation Dn = 0 in doubly-connected domain. (Georgian) Trudy Tbiliss. Mat. Inst. im. A. Razmadze, XVII(1949), 131-163. (Russian summary).

4.                Solution of the basic n-harmonic problem in the case of an infinite domain. (Russian). Trudy Tbiliss. Mat. Inst. im. A. Razmadze, XVII(1949), 169-189.

5.                The basic n-harmonic problem for multi-connected domains. (Russian) Izv. AN SSSR, ser. Mat., XV(1951) N 2, 185-198.

6.                Remark on the existence of the solution of the basic boundary value problem for one class of elliptic equations. (Russian) Soobshch. AN Gruz. SSR, XII(1951) N 6, 321-325.

7.                On the problem of equilibrium of an elastic plate with supported edges. (Russian) Trudy Tbiliss. Mat. Inst. im. A. Razmadze, XIX(1958), 393-210.

8.                On one mixed problem of bending of an elastic plate. (Russian). Prikladnaya Matematika i Mekhanika, XVI(1952) 3, 1952, 271-282.

9.                General mixed problem of bending of an elastic plate. (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika, XVI(1952) 5, 513-532.

10.            Solution of some problems of bending of an elastic plate. (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika, XVII(1958) 3, 293-310.

11.            On the problem of equilibrium of an elastic plate with supported edges. (Russian) Trydy Tbiliss. Mat. Inst.,19(1953), 193-210.

12.            On one mixed problem of bending of an elastic plate. (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika, 16:3(1952), 271-282.

13.            General mixed problem of bending of an elastic plate. (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika, 16:5(1952), 513-532.

14.            Solution of some propblem of bending of an elastic plate. (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika,17:3(1953), 293-310.

15.            Bending of an elastic plate in the form of elliptic ring. (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika, 17:6(1953), 693-704.

16.            To the contact problems of the theory of elasticity. (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika, 21:3(1957), 389-398.

17.            The Hertz type plane problem of cylindrical bodies compression. (Russian) Soobshch. AN Gruz. SSR, 21:1(1958), 3-10.

18.            On stresses in an elastic half-plane. Prikladnaya Matematika i Mekhanika, 23:6(1959), 1130-1131.

19.            On the Hertz problem of elastic bodies compression. (Russian) Trudy Bychisl. Centra AN Gruz. SSR,1(1960), 113-123.

20.            On one method of solution of the problem of the elasticity theory for a semi-circle. Problems of Continuum Mechanics. In: To the 70th Birthday of Academician N.I. Muskhelishvili. M.: Izd. AN SSSR, 1961, 161-169.

21.            To the approximate conformal mapping of domains. (Georgian) Trudy Vychisl. Centra AN Gruz. SSR, 6:2(1965), 5-9.

22.            To the solution of problems on equailibrium of an elastic semi-circle. (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika, 28:6(1964), 1106-1111.

23.            On the trends in a piesewise homogeneous medium. (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika, 29:4(1965), 785-788.

24.            To the problem of olate reinfircement. (Russian). Trudy Tbiliss. Mat. Inst. im. A. Razmadze AN Gruz. SSR,33(1967), 45-56.

25.            On plane problems of the couple-stress elasticity (with V.S. Zhenti). (Russian) Trudy Mat. Inst. im. A. Razmadze AN Gruz. SSR, 33(1967), 57-75.

26.            On one plane problem of non-symmetric theory of elasticity. Collected papers in equations of mathematical physics, 2 (Russian) Trudy Tbiliss. Mat. Inst. AN Gruz. SSR, 35(1969), 46-51.

27.            Remarks on the singularity of elastic solutions in the vicinity of corners. (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika,33:1(1969), 132-135.

28.            On the strained state in plates reinforced by stiffeners. (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika, 33:3(1969), 538-543.

29.            Linear theory of elasticity. In: Mechanics in the USSR for 50 years (with a team of co-authors). V. 3, M., 1972.

30.            On stresses distribution near holes. Continuum mechanics and related problems af analysis. (To 80th Birthday of Academician N.I. Muskhelishvili). M.: Nauka, 1972, 221-233.

31.            Influence of a stringer and stress distribution near holes (with G.T. Zhorzholiani). (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika, 38:1(1974), 145-158.

32.            Influence of a rigid inclusion on the stress intensity near cut ends with G.T. Zhorzholiani). (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika, 38:4(1974), 719-727.

33.            On integral equations of the plane theory of elasticity. (Russian). Trudy Tbiliss. Mat. Inst. im. A. Razmadze AN Gruz. SSR, 19(1975), 42-53.

34.            Remark on strengthening of a half-plane by a stringer of finite length. In: Mechanics of deformable bodies and constructions. (To 60th Birthday of Academician Yu.N. Rabotnov). 1975, 211-215.

35.            On application of the method of function influence to the plane theory of elasticity. (Russian) Izd. AN Armenian SSR, Mechanics, 29:4(1976), 16-28.

36.            On one problem of plate bending which is solvable in quadratures (with O.E. Laliashvili). (Russian) DAN, 226:1(1976), 34-37.

37.            To the problem of bending of a semi-circular plate. (Russian). Izv. AN Arm. SSR, Mechanics, 30:2(1977), 11-21.

 

15.03.2021

ღვინჯილიების საჯალაბო სახლის ისტორია

 ღია ცის ქვეშ მუზეუმმა ქართველ საზოგადოებას ბოლო წლებში არაერთი სიახლე შესთავაზა.

 სექტემბრის მიწურულს კი მეგრულ კარ-მიდამოში არა მარტო ოდასახლი და საჯალაბო სახლი განაახლა, არამედ ამ სახლების გაცოცხლებული ისტორია წარუდგინა სტუმრებსა და დამთვალიერებლებს. მეტიც - სტუმართა შორის იყვნენ ამ სახლების ყოფილი მფლობელები და შთამომავლები, რომლებიც აუღელვებლად ვერ უცქერდნენ ისტორიაში შესულ თავის ყოფილ საცხოვრისებს.

მეგ­რუ­ლი კარ-მი­და­მო გა­სუ­ლი სა­­კუ­ნის 70-იან წლებ­ში შე­იქ­­ნა სა­ქარ­­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­­მის გი­ორ­გი ჩი­ტა­­ას სა­ხე­ლო­ბის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში, რო­გორც საცხოვ­რე­ბე­ლი და სა­მე­ურ­ნეო ნა­გე­ბო­ბე­ბის კომ­­ლექ­სი. საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი აქ ორი ტი­პი­საა. ერ­თი შე­და­რე­ბით ძვე­ლია. იგი ღვინ­ჯი­ლი­­ბის სა­კუთ­რე­ბა ყო­ფი­ლა და XIX სა­­კუ­ნის შუა წლებ­ში (და­ახ­ლო­­ბით 1850 წელს) აუგი­ათ ხო­ბის რა­­­ნის სო­ფელ ახალ ხი­ბუ­ლა­ში. სახ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ჯა­ლა­ბო ყო­ფი­ლა, მოგ­ვი­­ნე­ბით კი, რო­ცა ოჯა­ხი გამ­რავ­ლე­ბუ­ლა და ეკო­ნო­მი­კუ­რა­დაც მომ­­ლავ­რე­ბუ­ლა, ოდა­სახ­ლი აუგი­ათ, ძველ საცხოვ­რისს კი სამ­ზა­დი სახ­ლის ფუნ­­ცია დარ­ჩე­ნია. იგი მუ­ზე­უმ­მა 1972 წელს შე­­ძი­ნა ახალ ხი­ბუ­ლა­ში და თბი­ლის­ში გად­მო­­ტა­ნა, რო­გორც ძვე­ლი მეგ­რუ­ლი საცხოვ­რი­სის ტი­პობ­რი­ვი ნი­მუ­ში.

fb

ფოტო: ახალგაზრდა ეთნოლოგი სოფო სარიშვილი ახალი ხიბულის სამზად სახლშიდიასახლისის როლში

სა­ჯა­ლა­ბო სახ­ლი ახალი ხი­ბუ­ლიდან

სახ­ლი, რო­გორც ვთქვით, ად­რე სა­ჯა­ლა­ბო იყო, შემ­დეგ კი მის­­ვის სამ­ზა­დი სახ­ლის "ფუნ­­ცი­" და­­კის­რე­ბი­ათ.

სტუმ­რებს ძვე­ლე­ბურ ჩი­თის კა­ბა­სა და ქა­ლამ­ნებ­ში გა­მოწყო­ბი­ლი დი­­სახ­ლი­სი (რომ­ლის "როლ­საც" ეთ­ნო­ლო­გი სო­ფო სა­რიშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს) ხვდე­ბა. შუ­­ცეცხ­­ზე ღო­მი თუხ­თუ­ხებს, კე­დელ­ზე შე­ბო­ლი­ლი სულ­გუ­ნი ჩა­მო­­კი­დი­ათ. მომ­დევ­ნო ეპი­ზოდ­ში სო­ფო ლო­ბი­ოს არ­ჩევს, გო­გო­ნე­ბი კი ჩონ­გურ­ზე სევ­დი­ან მეგ­რულ ნა­ნას ამ­ღე­რე­ბენ.

მოწ­ვე­ულ სტუ­მარ­თა შო­რის აღ­მოჩ­­და ბა­ტო­ნი ლე­ვან ღვინ­ჯი­ლია. იგი ახალ ხი­ბუ­ სახ­ლის ძველ ბი­ნა­დარ­თა შთა­მო­მა­ვა­ლია და სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვი იყო მი­სი მღელ­ვა­რე­ბა, ათ­­ლე­­ლე­ბის შემ­დეგ ბავ­­ვო­ბის წლებ­თან შეხ­ვედ­რას რომ ახ­­და.

ლე­ვან ღვინ­ჯი­ლია, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი:
"
სა­ქარ­­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­­მის ხელ­­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ დამ­დო პა­ტი­ვი, დავ­­­რე­ბო­დი ამ საცხოვ­რი­სის რეს­ტავ­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის აღ­სა­ნიშ­ნავ ღო­ნის­ძი­­ბას. მინ­და ყვე­ლას უღ­­მე­სი მად­ლო­ბა მო­ვახ­სე­ნო ჩემ­­ვის ესო­დენ სა­სი­­მოვ­ნო წუ­თე­ბის მო­ნი­ჭე­ბი­სათ­ვის. იმ წელს, რო­ცა ეს სახ­ლი თბი­ლის­ში ჩა­მო­­ტა­ნეს, მე თბი­ლი­სის სა­ხელ­­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე და მას შემ­დეგ ამ მუ­ზე­­მის სტუ­მა­რი არა­ერ­­­ზის ვყო­ფილ­ვარ; სა­­მი­სო სა­ბა­ბიც მქონ­და.

1976 წელს მუ­ზე­­მის და­სათ­ვა­ლი­­რებ­ლად წა­ვე­დით მე და 80- გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ბე­ბი­­ჩე­მი, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად თბი­ლის­ში მყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი და პირ­ვე­ლი შვი­ლის - უჩას გაზ­­და­ში გვეხ­მა­რე­ბო­და მე და თა­მარს, ჩემს მე­უღ­ლეს. ბე­ბი­ამ არ იცო­და, სად მიმ­ყავ­და. რო­ცა ეზო­ში შე­ვე­დით, მკითხა, მას­პინ­ძე­ლი არ ჩანს და ეს სად მო­მიყ­ვა­ნე, ვის სახ­­ში ვარ­თო. მე სიტყ­ვა ბან­ზე ავუგ­დე და ამა­სო­ბა­ში სამ­ზა­დის წინ მდგარ ოდა­სახლს გვერ­დი ავუ­­რეთ.

ბე­ბია უცებ გა­შეშ­და... რა­ღაც გა­ურ­­ვე­ვე­ლი სიტყ­ვე­ბი წა­მო­­ძა­ხა, მე­რე გა­­ცე­ბი­სა­გან ჯერ - დი­დუუ, ეს სად მო­მიყ­ვა­ნე, შენ შე­მო­გევ­ლოს ბე­ბი­­შე­ნი, რას ვი­ფიქ­რებ­დი, თუ მე ამას კი­დევ ვნა­ხავ­დიო და მი­სი ბა­გე­­ბი­დან ერ­თად გად­მო­იღ­ვა­რა შეცხა­დე­ბი­სა და სი­ხა­რუ­ლის ერ­­მა­ნეთ­ში აბურ­დუ­ლი ლოც­ვა-და­ტი­რე­ბა-მოთ­­მა. მე­რე სახლს მი­­ახ­ლოვ­და და მის კედ­ლებს ხე­ლის­გუ­ლე­ბით ეფე­რე­ბო­და და ლა­მის ადა­მი­­ნი­ვით კოც­ნი­და...

დი­ახ! ეს ის სახ­ლი იყო, სა­დაც (1914 წელს) ფა­შუ ბე­ბია - ჭან­ტუ­რი­ას ქა­ლი, პა­ტარ­­ლის სტა­ტუ­სით მი­იყ­ვა­ნეს და მას მე­რე მთელ­მა მის­მა ცხოვ­რე­ბამ (ლუ­კა ბა­ბუ­ას­თან ერ­თად) ამ სახ­­ში გა­­­რა. აქ გა­­ჩი­ნეს და გა­ზარ­დეს შვი­დი შვი­ლი - მა­მა­ჩე­მი და 6 ბი­ძა-მა­მი­და, რო­მელ­თა­გან ამ­ჟა­მად მხო­ლოდ ერ­თი­ღაა ცოცხა­ლი - ცი­­ლა მა­მი­და. ამ სახ­­ში გა­ირ­ბი­ნა მთელ­მა ჩემ­მა ბავ­­ვო­ბამ სო­ფელ ახალ ხი­ბუ­ლა­ში (ხო­ბის რა­­­ნი). დღეს კი ჩე­მი წი­ნაპ­რე­ბის სა­ჯა­ლა­ბო სახ­ლი, ჩი­ნე­ბუ­ლად აღ­­გე­ნილ-გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, სტუმ­რებს იღებ­და.

                                             ფოტო: ახალი ხიბულის სახლში ფარდაგიც მოქსოვეს

შუ­­ცეცხ­­ზე ახ­ლად ჩა­ზე­ლი­ლი ღო­მი ფშვი­ნავ­და და იქ­ვე მაღ­ლა ჩა­მო­კონ­წი­­ლე­ბუ­ლი და­საჭ­რე­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი შე­ბო­ლი­ლი მეგ­რუ­ლი სუ­ლუ­გუ­ნი თით­ქოს ცხელ ღომ­ზე მე­პა­ტი­ჟე­ბო­და.

არ ვი­ცი, სხვებს რა გან­­და ჰქონ­დათ, მაგ­რამ მე კი გულ­­კერ­დი მით­­თო­და და ყელ­ში ბურ­თად მობ­ჯე­ნილ ზლუ­ქუნს ძლივს ვი­კა­ვებ­დი. ეტყო­ბა, ამა­სო­ბა­ში მეც წლე­ბი მო­მე­ძალ­ნენ და სიყ­მაწ­ვი­ლეს­თან პი­რის­პირ შეყ­რამ ცო­ტა არ იყოს, წა­მახ­დი­ნა... "ვაჰ დრო­ნი, დრო­ნი, ნა­გემ­ნი მტკბა­რად, წა­რილ­­­ნენ, გან­­­­ნენ სიზ­­რებ­რივ ჩქა­რად"... (მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი სენ­ტი­მენ­ტე­ბის გა­მო მკითხ­ველს ბო­დიშს ვუხ­დი)".

 ჟურნალი "ისტორიანი", N47, 2011 წელი