გვერდები

04.03.2021

იროდიონ ოკუჯავა -30 წელი საჯიჯაოს სკოლის დირექტორად

 იროდიონ ოკუჯავამ 1925 წელს დაამთავრა პედაგოგიური სასწავლებელი და იმავე წელს დაიწყო სენაკის რაიონის სოფელ ხორშში მასწავლებლად მუშაობა. 1930 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის  ეკონომიკურ ფაკულტეტზე მოეწყო, მაგრამ ცენტრალური კომიტეტის მობილიზაციით სოფელს მოაშურა, კვლავ მასწავლებლად.

1932 წელს ისევ განაგრძო სწავლა უნივერსიტეტში, ბიოქიმიურ ფაკულტეტზე; რომელიც დაამთავრა 1937 წელს და იმავე წლიდან მშობლიურ საჯიჯაოს საშუალო სკოლის დირექტორად დანიშნეს. ამასთან ერთად ის ბიოლოგიასაც ასწავლის მოზარდ თაობას, უნერგავს მათ დიდ სიყვარულს ამ საგნისადმი. ახალგაზრდა თაობის სამსახურში ოთხმა ათეულმა წელმა განვლო. ამ სკოლის 35-ე გამოშვებაა წელს, ამ ხნის მანძილზე ექიმები, ინჟინრები, აგრონომები, იურისტები, ეკონომისტები აღუზრდიათ ამ სკოლის პედაგოგებს იროდი ოკუჯავას ხელმძღვანელობით.

„კომუნიზმის მშენებელი“  N119, 1968 წელი.

წლების მანძილზე მის მიერ გაწეული შრომის ფასი არ დაუკარგავთ მისთვის. მთავრობის მიერ იგი დაჯილდოვდა „შრომის წითელი დროშის“, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

„მთელი ჩემი ახალგაზრდული ენერგია მომავალი თაობის აღზრდის საქმეს მოვახმარე. ისევ მოწოდებული ვარ, მათი კეთილდღეობისთვის ვიმუშაო, ავამაღლო საბჭოთა პედაგოგის საპატიო სახელი“ - ამბობს იროდი-მეამაყება, რომ ჩვენი სკოლის აღზრდილები ყველგან წარმატებებს აღწევენ. ამაში ჩვენც ხომ ღირსეული წვლილი მიგვიძღვის.

ოცდაათი წელი დირექტორად იყო, ბევრი სასარგებლო, საკეთილდღეო გააკეთა ახალგაზრდობის სამსახურში და გულიც კი წყდება, რომ ვალმოხდილს, მალე გააცილებს მშობლიური სკოლა.

„კომუნიზმის მშენებელი“  N119, 1968 წელი.

"სახალხო განათლება" 1969 წელი.



 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.