გვერდები

30.09.2020

იზა ბუკია - წარმატებული ხობელი მკვლევარი

იზა ბუკია, ახალგაზრდული ასაკისა მიუხედავად არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. მისი პუბლიკაციები ქვეყნდება საზღვარგარეთის რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეკონომიკური საკითხების მკვლევარი, კლასიკური მუსიკის მოყვარული და ღრმად განათლებული ადამიანი ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

  იზა ბუკია დაიბადა ხობში (სოფ. პირველი მაისი) 1986 წელს.

განათლება:

დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში (ეკონომიკური პოლიტიკა) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2016 - 2019).

მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში (საერთაშორისო ეკონომიკა) - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2009 - 2011).

ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში (მეწარმეობის ეკონომიკა და მართვა) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2004 - 2008).

მასწავლებელი და კონცერტმეისტერი (საფორტეპიანო განყოფილება) - მ. ბალანჩივაძის სახელობის თბილისის მე-3 სამუსიკო სასწავლებელი (2000 – 2004).

სტიპენდიები/დიპლომები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდია - 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსება (დოქტორანტურის საფეხური).

ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის პირველი საერთაშორისო კონკურსი - სერტიფიკატი. 2003.

ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა მეორე ღია კონკურსი (საერთაშორისო) - სიგელი. 2002.

საქართველოს ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსი - დიპლომი. 1999.

საქართველოს სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა პირველი დათვალიერება-კონკურსი - დიპლომი. 1997.

 

გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები:

გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები როგორც საქართველოში, ასევე სინგაპურში, რუმინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში (დუბაი), საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში. ასევე მონაწილეა რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა, რომელიც ეხებოდა გლობალიზაციის გამოწვევებს ეკონომიკასა და ბიზნესში. მისი სამეცნიერო პუბლიკაციებია:

Ø  „Georgia Economic Policy Against the Challenges Caused by the Pandemic”. სინგაპური. N11, 2020 წელი. The International Journal Research Publication's - Research Journal of Economics & Business Studies - საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალი.

Ø  „Expectations and Results of Tax Reforms Implemented in Georgia“. დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები. N9, 2019 წელი. Saudi Journal of Economics and Finance (SJEF)” - საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალი.

Ø  სამეწარმეო საქმიანობის შემაფერხებელი ბარიერების დაძლევისათვის საქართველოში“. თბილისი, N3, 2019 წელი. „ეკონომიკა და ბიზნესი“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი.

Ø  „The influence of tax reforms implemented in Georgia for entrepreneurship development”. რუმინეთი. N2, 2019 წელი. Ecoforum” - საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალი.

Ø  „მცირე ბიზნესის ხელშემწყობი საგადასახადო პოლიტიკა საქართველოში“. თბილისი, N1, 2019 წელი. „ეკონომიკა და ბიზნესი“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი.

Ø  „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  სტრატეგიები, პროექტები და შედეგები საქართველოში“. თბილისი, 2018 წელი. III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

Ø  მოგების გადასახადის ესტონური მოდელი - ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა“. თბილისი, N3, 2018 წელი. „ეკონომისტი“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი.

Ø  „თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის გავლენა იმპორტსა და საბიუჯეტო შემოსულობებზე საქართველოში“. თბილისი, 2017 წელი. II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

2009 წლიდან მუშაობს შემოსავლების სამსახურში (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) სხვადასხვა პოზიციაზე (მთავარი ანალიტიკოსი, ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის განყოფილების უფროსი, ვაკე-საბურთალოს სექტორის უფროსის მ/შ, ოფიცერი). ასევე არის გადასახადების ადმინისტრირების სალექციო კურსის მიწვეული ლექტორი.

პუბლიკაციების ელექტრონული მისამართები:

https://www.theinternationaljournal.org/ojs/index.php?journal=rjebs&page=issue&op=view&path%5B%5D=01%20September%202020

https://scholarsmepub.com/sjef-39/

http://eb.tsu.ge/?cat=arq&leng=ge&arq=2019-10-03

http://www.ecoforumjournal.ro/index.php/eco/issue/view/20

http://eb.tsu.ge/?cat=arq&leng=ge&arq=2019-04-18

http://eprints.tsu.ge/1303/

http://ekonomisti.tsu.ge/?cat=arq&leng=ge&arq=2018-09-30

http://eprints.tsu.ge/1387/

ქალბატონ იზას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 


29.09.2020

ზურაბ კიკნაძე - ხეთის მთავარანგელოზთა ხატის მითის შესახებ

 ცნობილი მეცნიერი ზურაბ კიკნაძე ხეთის მთავარანგელოზის ხატის მაგალითზე განმარტავს მფრინავი ხატების მითს.

ფოტო: ირაკლი შონია

 ბარიდან, დაბლობიდან მაღლა აფრენა ჯვარისა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა ჯვარ-ხატების ისტორიაში. ჯვარს აღარ მოსწონს თავის საარსო ადგილი და მაღლა მიფრინავს. შარდენი თავის «მოგზაურობაში» მოგვითხრობს ხეთის მთავარანგელოზის ხატის ამბავს, რომელიც მას ადგილობრივ მცხოვრებთაგან მოუსმენია: «...ამბობენ, რომ ეს ხატი თავდაპირველად ჭაობის მახლობლად მდგარ ეკლესიაში ესვენაო; აქ უამრავი ბაყაყი ყოფილა, რომელთა ყიყინსაც გაუბრუებია; მოქანცული ხატი მთის წვერზე გაქცეულა...» (89, 154). ეს არის ერთი უძველესი წერილობითი დადასტურება მფრინავი ხატების არსებობისა ქართველთა რელიგიურ წარმოდგენებში. ასევე დაბლიდან მაღლა არის აფრენილი ზემო სვანეთის განთქმული სიწმიდე — ე.წ. შალიანის ხატი (რომელიც წარმოადგენს ჯვარს მაცხოვრის გამოსახულებით); თამარ მეფის ნაჩუქარი ეს ხატი ჯერ სოფელ ადგილას ესვენა, მაგრამ რაღაც მიზეზით ამ ადგილიდან აფრენილა და კალის მთის მწვერვაზე დაფრენილა, სადაც მას ეკლესია აუგეს და შიგ დაასვენეს (97, 149). დაბლიდან მაღლა აფრენილი და მთაზე დაარსებული ჯვარ-ხატების ამბები, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საყმოთა ანდრეზებშია შემონახული. ჯვარი გაურბის ამ წუთისოფლის «ჭაობს», იმ ადგილს, რომელიც უკიდურესად დალახულია ადამიანის უწმინდურობისაგან. ხშირად ადამიანური ყოფა, რომელსაც გაურბის ხატი, მის მიერ მოშენებული, უწმიდური ცხოველებით არის გასიმბოლურებული. მაგ., ხადის მთავარი სალოცავი ხატი — «ბეგოთ საღვთო» ადრე ბეგოთ-კარის ციხეში ყოფილა დაბრძანებული, მაგრამ მამლების ყივილსა და ღორების ჭყვიტინს ისე შეუწუხებია, რომ ერთ მაღალ მთაზე აფრენილა ახალი საარსოს საძებნელად. ამ ახალ, მაღალ საბრძანისში დაარსებულს უნდა მიეღო ახალი სახელი «საღვთო მაღალი», როგორადაც ცნობილია ის ხადის საყმოებში. «საღვთო მაღალის» სახელით ცნობილ სალოცავებს, რომლებიც მთიულეთ-გუდამაყრის მაღალ მწვერვალებზე არიან დაბრძანებულნი, ყველას ამგვარი თავგადასავალი უნდა ჰქონოდათ.

 წყარო: ზურაბ კიკნაძე „ქართული მითოლოგია“, 1995 წელი.


26.09.2020

წარმატებული ხობელი მეცნიერი და პედაგოგი - მიმოზა ტყებუჩავა

განათლების მეცნიერებათა დოქტორი და ქალაქ თბილისის 89-ე საჯარო სკოლის დირექტორი მიმოზა ტყებუჩავა დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. 1993-1997 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე (ბაკალავრიატი - 1997-1999 წლები; 1997-1999 წლები - მაგისტრატურა).

2000-2003 წლებში სწავლობდა აკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასპირანტურაში, ხოლო 2008-2009 წლებში ქ. თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დოქტორანტურაზე (საგანთა სწავლების მეთოდიკა. მათემატიკის სპეციალობით).

მ. ტყებუჩავა არის ალბათობის თეორიასა და მათემატიკაში პირველი ქართულენოვანი სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი. ის არის პირველი დირექტორი საქართველოში, რომელმაც მენტორ-მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.

მ. ტყებუჩავა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას ეწევა როგორც სკოლაში, ასევე ორ უმაღლეს სასწავლებელში. ის უძღვება სკოლის პედაგოგთათვის შექმნილ სპეციალურ საგანმანათლებლო კურსებს.

მ. ტყებუჩავა აქტიურადაა ჩართული USAID-ის საბაზისო განათლების პროექტში, რომელიც საგანამანათლებლო სივრცეში ახალი მოდელის დანერგვას გულისხმობს.

ქალბატონ მიმოზას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

                                         გამოქვეყნებული ნაშრომების სია:

1. ტყებუჩავა მიმოზა - `მოსწავლეთა მომზადების დონის შეფასება ალბათობის თეორიის და მათემატიკური სტატისტიკის სწავლებისას~. – შრომების კრებული ~საზრისი~ N11 (42), თბილისი 2003 წ.

2.  ტყებუჩავა მიმოზა - `მოსწავლეთა მიღწევები ალბათობის თეორიის საწყისების შესწავლისას VIII-IX კლასებში~, - შრომების კრებული `საზრისი~ #13, თბილისი 2004 წ.

3.    შ. ებრალიძე, ქ. მანჯგალაძე, გ. ნოზაძე, მ. ტყებუჩავა, ბ. ხარაძე, გ. ნოზაძის საერთო რედაქციით. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სასკოლო სახელმძღვანელო VII-IX კლასებისთვის. I ნაწილი - `რას გვიმალავენ მონაცემები~. (მოსწავლის წიგნი), თბილისი, გამომცემლობა `დიოგენე~, 2002 წ.

4.     შ. ებრალიძე, ქ. მანჯგალაძე, გ. ნოზაძე, მ. ტყებუჩავა, ბ. ხარაძე, გ. ნოზაძის საერთო რედაქციით. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სასკოლო სახელმძღვანელო VII-IX კლასებისათვის. I ნაწილი - `რას გვიმალავენ მონაცემები~. (მასწავლებლის წიგნი), თბილისი, გამომცემლობა `დიოგენე~, 2002 წ.

5.     ქ. მანჯგლაძე, გ. ნოზაძე, მ. ტყებუჩავა, ბ. ხარაძე, გ. ნოზაძის საერთო რედაქციით. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სასკოლო სახელმძღვანელო VII-IX კლასებისათვის. II ნაწილი - `მოვიდა ლუწი, მოვიდა კენტი~. (მოსწავლის წიგნი) თბილისი, გამომცემლობა `დიოგენე~, 2003 წ.

6.     ქ. მანჯგალაძე, გ. ნოზაძე, მ. ტყებუჩავა, ბ. ხარაძე, გ. ნოზაძის საერთო რედაქციით. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სასკოლო სახელმძღვანელო VII-IX კლასებისათვის. II ნაწილი - „მოვიდა ლუწი, მოვიდა კენტი“. (მასაწავლებლის წიგნი) თბილისი, გამომცემლობა „დიოგენე“, 2003 წ.

7.     ჩაჩანიძე გ.  ტყებუჩავა მ. ალბათობის თეორიის, მათემატიკური სტატისტიკის და

კომბინატორიკის სწავლების ძირითადი ორიენტირი. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,ინტელექტი “, N 2(34). თბილისი, 2009წ.

8.     ტყებუჩავა მიმოზა -,,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სწავლების თანამედროვე მეთოდები“ მონოგრაფია. თელავი, 2009წ.

9.  ტყებუჩავა მ. ,, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განვითარების მოკლე ისტორიული მიმოხილვა. “ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,ინტელექტი“, N1(36). თბილისი, 2010წ.

10.   ტყებუჩავა მ,. -,, ალბათობის თეორიის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიები“. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,ინტელექტი “, N1(42). თბილისი, 2012წ.

11.   ტყებუჩავა მიმოზა-,,ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის ელემენტების ზოგიერთი საკითხის კომპიუტერული სწავლების მეთოდის პრაქტიკული რეალიზება.” მოხსენებათა თეზისები. ( II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.ბათუმი, 21-23 სექტემბერი, 2012წ.) საქართველოს მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების ფონდი ,,ინტელექტი”.

12.   ტყებუჩავა მიმოზა-,,ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის ელემენტების ზოგიერთი საკითხის კომპიუტერული სწავლების მეთოდის პრაქტიკული რეალიზება.” საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,ინტელექტი “, N1(45). თბილისი, 2013წ.

13.   ტყებუჩავა მიმოზა-,,ალბათობისა და სტატისტიკის ელემენტების სწავლების ფსიქოლოგიური საფუძვლები.” მოხსენებათა თეზისები. ( III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ბათუმი, 17-19 ოქტომბერი, 2014წ.) საქართველოს მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების ფონდი ,,ინტელექტი”.

14.   ტყებუჩავა მიმოზა, ადეიშვილი მაია-,,კითხვის მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება სხვადასხვა საგნის სწავლებისას საბაზო საფეხურზე~. (IV საერთაშორისო კონფერენცია ,,კულტურათაშორისი დიალოგები”, შრომები IV. თელავი, 2017წ).  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

15.   ნახუცრიშვილი ნ. ტყებუჩავა მ.-,,როგორ გავზარდოთ განმავითარებელი შეფასების ეფექტიანად გამოყენება სასკოლო გარემოში”. (V საერთაშორისო კონფერენცია ,,კულტურათაშორისი დიალოგები”, შრომები V. თელავი, 2019წ).  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

    16.   ტყებუჩავა მიმოზა - `მოსწავლეთა მომზადების დონის შეფასება ალბათობის თეორიის და მათემატიკური სტატისტიკის სწავლებისას~. – შრომების კრებული ~საზრისი~ #11 (42), თბილისი 2003 წ.

17.   ტყებუჩავა მიმოზა - „მოსწავლეთა მიღწევები ალბათობის თეორიის საწყისების შესწავლისას VIII-IX კლასებში“  - შრომების კრებული „საზრისი“ N13, თბილისი 2004 წ.

 

18.   შ. ებრალიძე, ქ. მანჯგალაძე, გ. ნოზაძე, მ. ტყებუჩავა, ბ. ხარაძე, გ. ნოზაძის საერთო რედაქციით. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სასკოლო სახელმძღვანელო VII-IX კლასებისთვის. I ნაწილი - „რას გვიმალავენ მონაცემები“. (მოსწავლის წიგნი), თბილისი, გამომცემლობა „დიოგენე“, 2002 წ.

19.   შ. ებრალიძე, ქ. მანჯგალაძე, გ. ნოზაძე, მ. ტყებუჩავა, ბ. ხარაძე, გ. ნოზაძის საერთო რედაქციით. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სასკოლო სახელმძღვანელო VII-IX კლასებისათვის. I ნაწილი - „რას გვიმალავენ მონაცემები“. (მასწავლებლის წიგნი), თბილისი, გამომცემლობა `დიოგენე~, 2002 წ.

20.   ქ. მანჯგლაძე, გ. ნოზაძე, მ. ტყებუჩავა, ბ. ხარაძე, გ. ნოზაძის საერთო რედაქციით. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სასკოლო სახელმძღვანელო VII-IX კლასებისათვის. II ნაწილი - „მოვიდა ლუწი, მოვიდა კენტი“. (მოსწავლის წიგნი) თბილისი, გამომცემლობა „დიოგენე“, 2003 წ.

21.   ქ. მანჯგალაძე, გ. ნოზაძე, მ. ტყებუჩავა, ბ. ხარაძე, გ. ნოზაძის საერთო რედაქციით. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სასკოლო სახელმძღვანელო VII-IX კლასებისათვის. II ნაწილი _“მოვიდა ლუწი, მოვიდა კენტი“. (მასაწავლებლის წიგნი) თბილისი, გამომცემლობა „დიოგენე“, 2003 წ.

22.   ჩაჩანიძე გ,. ტყებუჩავა მ. ალბათობის თეორიის, მათემატიკური სტატისტიკის და

კომბინატორიკის სწავლების ძირითადი ორიენტირი. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,ინტელექტი “, N 2(34). თბილისი, 2009წ.

23.   ტყებუჩავა მიმოზა-,,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სწავლების თანამედროვე მეთოდები“. მონოგრაფია. თელავი, 2009წ.

24.   ტყებუჩავა მ. ,, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განვითარების მოკლე ისტორიული მიმოხილვა. “ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,ინტელექტი “, N1(36). თბილისი, 2010წ.

25.   ტყებუჩავა მ. -,, ალბათობის თეორიის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიები. “ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,ინტელექტი “, N1(42). თბილისი, 2012წ.

26.   ტყებუჩავა მიმოზა-,,ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის ელემენტების ზოგიერთი საკითხის კომპიუტერული სწავლების მეთოდის პრაქტიკული რეალიზება.” მოხსენებათა თეზისები. ( II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.ბათუმი, 21-23 სექტემბერი, 2012წ.) საქართველოს მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების ფონდი ,,ინტელექტი”.

 

27.   ტყებუჩავა მიმოზა-,,ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის ელემენტების ზოგიერთი საკითხის კომპიუტერული სწავლების მეთოდის პრაქტიკული რეალიზება.” საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,ინტელექტი “, N1(45). თბილისი, 2013წ.

28.   ტყებუჩავა მიმოზა-,,ალბათობისა და სტატისტიკის ელემენტების სწავლების ფსიქოლოგიური საფუძვლები.” მოხსენებათა თეზისები. ( III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ბათუმი, 17-19 ოქტომბერი, 2014წ.) საქართველოს მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების ფონდი ,,ინტელექტი”.

29.   ტყებუჩავა მიმოზა, ადეიშვილი მაია - ,,კითხვის მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება სხვადასხვა საგნის სწავლებისას საბაზო საფეხურზე~. (IV საერთაშორისო კონფერენცია ,,კულტურათაშორისი დიალოგები”, შრომები IV. თელავი, 2017წ).  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

30.   ნახუცრიშვილი ნ., ტყებუჩავა მ.-,,როგორ გავზარდოთ განმავითარებელი შეფასების ეფექტიანად გამოყენება სასკოლო გარემოში”. (V საერთაშორისო კონფერენცია ,,კულტურათაშორისი დიალოგები”, შრომები V. თელავი, 2019წ).  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

                                                                კონფერენციები:

 2012წ. 21-23 სექტემბერი. II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია        (მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების ფონდი ,,ინტელექტი”. ბათუმი).

2014წ. 17-19 ოქტომბერი. III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების ფონდი ,,ინტელექტი”. ბათუმი).

2017წ. 27-29 ოქტომბერი. IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კულტურათაშორისი დიალოგები”.(ი.გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. (თელავი)

2018 წ. 4-8  დეკემბერი. საერთაშორისო ტრენინგ-კონფერენცია  ,,უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სასწავლებლის მიერ შემუშავებული შემდგომი მუშაობის სტრატეგია”. (ახალი ქართული სასწავლებელი. კვიპროსი. ქ. ლარნაკა)

2019წ. 25-27 ოქტომბერი. V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კულტურათაშორისი დიალოგები”.(ი.გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თელავი)

 http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/184068/1/Saxalxo_Ganatleba_2016_N16.pdf

 


22.09.2020

ლექსი „პაპანწყვირე“ (ლეგენდა)

 

გთავაზობთ ვალერიან ნაჭყებიას ლექსს „პაპანწყვირე“ (ლეგენდა)




ლამაზ ურთას, ცად აზიდულს,

მთა ჯეგეთა მარცხნივ ეკვრის-

სამოთხეო, რომ იტყვიან,

არანაკლებ მასაც ეთქმის.

შორს შავი ზღვა მოჩანს ლურჯად,

სარკესავით მზეში ბრწყინავს...

ნახავთ ფუტკარს ტკბილი წვენის

საშოვნელად, რომ მიფრინავს.

ცაცხვისა და მუხის ჩრდილში

სახით კოხტას, ტანად ჩიას,

ნახავთ უფლის მცირე ტაძარს,

პირმშვენიერ ეკლესიას.

ასეთია მთა ჯეგეთა,

მაგრამ ლურჯი ტბაა გაღმა;

მთავარია ჩვენთვის ის ტბა

და იმ ტბაზე ვყვები ახლა.

მახსოვს, ყოველ შემოდგომას

ავიღებდით ტაძარს ალყით-

ახლომახლო სოფლებიდან

მოდგებოდა ჯარად ხალხი.

საცეკვაო „ჰაარირა“,

ტკბილ ჩონგურის ლართა რხევა...

იყო ლხინი, იყო სუფრა

მთვარიანში ღამისთევა.

უსინათლო მეჩონგურე

ჩამრჩენია ყმაწვილს გულში,

ის ჰყვებოდა ურთას ტბაზე-

ჩამწკრიალებს ის ხმა გულში...

მისგან მახსოვს ეს ლეგენდაც,

თქვენთვის ლექსად გავაბრწყინე,

თქვენთვის ვყვები, როგორ გაჩნდა

ტბა, ცოდვის ტბა - პაპანწყვირე.


სადაც ახლა ურთას ტბაა,

სანამ ეს ტბა გაჩნდებოდა,

გაშლილ იყო თურმე ველი-

ველს თვალი ვერ გასწვდებოდა.

მღვდელს აქ სოფლად უცხოვრია,

მიწა, ყანა და სათიბი

მღვდელს უშრომლად უშოვნია.

ერთხელ ყანის გასათოხნად

მოიწვია თურმე ნადი.

ეხმარება ყმა-გლეხობა,

უთენია ველად გადის.

ზღვად გაშლილა სიმინდები,

თოხის პირი მზეზე ბრწყინავს,

შესევია ყანას ხალხი,

„ოდოია“ ქუხს და გვრგვინავს.

„ოდო, ოდო, ოდოია“...

დაღლილობა მისგან ქრება,

ასკეცდება მკლავში ძალა,

გამარჯვება შრომას რჩება.

ოდოია! ოდოია!

სიმღერებში მხნევ, უბადლოვ!

ვით შეგაქო, რა გიწოდო.

შრომის ჰიმნო. შრომის მადლო!

მაგრამ ვაი, ოდოიავ,

გულს მიდაღავს შენი კვნესა:

სხვისას თოხნი, ჩემო ხალხო,

სხვისთვის ხნავ და სხვისთვის თესავ!


მზე აიწევს მაღლა ცაში,

მოიღლება შრომით ნადი

და ვით სოფლის არის წესი,

მიართმევენ მშრომელს სადილს.

ცივი ღომი, მხალის მწნილი,

ღვინის ნაცვლად წყალი შესვი!

„ფა, ბიჭებო, ჭამეთ კარგად!“ –

ენატკბილობს მღვდელი ხვნეშით.

თვითონ ჭამა მოხრაკული,

მადიანად, ჩვეულ ეშხით,

არც ელარჯი დაუკლია,

დააყოლა ოჯალეში.

ნასადილევს - ისევ ყანა,

თენდება და - ისევ თოხი,

ისევ ისე - მჭლე სადილი,

ზედ - კამკამა წყალი დოქით.

სადღეგრძელოს წყლით იტყვიან,

მათრახს ფრთხილად შეახებენ.

„უხვ მასპინძელს გაუმარჯოს!“-

მღვდელს ხუმრობით შეაქებენ.

ამბობს ბათუ ენამწარე:

„ჩვენს მასპინძელს ვენაცვალე!

დღეს დღეს დაკვლა ვერ მოუსწრია,

ხვალ დაგვიკლავს მსუქან ხარებს“.

„ო-ჰო, ჰო-ჰო! - ყიჟინია, -

კარგი ამბით, გაგვახარე“.

„ჰა-ჰა, ჰა-ჰა! - იცინიან,

ისემც მეხი დავაყარე!“.

მღვდელმა ამას ყური მოჰკრა,

შემოაწვა გულზე დარდი:

არც საკლავი ემეტება,

არც დამშევა უნდა ნადის.

რა ქნას ახლა, რა იღონოს,

ისეთი რა მოიგონოს,

რომ ნადი არ დაამშიოს,

ხალხში თავი მოიწონოს?!


აივანზე იჯდა მღვდელი,

მისცემოდა საგონებელს,

შემოედო შუბლზე ხელი,

საზრუნავით დაღონებულს...

მზე ჩავიდა, ლურჯი ბინდი

მოეფინა მინდორ-ველებს.

საძოვრიდან ჩვენს მამაოს

მისი ჯოგი მოუდენეს.

მღვდელმა იხმო დიაკვანი,

უთხრა: „ჩემი სასიძო ხარ,

შენთვის მინდა, შენც კი იცი

ამ ჯოგიდან ასი ძროხა.

მაშ, ძაღლები დამიკალი,

გამიტყავე, მომიხარშე.

ხვალ სადილად ნადს მიართვი -

რაც გითხარი ჩვენში დარჩეს!“

„ფუი ეშმაკს! ეს რა ბრძანე!“

დიაკვანმა შეიკურთხა,

გააფურთხა, მაგრამ მღვდელმა

ღმერთს ნუ სცოდავ!-

მკაცრად უთხრა.

„ჩვენი ჯოგი თვითონ გვინდა,

დაუფიქრდი, არ ხარ ბავშვი.

საქორწილოდ დაგვჭირდება,

ცოტა ჭკუა გქონდეს თავში!

ღვინობისთვეს გაქორწინებ,

აგისრულებ გულისწადილს,

„ბლაღოჩინი“ გვესტუმრება,

თვისი ლოცვით დაგვდებს პატივს.

ჩემი სიძე შეიქნები,

ტკბილ ცხოვრებას შეუდგები,

მოვხუცდები და ჩემ ნაცვლად

ბოლოს მღვდლადაც ეკურთხები“.

ასე უთხრა ბრიყვ დიაკვანს

და შებრუნდა სახლში მღვდელი.

დაგუნებდა დიაკვანი,

ჩაიქნია ბოლოს ხელი.

დაპირებით გაიხარა,

ცის რისხვაზე აღარ ფიქრობს.

და თქვა: „მოხდეს მოსახდენი,

ცოდვა-ბრალი მღვდელზე იყოს!“.


მოსათხრობად სამძიმოა,

მოკლედ ვყვები,

თუ ვით რა ქნეს;

დაკლეს, აქნეს, ძაღლის ხორცი

ნაშუადღევს ნადს მიართვეს.

მუხის ჩრდილში სადილობენ;

აქეთ გობით, იქით ხონჩით,

მსხვილ ნაჭრებად დაზვინული

ჩამოივლის სუფრას ხორცი.

„შვილნო ჩემნო, არ დამძრახოთ,-

იტყვის მღვდელი ამოოხვრით,-

რომ უხორცოდ გმასპინძლობდით

ეს დღეები შრომით მოღლილთ“.

დამშეული მეთოხრები

ხორცს ხალისით მიეძალნენ,

მღვდელს მადლობა მოახსენეს,

პატივისცემით მიესალმნენ.

უკვირთ ძუნწის გულუხვობა,

თან ნანობენ ლამის გულში,

რომ გაჭორეს და აუგად

მოიხსენეს მღვდელი გუშინ.

სადილობა მიიწურა,

ნადს სათოხნად ელის ყანა,

მაგრამ რაა, ეს რა ხდება,

ნირ შეცვლილი რისთვის ჩანან!

ეს რა არის, ეს რა ხდება?

ხალხი ფეხზე ძლივსღა დგება:

ბათუ კვნესის, მანჩა ოხრავს,

ნოჩო ტანჯვით იკლაკნება.

უჩვეულო სატკივარი

გულ-მუცელში ხანძარს აჩენს:

ზოგი გმინავს, ზოგი კვნესის,

ზოგი სწყევლის

ბედს და გამჩენს.

რისი ყანა! რისი თოხნა!

ისმის კვნესა, ისმის ოხვრა:

განწირულთა ღრეობაა,

მომაკვდავთა დღეობაა...

ბოლოს ყველას სათითაოდ

მუხის ძირში სული ხდება,

მოცელილი ძირს ეცემა,

მოწამლული ტანჯვით კვდება.

უცებ მეხმა იგრიალა,

 ცა ღრუბლებით დაიფარა,

ამდენ ცოდვას ვერ გაუძლო,შეკრთა მზე და გაიპარა,

ცეცხლის გველი გადიკლაკნა

ცად, და მეხმა კვლავ იქუხა.

გაანათა მოფენილი

ყანა მკერდით შავი მუხა.

ცა გამურულ ქვაბად მოჩანს,

ელვა გულში ხინჯლად გვხდება;

შეკრთა მღვდელი,

მიხვდა მღვდელი,

რომ ცის რისხვა თავს ატყდება,

ახლა რა ქნას, რა იღონოს,

თავი როგორ გადირჩინოს,

ცოდვის ადგილს გაეცალოს,

უფლის რისხვა აიცილოს.

მსწრაფლ შეკაზმა მღვდელმა ჯორი,

აიკეცა ანაფორა,

„აჩუ, ჯორო!“ - შეუძახა,

გზაზე მტვერი გაიყოლა,

დიაკვანი დაედევნა:

„მეც შემისვი, მღვდელო ჯორზე!“

„რას მიბედავ, შე ოხერო,

გამეცალე გიჯობს დროზე!“

ეს რა არის, ეს რა ხდება,

წებოსავით ლაფი ჩნდება;

სადაც ჯორი ფლოქვს დაადგამს,

დედამიწა ჩაღრმავდება;

უმალ წყალი ამოხეთქავს,

ნაფლოქვარში წყალი დგება;

ცაც დაუშვებს კოკისპირულს,

ჯორს მუხლამდე წყალი სწვდება

წინ მიიწევს მაინც ურჩად,

აჩქაფუნებს წყალს და უჭირს,

დატბორილა ველი ვრცელი,

ყოველი ცდა არის ფუჭი,

ეს რა არის, ეს რა ხდება:

ტალღა ჰქუხს და ყალყზე დგება;

ჯორს კისერი უჩანს მხოლოდ,

მღვდელს წელამდე წყალი სწვდება,

მღვრიე ტალღამ პირი შეკრა,

მიაქანებს ფსკერზე დამხრჩვალს,

აღარც ჯორი, აღარც მღვდელი,

აღარც ერთი უკვე არ ჩანს.

უცებ ზეცამ გაიდარა,

მზე ლაჟვარდში გამობრწყინდა ...

ურთას ველზე ურთას ტბაა

და ტოროლა გალობს ციდან.

* *

ასეთია ტბის ლეგენდა,

ასე კარგად ბოლოვდება:

ხალხს ის უყვარს, საკადრისი,

რომ მიეზღვის ბოროტებას.

მზე ამოდის დღეს ურთაში

არემარეს გააბრწყინებს;

ჩაჩხრიალებს ნაკადული

ტბას საოცარს -პაპანწყვირეს.

კარგად ვიცნობ ტბას პატარას,

მზეთუნახავს გაცინებულს,

კარგად ვიცნობ ჩემს სამშობლოს

დღევანდელ დღით გაბრწყინებულს

იჩხრიალოს ნაკადულმა

საქართველოს მთად და ბარად

და მშრომელი კაცის გულმა

იძლიეროს აწ და მარად!

წყარო: გაზეთი „ნორჩი ლენინელი“ N32, 1968 წელი.