გვერდები

17.06.2020

ცნობილი მომღერალი აკაკი ხარებავა


ცნობილი ლოტბარი და ფოლკლორისტი აკაკი ხარებავა დაიბადა 1908 წელს ხობში. ოცი წლის ასაკში, სიმღერების ოსტატის რემა შელეგიას გუნდის მომღერალი გახდა; ორი წელი ხობის გუნდში მუშაობამ დიდი გამოცდილება შესძინა, ლოტბარობაც ისწავლა და ინგირის სახერხ ქარხანაში ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი, რომელსაც ორი წელიწადი ხელმძღვანელობდა.

1932 წელს გუნდმა თავი გამოიჩინა ზუგდიდში გამართულ სარაიონთაშორისო ოლიმპიადაზე; 1933-1937წწ. იყო გაგრის რაიონის მომღერალთა გუნდის ლოტბარი; სოხუმში გამართულ მომღერალთა გუნდების დათვალიერებაზე გაგრის რაიონის გუნდი პირველ ადგილზე გავიდა; 1938 წელს გალის რაიონული ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელობა მას დაეკისრა; ადრე ამ გუნდს კიწი გეგეჭკორი უძღვებოდა (გუნდში მღეროდა 115 წლის ლუკა შარია); თბილისში მეექვსე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გალი კარგი მაჩვენებლებით წარსდგა; აკაკი ხარებავა ორჯერ იქნა მივლინებული საკლუბო დაწესებულებათა გუნდების ხელმძღვანელების გადასამზადებელ კურსებზე თბილისში, 1955–1958 წლებში. 

ზუგდიდის  სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს, სოფელ რუხში საკოლმეურნეო გუნდს, პარალელურად რუხის საშუალო სკოლის სიმღერის წრეს ხელმძღვანელობდა; მაყურებლები გულთბილად ხვდებოდნენ რუხის ანსამბლის მიერ შესრულებულ სიმღერებსა და ცეკვებს; ბოლო, მეცხრე ოლიმპიადაზე, კვლავ გაიელვა აკაკი ხარებავას ნიჭმა და მონდომებამ. 
აკაკი ხარებავა, კოტე ჩიკვატია და ლია აბაშიძე - "აშო ჩელა" გადაცემა "მღერის რუსთავი". 1982 წელი.

1954 წლის 16 დეკემბრის ბრძანებულებით მიენიჭა აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
აკაკი ხარებავა გარდაიცვალა 1978 წელს.
წყარო: https://chanting.ge/

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.