გვერდები

25.05.2020

ცნობილი პედაგოგი გრიგოლ კობახიძე


დამსახურებული პედაგოგი გრიგოლ კობახიძე 1910 წელს დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ხეთაში (პირველ მაისში). გარკვეული პერიოდი პედაგოგად მუშაობდა ხეთის სკოლაში.

 ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო მასწავლებლად მუშაობა, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (1933 წელი), 1930–1936 წწ. მუშაობდა ფიზიკის მასწავლებლად თბილისის სხვადასხვა სკოლაში.  1943 წელს დაინიშნა ვაჟთა 24-ე საშუალო სკოლის დირექტორად. 1954 წელს 24-ე სკოლას შეეცვალა სახელი და იწოდებოდა 77-ე საშუალო სკოლად, რომელსაც გრიგოლ კობახიძე ხელმძღვანელობდა 1989 წლის ბოლომდე.
პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად გრიგოლ კობახიძე ეწეოდა მეთოდურ საქმიანობასაც, გამოქვეყნებული აქვს რამოდენიმე ნაშრომი.
სახალხო განათლების დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახალხო მასწავლებლის წოდება. ის იყო ერთადერთი მასწავლებელი საქართველოდან, ვისაც ეს წოდება მიანიჭეს. არის იაკობ გოგებაშვილის სახელობის ორდენის კავალერი და იმავე სახელწოდების პრემიის ლაურეატი.
თბილისის 77-ე სკოლა, რომელსაც გრიგოლ კობახიძე 47 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, იყო ერთ-ერთი მოწინავე სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულება, რომელმაც მრავალჯერ მიიღო გამარჯვების წოდება. წლების განმავლობაში საზოგადოებამ სკოლას შეარქვა სახელი „კობახიძის სკოლა“ და დღესაც ამ სახელით იცნობენ.

2017 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით ნიკიფორე ირიბახის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭა დამსახურებული პედაგოგის, გრიგოლ კობახიძის სახელი.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.