გვერდები

06.04.2020

ჭალადიდი პრესის ფურცლებზე


გთავაზობთ, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდიდის შესახებ 1874 წლიდან, მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე ქართული პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებულ მასალებს (57 სტატია). სტატიების დიდი ნაწილი მეცხრამეტე საუკუნის ამბებს ეხება. სამწუხაროდ, 6 საგაზეთო სტატიის ელექტრონული ვერსია ვერ მოვიპოვეთ.

 ჭალადიდი. 13 ენკენისთვეს სოფელ ჭალადიდში და სხვა ახლომახლო სოფლებში ამ დროებში  ძლიერ გამრავლდა მგლების ხროვა, რომელიც უმოწყალოთ იტაცებდა შინაურ პირუტყვებს და მით აძლევდა დიდ ზიანს აქაურ ხალხს, რომელსაც ვერა ვითარი საშუალება ვერ გამოეგონა ამის წინააღმდეგ. დღითიდღე მგლები მგლები უფრო თამამად ეკიდებოდნენ თავის ხელობას, ასე, რომ კაცის მოურიდებლად, შუადღეზე შამოდიოდნენ სოფლათ და სჭამდნენ პირუტყვებს.
ერთმა აქაურმა თავადმა მანუჩარ ქოჩაქიძემ გამოიგონა ერთი უებარი საშუალება, რომლის შემწეობით ადვილად იხოცება მგელი:
ეს იღებს პატარა ნაჭერ-ნაჭერ ხორცს და განსაკუთრებით იმისგან გამოგონილი წამლით შეზავებულს ხორცის ნაჭრებს სტოვებს აქა-იქ ტყეში, სადაც მგლები ბინადრობენ.
ხშირად უნახავთ ამ ტყეებში ათი-თუთხმეტი მგელი ერთად ფეხ-გაჭიმული.
სასურველია, რომ სხვა სოფლებმაც მიჰბაძონ ჭალადიდელებს ამ მავნებელ მხეცების მოსასპობად.
ანტონ სურგულაძე.
დროება“ N145, 1877.              

ჭალადიდი დიდი სოფელია, მაგრამ უპატრონოთაა მიტოვებული. ცუდ-კაცობა ხშირია ჩვენკენ.
ილარიონ და ლადი ქორქიების მამულს სოფელ ლესიჭინეს მცხოვრები მიხა სიჭინავა ამუშავებდა, მშვიდი და მუყაითი მუშაკაცი. მემამულეებიც უმადლოდნენ მას. ამ სამი კვირის წინათ ეს პატიოსანი მოხუცი ღამით, როცა შინ ბრუნდებოდა, მიპარვით მოკლა ფარნა ჩემიას შვილმა, ეფრემამ. მკვლელი შეიპყრეს.
იმერეთი“ N149, 1913 წელი.

სოფ. ჭალადიდი (სამეგრელო): მაისის შუა რიცხვებში ერთი ფრიად სამწუხარო ამბავი მოხდა სოფელ ჭალადიდში. ერთმა სულით ავადმყოფმა კაცმა, ასე ოცი წლისამ, ცულით მოჰკლა თავისი მამა. საქმე ასე იყო: ამ ყმაწვილის მამას სახლის გარედ გაულესია ცული და ის-ის იყო უნდა წასულიყო ტყეში ფიჩხის მოსატანად. თავის საუბედუროდ, თუთუნი მონდომებია და ყალიონით სახლში შესულა ცეცხლისთვის. ამ დროს გიჟი იქვე მდგარა გარედ მამასთან და მიმავალ მამას უკანიდან მიჰპარვია ცულით და, რაც ძალი და ღონე ჰქონია, თავში დაურტყამს მამისთვის. საწყალი კაცი იქვე დაცემულა და მეორე დღეს დიდის ტანჯვით განუტევებია სული. გიჟი-კი მეორე სახლში შესულა და კარები და ფანჯრები მაგრად დაუკეტია, არავინ შემომეპაროსო. მეზობლები ეხვეწნენ, მაგრამ გიჟმა კარი არავის გაუღო, სანამ ძალად არ შეამტვრიეს. გიჯი გამომძიებელს წარუდგინეს, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ ათქმევინეს. ეს ყმაწვილი, აგერ ორი წელიწადია, რაც სულით ავადმყოფი ყოფილა, მაგრამ კაცს თურმე არაფერს ერჩოდა ამ უკანასკნელ დრომდეო.
ივერია“, N114, 1894.

საშინელ მდგომარეობაში იყო . ჭალადიდი. თითქმის ყოველ წელიწადს არა ერთხელ გარდმოვლიდნენ ხსენებული მდინარენი; მთელ სოფელში არ რჩებოდა ისეთი ადგილი, რომ წყალი არ ყოფილიყო; სახლები, პირუტყვის საწყვდევები, სულ წყლით აივსებოდნენ; საწყალ გლეხებს თავის ცოლ-შვილი მაღლა ცხვენზედ მიჰყავდათ და იქ იფარვიდნენ თავს რამდენიმე დღე და ღამე, სანამ წყალი არ დაიკლებდა. ბატი, ქათამი, ღორი და სხვა, თუ პატრონი ვერ მოასწრებდა რაიმე საშველს, მიჰქონდა წყალს და იხრჩობოდნენ. მცხოვრებლებნი ერთი სახლიდან მეორეში ნავით დადიოდნენ. ერთხელ, მახსოვს, მე თვითონ წავედი ნავით სამზარეულო სახლში, თავისუფლათ შევიყვანე კარებში ნავი და სახლში შევედი. მზარეულს ცეცხლი ენთო მიწა დაყრილ და მაღლა სვეტებზედ გაჩერებულ ჩელტზედ. სადაც დღე და ღამე მოუცილებლათ რჩებოდა თავის მასალებით და ხელ-ჭურჭლით. წყლობის შემდეგ კიდე უარესი სანახავი იყო ჭალადიდი: რიონი და ცივი ხშირად დასტოვებდნენ მოტანილ მძოვრს, ტბებს. ესენი მცხუნვარე მზისგან ჰსცემდნენ საშინელს და საწამლავ სუნს. აქედან წარმოსდგებოდა ცივება, ცხელება და სხვა ათას ნაირი სნეულება, არა თუ კაცის, არამედ პირუტყვისაც.
ამ საშინელის მდგომარეობიდამ გამოსულს სოფელს ისევ მოელის უწინდელი მისი ბედი: რიონმა რამოდენიმე ადგილას მოგლიჯა დამბა და როგორც უწინ ისევ თავისუფლათ აპირებს გადმოსვლას, პირველ მომატებისთანავე...
დროება“ N408, 1874.

ოთხი გომბეშო

ჭალადიდი, ჭალადიდი,
აქ სცოდნიათ ჭამა დიდი.
გოჭს დაგიკვლენ, ხარსაცაო,
შენც გაჭმევენ, სხვასაცაო...
მაგრამ ჭალადიდელებმა არც გოჭი დაკლეს და არც ხარი. დარჩა ოთხი გომბეშო ხახამშრალი. გაბრაზდნენ გომბეშოები, გაიჭრნენ ტყეში და დაიწყეს ყაჩაღობა.
ნაწყვეტი როდიონ ქორქიას ზღაპრიდანოთხი გომბეშო“, „ოქტომბრელი“, N5, 1940 წელი.

სადგური ჭალადიდი. 16 მარტს, დილის ხუთის ნახევარზე, მე-23 ვერსზე გაჩერდა მატარებელი N13, რადგან ლიანდაგზე სამი შპალი აღმოჩნა. უბედურება არ მომხდარა.
ცნობის ფურცელი“, N2777, 1905 .

ამ დღეებში ტელეგრაფმა მეტად სამწუხარო ამბავი მოგვიტანა დასავლეთ საქართველოდან: რიონი არა ჩვეულებრივად ადიდებულა, ნაპირები გადმოუხეთქია და გლეხების ყანები წაულეკია.
სამწუხაროდ ეს უბედურება სწვევია გურიისა და სამეგრელოს სოფლებს, სადაც უიმისოდაც დიდი გაჭირვება ადგია ხალხს. რიონის ტალღებს დაუზარალებია ჭალადიდი.კავკაზ“-ის კორესპონდენტის სიტყვით, სრულიად წალეკილია ორი მესამედი სიმინდის ნათესისა. ზარალი ჯერ არ არის გამოანგარიშებული.
ცნობის ფურცელი“, N2826, 1905 .


მატარებლის განრიგი: სამტრედიიდან ფოთამდე. ჭალადიდი
N15 გადის - 6.55
N17 გადის -2.13
 N17 გადის -9.33
ფოთიდან-სამტრედიამდე. ჭალადიდი
N14 გადის - 12.30
N16 გადის - 6.15
 N19 გადის - 9.35
ცნობის ფურცელი“, N666, 1898 .

სოფ. ჭალადიდი (სამეგრელო): ამას წინათ, სოფელ ჭალადიდში რაღაცა სენი მოედო შინაურ საქონელს. თუმცაღა დიდი ზარალი არ მოჰქონდა, მაგრამ ავათ ბევრი საქონელი იყო, რის გამოც დიდი შიში ჰქონდათ, ვაი თუ პირუტყვებზე ამ სენმა ხელი აგვაღებინოსო. საბედნიეროდ, დღეს ამ სენმა იკლო. მიზეზი უწყლობა ყოფილა, როგორც ამბობენ.
ივერია“, N178, 1894 წელი

კოშკი რიონის შესართავთან
მოიბრუნა კოშკმა თავი,
და ჭალადიდს დააკვირდა;
იქ ბანანის მწიფე ხვავი
მწვანე ტოტებს დაბლა ხრიდა.

ნაწყვეტი ვასო გორგაძის ლექსიდანკოშკი რიონის შესართავთან“. „ლიტერატურული საქართველო“, N22, 1937 .

. ჭალადიდი (სენაკის მაზრა). 24 გიორგობისთვეს, ჭალდიდის პოსტის უფროსი მარკოზი კილასონია ორი საერობო დარაჯების თანხლებით სადარაჯოდ იყო წასული. დილის 4 საათი იქნებოდა, უცაბედად წააწყდა ორ გამოქცეულ ჯარის კაცს და ორივე დააკავა. ჩააბარა ყურის საგდებად ორს დარაჯს. თვითონ კი მარტოდმარტო გასწია ადგილობრივ მცხოვრების მზარელუას სახლისკენ. კარი რომ დაარახუნა, რაღაც ფაცა-ფუცი შეიქმნა. ცოტა ხანს შემდეგ უცბად გაიღო სახლის კარი. კარის გამღებ დიასახლისის უკან ამოფარებოდა კაცი და თოფს უმიზნებდა კილასონიას. ეს კაცი სახელგანთქმული ყაჩაღთა ბელადი ილარიონ გარუჩავა აღმოჩნდა. კილასონიამ თოფის გასროლა არ დააცალა, ელვის სისწრაფით სწვდა ყელში მოპირდაპირეს. ხელდახელ ბრძოლის შემდეგ კილასონიამ სძლია და შეკრული გარუჩავა წარადგინა სადაც ჯერ არს.
გარუჩავას აღმოაჩნდა ვინტოვკა კავალერისტისა და სამას პატრონამდე.

საქართველო“, N269, 1916 .


ჭალადიდი. მკვლელობა. 23 აპრილს აქ მოხდა ერთი შემაძრწუნებელი ამბავი. ჭალადიდში რკინიგზის ლიანდაგზე მუშაობს მრავალი ხალხი კუბისკისთან, რომელსაც აღებული აქვს იჯარით რკინისგზის ლიანდაგის ერთ საჟენამდე აწევა. ორ მუშას ჩხუბი მოუვიდა და ერთმანეთზე საცემად მიიწიეს, მაგრამ იქ მყოფებმა გააშველს მაჩხუბრები. რამდენიმე საათის შემდეგ მიეპარა აფხაზი ძაძამია ჭალადიდში მცხოვრებ ფარღალავას, დაარტყა თავში ნიჩაბი და გაიქცა; მას გამოუდგა ფარღალავა, მაგრამ სირბილი ვეღარ შეძლო და წაიქცა. ფარღალავა მეორე დღესვე გარდაიცვალა. საბრალოს თავი ისე გაჰხეთქვოდა, რომ ტვინი ამოსდიოდა, მაგრამ კარგი მომვლელი რომ ყოლოდა, შესაძლებელია კიდეც მორჩენილიყო.
ცნობის ფურცელი“ N526, 1989 .

ჭალადიდი
კაცი ქალი და მცენარე
ყვითელ ღერებიანი,
ჭალადიდი, ჭალადიდი
ციებცხელებიანი.
ლპება მიწის ზედაპირი
წვიმაა თუ დღე მზიანი,
ჭალადიდი, ჭალადიდი
ჭალა ლაქაშ ტყიანი,
კვდები, ვეღარ გეღირსება
შენ ცხოვრება გვიანი...
ჭალადიდი, ჭალადიდი
ჭალა ჭაობიანი
ნაწყვეტი ფრიდონ ნაროუშვილის ლექსიდანჭალადიდი“, „მნათობი“, N10, 1930 .


სოფელი ჭალადიდი (სამეგრელო). ეს ერთი წელიწადია ჭალადიდში ღორის ჭირი გაჩნდა და სულ წყვეტს ღორებს. ჯერჯერობით 10 ათას მანეთის ზარალი მაინც მოუვიდა ამ სოფელს ღორების გაწყვეტით. ჩვენ გაკვირვებული ვართ, რომ არავინ, ვისიც ჯერ არს ამ გარემოებას ყურადღებას არ აქცევს. საჭიროა ბეითალი გამოჰგზავნონ და შეიტყონ სოფლის გაჭირვება.
აქეთ ძალიან გახშირებულია ცხენის და კამეჩის ქურდობა. ქურდები მოდიან სოფელ ხორგადან, აქ მეორე წყებაა ადგილობრივ ქურდებისა იპარავენ საქონელს და მოსულ ამხანაგებს აძლევენ გასასაღებლად. იქ კი თავიანთი დალალები ჰყავთ და ახლა ესენი დატრიალდებიან, რომკომერციულანგარიშში არ შეცდნენ: გადმოდიან იმ სოფელში, საიდანაც მოპარულია საქონელი, და პატრონს ეუვნებიან, თუ ამდენსა და ამდენს მომცემ, გიპოვნი როგორმე შენს საქონელსაო. საცოდავი პატრონიც ევაჭრება, ნაკლებს აძლევს, ბოლოს მოურიგდება და ამგვარად თავის საკუთრება საქონელს ხელმეორედ ყიდულობს, ზოგჯერ მეორედ კი არა მესამედაც უნდა იყიდოს თავისი საქონელი. აი, ამ დღეებში, გიორგი სვანს მოჰპარეს ერთი უღელი კამეჩი, 20 თუმნად ღურებული. ერთი კვირა გადამალული ჰყავდათ ხორგაში, მერე მოვიდაშუამავალიდა 20 მანეთი მოსთხოვა პატრონს. როცა მიიღო 20 მანეთი, წაიყვანა ტყეში და უჩვენა, თანაც დასძინა: ქურდებს დავაგდებინეო. ასეთი თავაშვებულობაა აქეთკენ, მაგრამ გამკითხავი არავინ არის.
ცნობის ფურცელი“ N2614, 1904 .


სოფ. ჭალადიდი (სამეგრელო): დიდის წვიმების გამო ბრწყინვალე დღესასწაულებში მდინარე რიონი მოდიდდა და მოეფინა მთელს საზოგადოებას. რა ნაირად და როგორ გაიარა აღდგომის დღესასწაულმა, აქაურმა მცხოვრებლებმა არ იციან, მიუხედავად ამისა, კალმით აუწერელია ის შეწყხება და ზარალი, რომელიც მისცა გაშმაგებულმა რიონმა მცხოვრებლებს. თუმცა ადამიანი არ უმსხვერპლია წყალსა, მაგრამ სხვანაირი ზარალი კი დიდია. რადგანაც წყალი თან-და-თან მატულობდა, ხალხი დიდი თუ პატარა სახლების სახურავს და მაღალ ხეებს შეეფარნენ და ყვიროდნენგვიშველეთ, ქრისტიანებო, გვიშველეთო“. მაგრამ ვინ იყო მშველელი? ეს ამბავი ადგილობრივ მაზრის უფროსს - . . ქავთარაძეს და ბოქაულს -.- ივ. ახვლედიანს აცნობეს. იგინი მიუხედავად ცუდი ამინდისა და დღესასწაულისა მიეშველნენ ხალხს შემწეობის მისაცემად.
ბევრი ადამიანი ხიდამ და სახლის სახურავებიდან ჩამოიყვანეს და გადაარჩინეს სიკვდილს. ხალხი დაამშვიდეს და რამდენიმე კაცი მისცეს სოფელს ნავით, თუ საჭიროება მოითხოვდა, დროზედ მიშველებოდნენ... ერთის სიტყვით, შესაბრალისია სოფ. ჭალადიდი და ისულა, სადაც წარსულსა და მდგომარე წელს 3-4 ჯერ გადავიდა მდინარე ტეხური და რიონი. ეხლა აქეთ ჭირნახულის თესვაა, მაგრამ როგორ დათესონ, როცა სახნავ-სათესი ადგილები აზღვავებულია?
ივერია“ N75 1896 .

. ჭალადიდი. ქალის მოტაცება. თვრამეტ ამ თვეს სოფელ ჭალადიდში, ათი საათი იქნებოდა ღამისა, რომ ამავე სოფელში მცხოვრებელი გლეხი ზალიკია ჭოჭუას სახლს ეწვივნენ რვა-ცხრა შეიარაღებული ყმაწვილები, საიდამაც წააცუხცუხეს ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის ზალიკიას ქალი, რომელსაც პირობა, თურმე, ჰქონია მიცემული ცოლად გაჰყოლოდა აზნაურს დიმიტრი გეგელიას (ზუგდიდის მაზრიდან), ახალგაზრდები პატარაობიდანვე, თურმე, დაახლოვებით იცნობდნენ ერთმანეთს; დიმიტრი გეგელია თვით ზალიკა ჭოჭუას სახლში არის პატარაობიდანვე გაზრდილი და ერთად ვაჭრობდნენ სოფელ ჭალადიდში. მამა ქალისა ამ ღამეს ფოთში იყო, თურმე, მეორე დღეს, როცა გაიგო ქალის მამამ მსწრაფლ დაედევნა, მხოლოდ მეოთხე დღეს... (გაზეთის ენ ნაწილი დაზიანებულია ..) აზნაური. ქალმა მამის სურვილი აასრულა და თავის სატრფოსთან მიცემული სიტყვა კი ქარს მისცა. დღეს 27 დეკემბერს ახალსენაკში იუვნენ გამომძიებელთან დაბარებულნი მამა, ქალი და ვინც იმ ღამეს იყვნენ იმ ქალთან: ერთი მეზობელი ბებერი დედაკაცი, და ერთიც ყმაწვილი ბიჭი გვარად იგივე ჭოჭუა. გამოირკვა, რომ ნებით იყო ქალის მოტაცება. ამისთვის გამომძიებელის რჩევითაც და სხვებისაც შეარიგეს ქალის მამა და გეგელია იმ პირობით, რომ ქალის თხოვნა არ გაბედოს. დიმიტრი გეგელიაც გულ-გრილად დაეთანხმა იმ ერთი ანდაზის ძალით: ვისაც მე არ ვუნდივარ წყალსაც წაუღიაო!
ცნობის ფურცელი“ N715, 1898 .

ჭალადიდი (სენაკის მაზრა). თუ იკითხავთ ყბად-აღებულ, წყალ-წაღებულ ჭალადიდის გარემოებას, უნდა მოგახსენოთ, რომ მისი ეხლანდელი მდგომარეობა შესაბრალისია წარსულთან შედარებით. როგორც მოგეხსენებათ, ჭალადიდი რიონის ორივე ნაპირს გადაჭიმულა და ეს ნავთა მატარებელი მდინარე-კი უწინ დიდად სასარგებლო უოფილა, მასზე იარებოდნენ ხომალდები ორპირამდე, რის გამო რიონს ის ჰქონდა ჭალადიდელებისთვის, რაც რუსეთს მდ. ვოლგას ადგილობრივ მკვიდრთათვის. რიონი იყო მათი მარჩენელი დედა, როგორც რუსებისთვის. გაიხსნა რკინიგზა და დაეცა ვაჭრობა და მიმოსვლა რიონით და მასთან ერთად დაეცა ჭალადიდის ერიც. ამით მიჰყვეს ხელი მიწის დამუშავებას, მაგრამ აქაური მიწა მცირე მოსავალს იძლეოდა, და ეს მოსავალი არ აკმაყოფილებდა მათს მოთხოვნილებებს,. შემდეგ მიჰყვეს ხელი სატყეო საქმეს, მაგრამ ამასაც ფული, მუყაითობა და საქმის ცოდნა სჭირდებოდა. ფული მოიტანეს უცხოელებმა და მკვიდრთა თვალ-წინ მამა-პაპისაგან დანაზოგი ხე-ტყე შეუბრალებლად აჰკაფეს. დარჩა ჭალადიდი უტყეოდ. ტყის აკაფვის შემდეგ ჭალადიდელებს წასაქცევად რიომაც წაჰკრა კვანტი: იწყო ხშირ-ხშირად გადმოსვლა ნაპირებისგან და გაოხრება სარჩო-საბადოებისა, ზოგს სიმინდი წაართვა, ზოგს ზვარი, ზოგს სახლ-კარი და თვით გზებიც-კი შთანთქა თავის გაუმაძღარ ჯურღმულში. დარჩნენ ჭალადიდელები უგზო, თითქმის სრულიად წყალ-წაღებულნი. ზოგან დაიწყეს გზების შესწორება, მაგრამ, აბა, გაღატაკებულ მცხოვრებლებს სად შეეძლოთ გზების ხელახლად შეეკეთებინათ და ხელ ახლა გაეწიათ ბრძოლა გოლიათი რიონისთვის. გზების უქონლობას თან მოჰყვა ის გარემოება, რაც ყველასთვის ცხადია, ყოვლად შეუძლებელი შეიქნა ექიმის და მღვდლის მოწვევა.
ჭალადიდელები სტუმართ მოყვარენი არიან, ქეიფი და ლხინი ძლიერ უყვართ, რის გამო უფრო ღატაკდებიან. მათზე უნებურად გაგონდებათ შემდეგი ლექსი:
დედილო, ჩვენი წისქვილი
გაჩერდა, აღარ დაფქვაო,
და თუ რამ ოდნავ ჟონავდა,
ისიც სტუმარმა შთანთქაო“.
ამ რიგად, ეხლა საბრალო ჭალადიდი ყველასთვის დაბალ ღობედ გამხდარა და ყველანი თავში უფაჩუნებენ მას, - უვიცი მოიჯარადეები თუ აღვირაშვებულნი მოხელენი. არ შემიძლია არ აღვნიშნო აქაური მოიჯარადეების თავგასულობა. შუა ჭალადიდში არსებობს რკინის გზის სადგური, რომლისკენ მირონინებს მხოლოდ ერთი გზა. ეს გზა ყოველ დღე გაჭედილია ურმებით და მოსიარულე ხალხით. რიონის ნაპირზე სადგურისკენ, გადასახვევ გზის ახლოს, მშვენიერი გზა-დამბაა გაკეთებული, მაგრამ, საუბედუროდ, ამ გზით არ შეიძლება ხალხმა ისარგებლოს, რადგან მუდამ გაკავებულია მოიჯარადეების რამოდენიმე ასი საჟენი შეშით. ნუ-თუ არავინ არის, რომ ამას ყურადღება მიაქციოს?! მაგრამ, აკი მოგახსენეთ, ჭალადიდი წყალ-წაღებულია მეთქი. ჭალადიდის მიდამოს, სოფლად თუ ქალაქებში, შინ თუ გარედ, ყოველგან ჭალადიდის გაჭირვებული მდგომარეობა გესმით და უთუოდ დაეკითხებით თქვენს თავს, რად დაცემულა და დაბეჩავებულა ეს ხალხი, ნუ-თუ პატრონი არა ჰყავს რომ იზრუნოს მასზედ?.. დიდის მეცადინეობის შემდეგ გაიგებთ, რომ ჭალადიდს ჰპატრონობენ და განაგებენ: ერთი მამასახლისი, ხუთი მღვდელი და ოთხი დარაჯ-სტრაჟნიკებს რომ ეძახიან. ეხლა განვმარტოთ და თვალსაჩინო გავხადოთ მათი მოქმედება.
მამასახლისი?! ჰო, „მამა“-„სახლისი“, ღმერთმა იმისთანა მამობა ნუ მოაკლოს მის მტერს, რაც ის მამობას უწევს საზოგადოებას! წელიწადზე მეტია, რაც აქ, ზოგიერთ ვაჯბატონების რჩევით, მამასახლისად ამოირჩიეს . გვიჩია; ამორჩევის დღიდან მისთვის ცა ქუდია, მიწა ქალამანი, ხან ალთას არის, ხან ბალთას. რაიმე ზრუნვა , რაიმე მეცადინეობა საზოგადოების სასარგებლოდ  ღმერთმა აშოროს მას! მისის გაუფრთხილებლობისა გამო სასამართლოს შენობა გადაგვიბუგეს, სადაც სხვათა შორის, მოთავსებული იყო სასკოლო მოწყობილებანი მომავალი სამინისტრო სკოლისათვის და, ვგონებ, ამ მოწყობილებასთან ერთად გაჰქრა ამ სკოლის ხსენებაც; ეხლა ხალხს ახალ სასამართლოს აშენება აწევს ტვირთად და ამ სკოლისათვის სადა სცალიან! ესეც არ გვაკმარა - მამასახლისმა, მამასახლისობის  ბეჭედი და ჯაჭვიც დაგვიკარგა, (როგორც თვითონ ხსნის, ესენი წაართვეს ყაჩაღებმა). ამ ბოლოს დროს ჭალადიდი ლამის ყაჩაღთა სადგურად გახდეს; არა ზოგავენ, რასაც მოახელებენ: არც ცხენს, არც ხარს, არც სხვა შინაურ ცხოველებს, მიხტომ-მოხტომა, მტაცებლობა, ძარცვა-გლეჯვა, გადაწვა, გადაბუგვაც ხშირია და ჩვენი მამასახლისი-კი ამ დროს თავისთვის მხიარულებასა და განცხრომაშია...
ივერია“ N217, 1902 .

ჭალადიდი. ამას წინათ იყო მოხსენებულიცნობის ფურცელში“, რომ ჩვენსკენ ღორის ჭირია გავრცელებული. მთელი ჭალადიდის მცხოვრებთ სრულიად აღარა ჰყავთ ღორები. მოგეხსენებათ, შობა-ახალწელიწადი კარზე გვადგია, ამ დღესასწაულებში ერთხელვე წესად გვაქვს დადებული ღორის დაკვლა, მაგრამ წელს რას დავკლავთ, როცა ჭირმა სრულიად გააჩანაგა. ან სად უნდა წავიდეთ საყიდლად, როცა ჩენს სოფელს გარდა სხვა სოფლებსაც მოდებული თურმე აქვს ეს სენი. გვეგონა ყურადღებას მოგვაქცევდა ვისიც ჯერი იყო, სხვა რომ არა იყოს რა, საშიშია ჭირიან ღორის ხორცი არავის ეჭამა და ერთი უბედურება არ მოსვლოდა, მაგრამ ყურადღების მომქცევი არავინ გამოგვიჩნდა. ჩვენ სხვის იმედი გვაქვს, სხვას-კი ჩვენი ჯავრი არა აქვს და ყოველი ჩვენი საქმე უკან და უკან მიდის.
ამ სიცივე-სიღარიბემაც ვერ დააშლევინა ზოგიერთებს გულის აყოლა. ერთს ყმაწვილს - თვალში მოუვიდა ერთი ახალგაზრდა ქალი, ბევრს დავიდარაბს თავი დაანება, დავლო ქალს ხელი და გაუყენა გზას. ორ თვეს ჰყავდა სახლში, ელოდა ქალის მშობლების ნებართვას, მაგრამ არა თუ ნება არ დართეს, მიუცვივდნენ, წაართვეს თავისი შვილი და სხვაზე დასწერეს ჯვარი. ამითგაბრაზებული - ორის კვირის შემდეგ მიუხტა ახლად ჯვარ-დაწერილ ცოლ ქმარს, და, როგორც ქორმა წიწილი, ისე წაიყვანა თავისი სატრფო. დარჩა ნეფე უდედოფლოდ...
ჩვენსკენ ამ ბოლო დრომდე მშვენიერი ამინდი იყო, ნამდვილ გაზაფხულის დღეებსა ჰგავდა, მაგრამ რვა ამ თვეს წამოუშინა მეტად დიდმა წვიმამ, ამას მოჰყვა თოვლი, ქარ-ბუქი და სიცივე. ეხლა მთელი ჭალადიდი თოვლითაა დაფარული, მაგრამ მძიმე ზამთარი ჩვენებურს კაცს ვერ შეაშინებს, რადგან ამ მხარეს, როგორც ზღვის ახლო მდებარე ადგილს, ძალიან ჩქარა იცის გამოდარება და თბილი ამინდი. ზოგიერთებისათვის ასეთი თოვლიანი ამინდი მეტად სასურველი და სანატრელია, რადგან მხოლოდ ასეთს ამინდში შეიძლება ნადირობა. მკითხველს ვგონებთ, უნდა მოეხსენებოდეს, რომ ჭალადიდში უანგარიშიოა ღორი, ტურა, მგელი, მელია, შველი, ხოხობი, ძღარბი, იხვი, ბატი, ინდოური, გედი და ვინ იცის კიდევ რამდენ ნაირი ფრინველი და ნადირი. ამას გარდა სხვაფრივაც კარგია თოვლი, რადგან სახადი, რომელიც ყოველთვის თავს აჩენს ხოლმე ზამთრის არეულ-დარეულ ამინდებში, ისე აღარ გავრცელდება.
ცნობის ფურცელი“ N2704, 1904 .

სოფ. ჭალადიდი: 9 აპრილს სოფ. ჭალადიდში ერთი საყურადღებო ამბავი მოხდა. აი თვით ეს ამბავიც: აქ გამართულია დუქანი, სადაც მოსული მყიდველები ორმოც კაცამდე სადღესასწაულოდ ჰყიდულობდნენ სხვადასხვა სურსათ-სანოვაგეს. ასე, საღამოს რვა საათი იქნებოდა, როდესაც ამათ თავს დაესხათ 5 კაცი თავიდგან ფეხამდი იარაღში გამოწყობილნი და ხელ-თოფიანები. შესვლისთანავე ამ ორმოცის კაცისთვის ეთქვათ: „გაჩერდით, არსად დაიძრათ, ან იარაღი არ იხმაროთ და წინააღმდეგობა არ გაგვიწიოთ, თორემ ეს-ეს არის, ბრწყინვალე დღესასწაულის მიგებება-კი არა, წითელი პარასკევი იქნება თქვენთვისო. ამ მოულოდნელი ამბის მნახველთ თავს ზარი დაეცათ. ყველანი შიშით აცახცახებულან. წარმოიდგინეთ, ამ ორმოც კაცში ნახევარს მაინც ჰქონია იარაღი და ვერც ერთს კრინტიც ვერ დაუძრავს. რა-კი ყაჩაღებს დაუნახავთ, რომ იმათ ყველა ემორჩილება და არც ერთი არ არის წინააღმდეგი, უფრო და უფრო გათამამებულან და ყველანი დუქანში დაუმწყვდევიათ. შემდეგ მედუქნისათვის ფულის თხოვნა დაეწყოთ. მედუქნეს ეთქვა: „ფული მე არ მაქვს და სხვა რაც გინდათ, ის მიირთვითო“, ერთს ყაჩაღთაგანს ამოეღო ხანჯალი და მხარში დაუჭრია. საწყალს მედუქნეს ამოუღია დახლიდგან 110 მანეთი ფული და მიუცია, ყაჩაღებიც ამასაც არ დასჯერებულიყვნენ და დაეწყოთ ფულის თხოვნა. მედუქნეს დახლი უჩვენებია ცარიელი. შემდეგ ამისა, ორმოცი კაცი გაუჩხრეკიათ, მაგრამ არც ერთს არ აღმოსჩენია მანეთზედ მეტი, რადგანაც მედუქნესთვინ მიეცათ საქონელში. ზოგიერთებისათვის იარაღი წაურთმევიათ. ბოლოს უთქვამთ: „ნაშუაღამევდის ფეხი არ მოიცვალოთ აქედგან, თორემ სულს გაგაფრთხობინებთო“.
ივერია“ N227, 1897 .

. ჭალადიდი. ყაჩაღების ნელნელა შეპყრობა. დიდს შიშში და განსაცდელში არიან ჭალადიდის მცხოვრებნი და აგრეთვე რკინის გზის სადგურიც, რომელიც შიგ შუა ტყეში არის ჩადგმული (ტყე ეკუთვნის ბატონიშვილს . მინგრელსკის). ამ საშინელს თვალგადაუწვდენელს ტყეში, როგორც ამბობენ, ბინადრობენ ყაჩაღად გავარდნილი და თავზე-ხელაღებულნი, რომელთაც ყაჩაღი შელია უფროსობს და ბელადობს. ხუთი ჯანდარმი და ხუთი ყაზახი არის მთავრობისგან გამოგზავნილი რკინის გზის სადგურის სადარაჯოდ, აგრეთვე სოფლიდამ კიდევ ოცამდე შეიარაღებული კაცი გუბერნატორის განკარგულებით. ამ თვის ათში, ღამის 12 საათზედ სამი შეიარაღებული კაცი შემოვიდა სადგურში დაურიდებლივ და კითხულობდნენ, ვინ რამდენს იღებს ჯამაგირს, ან რა დროს იღებენო. ამ კითხვის დროს ხალხის მატარებლის სტვენა გაიგონეს თუ არა, არხეინად აუჩქარებლივ გამოვიდნენ, მორიგმა აგენტმა ჰკითხა ბილეთი ხომ არ გინდათო, თუ ბილეთი გინდათ, ჩვენ თვითონ მოგყიდითო. მეორეს დღეს მაზრის უფროსი . ქავთარაძე ამოვიდა ყაზახებით სადგურის მახლობლად და მედუქნე დიმ. ქაჯაია დაატყვევა, რომელიც თურმე, ყოველს დღეს საზრდოს თავის დუქნიდამ აძლევდა ყაჩაღებს. (დუქანი იქვე არის სადგურთან) ძალდატანებით და გამოკითხვით ყველაფერი ათქმევინეს . ქაჯაიას: თუ ვისი ხელით, ან რა საშუალებით მოჰქონდათ საჭმელ-სასმელი იმის დუქნიდამ. მედუქნემ დაასახელა 12 კაცი. კიდევ მაზრის უფროსის განკარგულებით ამოვიდა . ჩიქოვანი (ბოქაულის თანამდებობას ასრულებს), დაიჭირა გიორგი ჟვანია, რომელსაც მიჰქონდა ყაჩაღებთან საჭმელ-სასმელი. სხვათა შორის ბოქაულმა ერთი ბაგი ლოლუა შეუპყრო 13 ამ თვეს. ლოლუამ ღამის პირველს საათზედ თავის ამხანაგით გაქცევა მოინდომა, თურმე, მაგრამ ვეღარ მოახერხა.  როგორც აღმოჩნდა, იმათი წინამძღოლი ეს ლოლუა ყოფილა. მესამე დღეს კიდევ ამოვიდა ჩიქოვანი და იმავე დუქნიდამ წაუღო ხმალი, რომელიც ძალიან შესანიშნავი ხმალია, თურმე. მაღლა ჭერში ჰქონდა შენახული. ეს ოთხი კაცი ჯერ-ჯერობით ახალ სენაკში არის დაჭერილი. ამას წინათ, როგორც მკითხველთ ეხსომებათ, აქვე ჭალადიდში რომ დაეცნენ ღამის 8 საათზე ბახვა დადიანს ყაჩაღები, მაშინ იმ დუქანში დამსწრეთა შორის ეს ლოლუა ყოფილა და ბინა იქვე იმ დუქანში ჰქონდა. თითონ ამ ლოლუას ჭალდიდშის ტყეში მუშები ჰყავდა და ხეებს აჭრევინებდა. ვინ მოიჯარადრენი არიან ამ ჭალადიდში, ყველას, დღე თუ ღამე, ყარაულები თან დასდევენ გუბერბატორის განკარგულებით. დღე არ გავიდოდა, წერილი არ მიეღოთ ამ მოიჯარადრებს ყაჩაღებისგან, ამდენს და ამდენს ფულს თუ არ გამოგვიგზავნი - მოგკლავთო.
ცნობის ფურცელი“ N204, 1897 .
 
ამიერკავკასიის დასახლებულ ადგილთა სიები 1873 წლის მონაცემებით:   
     საღვამიჩაო-(სენაკის მაზრა)-სამთავრო სოფელი, მდებარეობს მდ. რიონის მარჯვენა ნაპირზე, არის ერთი ეკლესია, ცხოვრობს 52 კომლი მეგრელი, კაცი-94, ქალი-70, მართლმადიდებელნი, არის ერთი ეკლესია.
     საჭოჭუო-(სენაკის მაზრა)-სამთავრო სოფელი, მდებარეობს მდ. რიონის ორივე ნაპირზე, არის ერთი ეკლესია, სულ-79 კომლი, მეგრელი, კაცი-183, ქალი-135, მართლმადიდებელნი.
      საქორქიო-(სენაკის მაზრა) სამთავრო სოფელი, მდებარეობს მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე, არის ერთი ეკლესია, სულ-64 კომლი, მეგრელი, კაცი-150, ქალი-110, მართლმადიდებელნი.
     
         ჭალადიდი                                                               
  ჭალადიდიდან გვწერენ, რომ იქაური სოფლის საზოგადოებას ქუთაისის სასოფლო შკოლების ინსპექტორის უფ. ტროიესათვის გამოუცხადებია, რომ ჩვენი საზოგადოება იმდენად ღარიბი არისო, რომ შკოლის შენახვა არ შეგვიძლიან, ამიტომ უნდა დავხუროთო. ხსენებულ ინსპექტორს ამ საგნის თაობაზე ადგილობრივ უეზდის უფროსთან მოულაპარაკნია და გადაუწყვეტიათ, რომ არამც და არამც ჭალადიდის საზოგადოებას შკოლის დახურვის ნება არ მიეცეს. საზოგადოება ხარჯის მოსპობას აპირებდა თურმე, მაგრამ ამ დროს სოფლის კანცელარიის მწერალს გამოუცხადებია, რომ ოღონდ შკოლას ნუ დახურავთ და მე ჩემის მხრით პირობას გაძლევთ, რომ ყოველ წელიწადს ხუთ თუმანს შემოგწირავთ ამ საქმისთვისაო. საზოგადოება დათანხმებულა.
       ,,დროება’’, 1877 . 23 იანვარი, N 9


 იქიდამვე (ახალ სენაკიდან. ავტორები) გვატყობინებენ, რომ სოფელ ჭალადიდის საზოგადოებამ ამ რამდენიმე თვის წინათ თავის სასოფლო შკოლის დახურვა განიზრახა, რადგან შეძლება არ გვაქვსო, მაგრამ აქაურმა სოფლის სასამართლოს მწერალმა უფ. მაქსიმე ღვამიჩავამ საზოგადოება ჩააგონა და მათი შკოლის სასარგებლოდ ყოველ წლობით რამოდენიმე ფული შესწირა. ამის გამო დღეს საზოგადოებას შკოლის დახურვას ჰაზრი არა აქვთ. ხსენებული მწერალი საზოგადოებამ აღმოარჩია შკოლის მზრუნველად (პოპეჩიტელად), შეადგინეს განაჩენი, ხელი მოაწერა ყრილობამ და ეს საქმე მოხსენდა ქუთაისის გუბერნიის სასოფლო შკოლების ინსპექტორს უფ. ტროიესა, მაგრამ ჯერ არავითარი განკარგულება არ მოუხდენია ამ მზრუნველს დამტკიცებისათვის და ამბობენ, რომ ამის მიზეზით შკოლის საქმე ისევ ცუდად არისო...
,,დროება’’, 1877 . 20 ივლისი, N 100
 
ჭალადიდი
        სამეგრელოდან გვწერენ, რომ ბევრს აქაურ სოფლებში სკოლები არსებობდა წერა-კითხვის სასწავლებლად და ახლა დაიხურაო. მაგ. სოფელ ჭალადიდში სკოლა ამ ხუთი წლის წინ დაიხურაო, მაგრამ წარმოიდგინეთ, ხალხის სიყვარული სწავლისადმი ისე ძრიელია, რომ ნასკოლევ სახლში დღემდის გზავნიან მშობლები ბავშვებს, სადაც ისინი თავიანთი მოხერხებით ერთმანეთის დახმარებით განაგრძობენ სწავლას უმასწავლებლოდ და უხელმძღვანელოდ.
,,დროება’’, 1884 . 3 აგვისტო, N168

  ჭალადიდი შესდგება 380 კომლისგან, ამათში 40 კომლამდე თავად-აზნაურები არიან და დანარჩენი გლეხები. თავად-აზნაურებს და გლეხებს შორის არსებობს თანხმობა და სიყვარული. ხშირად იმ საზოგადოებაში, სადაც თავად-აზნაურები და გლეხები ცხოვრობენ, დიდი უთანხმოება, შური და დავა არის მათ შორის, მაგრამ აქ ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა. მთელს ამ საზოგადოებაში, რომელიც 6 სოფლისგან შესდგება კაი მოსავალი იცის. მოსავალს გარდა აქ მშვენიერი ტყეებია, რომლებიდგან მრავალი სხვადასხვა საშენებელი ხის მასალა გააქვთ. სხვა საზოგადოებიდამ აქ ბევრი გლეხები ესახლებიან, რადგან ამ საზოგადოებაში სახნავ-სათესი მინდვრები ბლომად არიან.
თუმც საზოგადოება 380 კომლისგან შესდგება და მასთან შეძლებული გლეხებიც ბევრია აქ, მაგრამ აქ ერთი სასოფლო სკოლაც არ არსებობს. მართალია 1876 და 1877 წლებში იყო აქ ერთი სასოფლო სკოლა, რომელიც სახალხო სკოლების დირექტორის ტროეს განკარგულებით დაარსდა, მაგრამ სკოლამ ვერ იხეირა.
რადგან ამ საზოგადოებაში არც სასოფლო და არც სამრევლო სკოლა არ იყო, ამიტომ 1884 წელში, ივნისის თვეში სენაკის საბლაღოჩინოს ბლაღოჩინმა დეკანოზმა . სისორდიამ მოახდინა ყრილობა საქორქიოში ჭალადიდის ეკლესიაზე და შეკრებილ საზოგადოებას განუმარტა სწავლა-განათლების მნიშვნელობა და სთხოვა საზოგადოებას შემწეობა სამრევლო სკოლის დაარსების საქმეში. საზოგადოებამ დიდის სიხარულით მოისმინა . ბლაღოჩინის სიტყვები და აღუთქვა მას შემწეობა, თუ მასწავლებლად ხეირიანი კაცი იქნებოდა მიწვეული. თუმცა სკოლის საქმეს მაშინვე შეუდგნენ, მაგრამ ადგილობითი ეკლესიის უწინდელი მღვდლის დაუდევრობისაგან სკოლას აქამომდე ვერ ვეღირსეთ.
 ამა წლის 14 მაისს ბლაღ. დეკანოზმა სისორდიამ მოახსენა ყოვლად სამღვდელო გაბრიელს, რომ მის მეუფებას, ძალისა გამო სამრევლო სკოლების წესდებისა, ნება მიეცა ჭალადიდში სამრევლო სკოლების დაარსებისა და მასთან ბლაღოჩინმა სთხოვა ყოვლად სამღვდელოს, რომ ამ სამრევლო სასწავლებელში  მასწავლებლად გადმოეყვანა მედავითნე რომანოზ ჩოჩია, რომელსაც ოთხკლასიანი სასულიერო სასწავლებლის კურსი შეუსრულებია და ეს ათი წელიწადია, რაც ის სასოფლო სკოლებში მასწავლებლად იმყოფება. ყოვლად სამღვდელომ ბლაღოჩინს ნებართვა მისცა სკოლის დაარსებაზედ და მასთან მასწავლებლად გაამწესა ზემოთ მოხსენებული პირი, რომელიც აკურთხა მთავარ-დიაკვნად და მასთან ვალად დაუდგინა მას, რომ საქორქიო ჭალადიდის წმ. გიორგის ეკლესიაზე სკოლა დაეარსებია. მთავარ-დიაკონმა 9 ენკენისთვიდამ გახსნა სკოლა და დღეს ამ სკოლაში რამოდენიმე ყმაწვილი სწავლობს.
,,მწყემსი’’, 1885 . 16 ნოემბერი, N21

გზა და გზა და გაკვრით
(წერილი სამეგრელოდან)
სოფელი საღვამიჩაო

ჭალადიდის საზოგადოებაში არის სოფელი საღვამიჩეო, სადაც ორმოცდაათამდე მცხოვრებია. ამათ შორის არიან აზნაურნიც: ბერძენი და ღომიჩავა. ხსენებულნი აზნაურნი გვარიანი შეძლებულნი არიან, თუმცა ქუთაისი, ფოთი, ოზურგეთი და ზუგდიდი ახლოს უძევს იმათს სოფელ საღვამიჩეოს, არავითარი ქართული ჟურნალი და გაზეთი არც ერთს მათგანს არ მოსდის. წერა-კითხვა ქართულად ამ აზნაურიშვილებში, როგორც მითხრეს ყველამ ჩინებულად და კარგად იცის, ამათ გარდა წერა-კითხვა ქართულად თითქმის ნახევარს ნაწილს გლეხობისას კარგად სცოდნია. ამ მხრით, აქაურის მხრის სოფლის გლეხობა წინ წასულა ქართლის სოფლების გლეხობაზედ, რომელიც მუდამ დღე შრომობს, მუშაობს და თავისუფალს დროს, სწავლისა და საწერ-კალამის ხელში აღების მაგივრად, ლოთობს, უთადარიგოდ ჰფანტავს შეძენილს ცხოვრებას და სწავლისათვის კი არა ზრუნავს.
      სოფ. საღვამიჩეოს გლეხობა, ქალი და კაცი, რიგიანად და წესიერად არის ჩაცმული, თუმცა შეძლებით ისინი ქართლის გლეხობაზე ღარიბები არიან, იმათ სოფელში, საღვამიჩეოს, ძალიან კარგი ნოყიერი მიწა ყოფილა, მაგრამ სიმინდისა და ღომის მეტი, ისიც ცოტა, იმათ არაფერი მოჰყავთ. აქაურმა გლეხობამ, დარწმუნებით შემიძლიან ვსთქვა, იმდენი რომ იშრომოს და იჯაფოს, რამდენსაც მუშაობენ ქართლის გლეხები, მაშინ ესენი იმათზედ ხუთის წილით შეძლებულები იქმნებოდნენ ყოველის მხრით, მაგრამ უბედურება ეს არის, რომ დიდი მუშაობა და შრომა არ უყვართ და მომეტებულს ნაწილს დროისას აქეთ თუ იქეთ სიარულში ჰკარგავენ. ხსენებულ სოფელში შტატის ეკლესიაა აშენებული, სადაც მღვდლად იმყოფება მოძღვარი ისიდორე ბაბილუა, პატივცემულს მღვდელს ბაბილუას ერთ-კლასიანი სამრევლო სკოლა აუშენებია ეკლესიის ახლო თავის საკუთარს ადგილზედ თავისის ხარჯით, თუმცა ჯერ-ჯერაობით სკოლა შიგნით არ არის გამართული და მოწყობილი, ყმაწვილები ოცამდე მაინც დადიან და სწავლობენ ქართულსა და რუსულს წერა-კითხვას. აქ ყველა ყმაწვილებს აქვთ, როგორც გავიგე, დედა-ენა, შედგენილი იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის მიერ, როგორც მოძღვარმა, ისიდორე ბაბილუამ მითხრა, ბავშვები ქართულად წერა-კითხვას საკმარისად კარგად სწავლობენო, სწავლაში ამ სოფლის ბავშვებს ბაბილუა არაფერს ართმევს და მასწავლებლად ჰყავს თავისავე შვილი ილია, რომელიც დიაკვნად ითვლება მამის მრევლში. იმ ყმაწვილებისგან კი, რომლებიც სხვადასხვა საზოგადოებიდგან არიან, იღებს სწავლის ფასს თვეში ათ შაურს. ხსენებულს მღვდელს ბაბილუას ხაზინიდგან წელიწადში ეძლევა თორმეტი თუმანი ჯამაგირი, შვილს მღვდლისას კი სამი თუმანი. დრამას შვილი და მამა მრევლიდამ იღებენ წელიწადში ათ თუმნამდის, სხვადასხვა შემოსავალიც ექნებათ ხუთ თუმნამდის, ასე რომ მთელი შემოსავალი ოჯახისა წელიწადში ოცდაათ თუმანზე მეტი არაფრით ექნება. ქართლის მდიდარს მღვდლებს ორიოდე სამდურავი უნდა გავუბედო ამის გამო. თუ სოფელ საღვამიჩეოს მღვდელი, როგორც ზემოთ ვსთქვით, მცირე შემოსავლით თავის ცოლ-შვილს ინახავს, კიდევ ერთკლასიან სამრევლო სკოლას ჰმართავს და ამნაირად თავისი წილი სარგებლობა მოაქვს, ქართლის მღვდლებს, რომლებსაც სამოცი, ოთხმოცი, ასი თუმანი აქვთ წელიწადში შემოსავალი, რა ემართებათ, რომ არა ჰმართავენ ნელ-ნელა სამრევლო სკოლებს, რომ მცირე ნაწილი თავ-თავისის სწავლისა გლეხების შვილებსაც მიაწოდონ და ამითი მაინც ცოტა გზა და კვალი გაუნათლონ სიბნელეში ჩაცვინულ თავიანთ სულიერ ძმათა და შვილთა?!
   ,,ივერია’’, 1889 . 25 ივნისი, N132

       
მამაო რედაქტორო! უმორჩილესად გთხოვთ ნება გვიბოძოთ, რომ თქვენი პატივცემულის  გაზეთის ,,მწყემსის’’ საშუალებით გულითადი მადლობა გამოუცხადოთ როგორც მე, ისე ჩემმა მრევლმა აბაშის ფოსტის განყოფილების უფროს ტიტულიარნი სოვეტნიკს აქვსენტი მღვდლის ისიდორეს ძე ბაბილუას, რომელმაც კეთილ ისურვა და შემოსწირა ჩემდამი რწმუნებული ჭალადიდის საღვამიჩაოს შტატის წმიდის გიორგის ეკლესიას შემდეგი ნივთები: მღვდლის ორი სრული შესამოსელი აბრეშუმის, და ძვირფასი ფაეჩისა, ღირებული 150 ., დიაკვნისა, ღირ. 15., ერთი ტრაპეზზე დასაფენი აბრეშუმისა ძვირფასი ხელოვნებით გაწყობილი და მოქარგული, ღირ. 12 ., ორი წყვილი დაფარნა კარგის გვარისა მოქარგული და გაწყობილი, ღირ. 10 ., ტრაპეზზე დასასვენი სახარება აბრეშუმის ხავერდით და ახალი ხელობით მოჭედილი ვარაყიანი, ღირ. 20 ., ორი აბრეშუმის სამკვეთლოზე დასაფენი, ღირ. 8 . და საკონდაკე ანალოღიაზე გრძლათ დასაფენი, ღირ. 5 . ყველა შეწირული ნივთები ღირს 220 მანეთი.
მღ. ილია ბაბილუა
,,მწყემსი’’, 1896 . 15 ნოემბერი, N 21

 ზუგდიდის მაზრიდან
 საეკლესიო-სამრევლო სკოლები ნივთიერად ჯერ იმავე მდგომარეობაში არიან, როგორშიაც წარსულ წლებში იყვნენ. სამღვდელოება, რომელზედაც რომელზედაც ამ სკოლების ბედ-იღბალი არის დამყარებული, შესაფერად მოქმედებს. ხშირად თავის ხარჯით ხსნიან სკოლებს, სადაც თვითონ ინიშნებიან მმართველებად და საღმრთო რჯულის მასწავლებლად. სამღვდელოება, რომ ნივთიერად უზრუნველი იყოს, ამ კეთილ საქმისათვის ის არ დაიშურავს თავის საშუალებას. აი მაგალითიც: სოფელ მესამე ხორგის (ზუგდიდის მაზრაშია) მთავარ-ანგელოზის ეკლესიის მღვდელმა . ნიკოლოზ დათუაშვილმა, (რომელსაც 1897 წელში დაენიშნა ხაზინიდან დამატებით ჯამაგირი), თავის სამრევლოში თავის საკუთარ სახლში 1894 წელში შინაურად გახსნა წერა-კითხვის სკოლა, წარსულ სექტემბერს გადაკეთდა ერთკლასიანად, რომელსაც შესწირა ორ-თვალი სახლი, შესაფერად გაწყობილი და ორი ქცევა მიწა, მდებარე ირგვლივ სკოლისა, ღირებული 600 მან. სახსოვრად მისის იმპერატორებითის უმაღლესობის  დიდის მთავრინა ტატიანა ნიკოლოზის ასულის დაბადებისა. ამ შეწირულების შესახებ, საჭირო საბუთი ადგილობრივი ბლაღოჩინის . ქვარცხავასაგან რაპორტით იქმნა შემოტანილი სამოსწავლებლო რჩევის ზუგდიდის მაზრის განყოფილებაში წარსადგენად სადაც ჯერ არს. ზემო აღნიშნული შეწირულება დღეს სამოსწავლებლო რჩევის განკარგულებაში არის, . დათუაშვილი პირველად მღვდლად მსახურებდა . ჭალადიდში (სენაკის მაზრაშია), სადაც მან გააკეთა ნავები მუქთად სახმარებელნი, გზები, ხიდებიც და სკოლაც ჰქონდა გამართული. სჩანს, რომ . დათუაშვილი კეთილ საქმისათვის არ ზოგავს არც შრომას და არც საკუთარს საშუალებას. . დათუაშვილი თვითონ მესამე ხორგის სამრევლო სკოლის მმართველად და საღმრთო სჯულის მასწავლებლად არის დანიშნული. სწორედ პატივისა და ყურადღების ღირსია . დათუაშვილი ამ კეთილი საქმისათვის. ღმერთმან ინებოს ამ კეთილ საქმეში ხსენებულ მოძღვარს მიმბაძველნი აღმოჩენოდნენ.
,,მწყემსი’’, 1898 . 30 იანვარი, N2


სოფელი ჭალადიდი
 ქალის მოტაცება. თვრამეტ ამ თვეს სოფ. ჭალადიდში, ათი საათი იქნებოდა ღამისა, რომ ამავე სოფელში მცხოვრები გლეხ ზალიკა ჭოჭუას სახლს ეწვიენ რვა-ცხრა შეიარაღებული ყმაწვილები, საიდანაც წააცუხცუხეს ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის ზალიკას ქალი, რომელსაც თურმე პირობა ჰქონია მიცემული ცოლად გაჰყოლოდა აზნაურს დიმიტრი გეგელიას (ზუგდიდის მაზრიდან), ახალგაზრდები თურმე პატარაობიდანვე, დაახლოვებით იცნობდნენ ერთმანეთს; დიმიტრი გეგელია თვით ზალიკა ჭოჭუას სახლში არის თურმე პატარაობიდანვე გაზრდილი და ერთად ვაჭრობდნენ სოფ. ჭალადიდში, მამა ქალისა იმ ღამეს ფოთში იყო, თურმე მეორე დღეს, როცა გაიგო ქალის მამამ მსწრაფლ დაედევნა, მხოლოდ მეოთხე დღეს მიაგნო სოფელ ცაისში-აზნაურ რატიანის სახლში, სადაც ბოქაულმა კოსტავამ ქალი ჩააბარა მამას. ქალმა უარი თქვა ჩემის ნებით არ გავყოლილვარო და არც გავყვებიო ცოლად არას დროსო; ნახა თუ არა მამამ ქალი, პირველი სიტყვა ეს იყო თურმე: ,,ან ჩემს შვილობაზე სთქვი უარი ან მაგის ცოლობაზედო’’. ქალმა მამის სურვილი აასრულა და თავის სატრფოსთან მიცემული სიტყვა ქარს მისცა. დღეს 27 დეკემბერს ახალ სენაკში იყვნენ გამომძიებელთან დაბარებულნი მამა, ქალი და ვინც იმ ღამეს იყვნენ იმ ქალთან: ერთი მეზობელი ბებერი დედაკაცი და ერთიც ყმაწვილი ბიჭი გვარად იგივე ჭოჭუა. გამოირკვა, რომ ნებით იყო ქალის მოტაცება, ამისთვის გამომძიებლის რჩევითაც და სხვებისაც შეარიგეს ქალის მამა და გეგელია იმ პირობით, რომ ქალის თხოვნა არ გაბედოს. დიმიტრი გეგელიაც გულგრილად დაეთანხმა იმ ერთის ანდაზის ძალით: ვისაც მე არ ვუნდივარ წყალსაც წაუღიაო!
,,ცნობის ფურცელი’’, 1898 . 30 დეკემბერი, N 715
                  
ქვალონის, თეკლათის და ჭალადიდის სოფლის საზოგადოებებმა საჩივარი აღძრეს ამიერკავკასიის რკინიგზის გამგეობის წინააღმდეგ. განგეობამ ფოთის შტოზე მდინარე ჯიონახინჯზე ააგო ხიდი, რადგან კალაპოტი შევიწროვდა, წყალი გუბდება, მინდორში გადადის და ნათესს ჰკლავს. ქუთაისის საგუბერნიო ადმინისტრაციამ საჩივარი რკინიგზის გამგეობას გამოუგზავნა. გაგზავნილმა ინჟინრებმა დაათვალიერეს ხიდი და საჭიროდ სცნეს კალაპოტის გაფართოება. ამისთვის გადაიდო 70000 მანეთი.
,,ცნობის ფურცელი’’, 1903 . 11 ოქტომბერი, N 2289

სოფელი ჭალადიდი
      სოფელ საღვამიჩაოში წმ. გიორგის ეკლესიაა. ის ადგილი სადაც ეკლესია დგას მშვენიერი ამაღლებული ადგილია, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ეკლესიაზე მისასვლელი გზა ისეა გაფუჭებული, კაცს არ შეუძლია მისვლა. მთელი გასაკეთებელი გზა 20-30 საჟენი თუ იქნება, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. აზნაურიც და გლეხიც ბატონობას ჩემულობს და გზის გამკეთებელი არავინ არის. ამასწინათ ერთ აქაურ ვაჭარს ქორწილი ჰქონდა, მაგრამ ამ ტალახმა ყველაფერი დაამწარა მექორწილეთ. მეფე, დედოფალი, დადე-მაყრები და სტუმარი-მასპინძელი მუხლამდე ზელავდნენ ტალახს და წუმპეს. საჭიროა, რომ ამას ყურადღება მიაქციოს, ვისიც ჯერ არს.
  აზნაურ - ტყეში უეცრად მომკვდარა ისიდორე ბერაია. საქმე ასე ყოფილა: ეს ტყე იჯარით აღებული ჰქონია . -ას -სგან. მოიჯარადრე იმდენს ვერ სარგებლობდა თურმე, რამდენსაც არამოიჯარადრე, სხვისი ქონების ხელის წაპოტინებას დაჩვეული ვაჟბატონები ამ ტყეს არ ზოგავდნენ თურმე, მალულად სჭრიდნენ და გამოჰქონდათ რასაც კი მოახელებდნენ. ერთი ამგვარი შემთხვევათაგანი ყოფილა 18 სექტემბერს. ზემოთ აღნიშნულ ბერაიას ხე მოუჭრია, ეს მოჭრილი ხე დასცემია, მოუტნევია ქვეშ და იქვე მოუკლავს ბერაია. ამხანაგებს გამოუტანიათ მიცვალებული და უპატრონებიათ. კიდევ კარგი, რომ მარტო არ იყო, თორემ ვერას გაიგებდნენ იმისას.
,,ცნობის ფურცელი’’, 1904 . 6 ოქტომბერი, N 2631


   ჭალადიდი. პატარა ფოთი
ქურდობამ და ავკაცობამ თანდათან იმატა. ნოემბრის გასულს პატარა ფოთის მცხოვრებს იულონ ქვარცხიას და ფილუ ჯაკობიას მოპარეს ცხენები. ეს ორი ცხენი 16 თუმნად ღირდა, ამიტომ პატრონები შეუდგნენ ძებნას, მაგრამ შორს ძებნაც არ დასჭირდათ, რადგან გამოჩნდნენ ,,კეთილი ადამიანები’’, რომლებმაც ,,აღმოაჩინეს’’ ნაქურდალი, ჯერ არ დაუბრუნებიათ პატრონებისთვის, ვაჭრობენ ,,საპოვნელ’’ ფულზე და ვნახოთ როგორ გარიგდებიან.
     სოფელ საჭოჭუოს კიკოია ხოხობიას მოჰპარეს ცხენი, ექვს თუმნად ღირებული, ამის ,,მპოვნელიც’’ აღმოჩნდა, მაგრამ ვიდრე სამი თუმანი არ მისცა პატრონმა ,,სამნახველო’’, ცხენი არ დაანება. ამავე სოფლის მცხოვრებთ არჩილ ჭოჭუას და ჭოჭუას ქვრივს მოჰპარეს კამეჩები, ბევრი ეძებეს, მაგრამ კარგად იცოდნენ იმათი სიღარიბის ამბავი, რომ ,,საპოვნელას’’ ვერ გამოიღებდნენ და ამიტომაც არც ,,მპოვნელი’’ აღმოუჩნდა იმათ საქონელს. მღვდელს რომანოზ ღვამიჩავასაც მოჰპარეს ერთი უღელი კამეჩი, ესეც უკვალოდ დაიკარგა, რადგან მღვდელი არაფერს გაიმეტებს ,,საპოვნელადო’’, ალბათ იფიქრეს ,,კეთილმა კაცებმა’’. სოფელ საღვამიჩაოს მცხოვრებს თომა ღვამიჩავას მოჰპარეს 15 თუმნად ღირებული ორი ცხენი. საწყალმა გამოსახსნელი ფული ვერ იშოვა და დარჩა უცხენოდ. ასეთი ამბები ხშირია ჩვენში.
      ჭალადიდის სიგრძე 70 ვერსი და სიგანე 15 ვერსი იქნება. ამ სოფელს შუაში ჩაუდის მდინარე რიონი, რომლითაც მთელი ეს მიდამო სარგებლობს: იჭერენ ზუთხებს, მოაქვთ სხვადასხვა საქონელი ამ მდინარით და სხვ. ამ წლამდე ამ ვრცელი სოფლის მცხოვრებნი ჭირსა და ლხინში განუყრელი ვიყავით, მივდიოდით ერთმანეთთან, ერთიმეორის ავსა და კარგს ვინაწილებდით, მაგრამ წელს ესეც მოგვესპო, რადგან წვრილი ქურდობა ამ სტუმრობა-მისვლა-მოსვლის დროს უფრო გავრცელებულია. ამ შემთხვევაში უფრო შევიწროებულ მდგომარეობაშია მდინარე რიონის სამხრეთი ნაწილი. ქურდები აღარ ზოგავენ არც სტუმარს და არც მასპინძელს, აღარც შიში აქვთ რისამე.
         ,,ცნობის ფურცელი’’, 1904 . 15 დეკემბერი, N 2699
                                       
პატარა ორთქლმავალმა (,,კატერი’’), რომელიც რიონზე ჭალადიდიდამ დადიოდა, ახლა ორპირამდე დაიწყო მოსვლა, მგზავრები ბლომად დაყობა, ფასებიც შეღავათიანია.
       ,,ხომლი’’, 1908 . 29 ივლისი, N14

ქუთაისის გუბერნია
მისამართ-კალენდარი
     . ჭალადიდი ( სენაკის მაზრა) მასწავლებელი . ლომთაძე. რკინიგზის სადგურის უფროსი . . ცქიტიშვილი.
     ,,კავკაზსკი კალენდარი’’, (რუსულ ენაზე), 1910 .

                             
ჭალადიდი
  გადავიხადეთ პანაშვიდი (აკაკის გარდაცვალების გამო-შემდგენლები)  მოსწავლეთა, მასწავლებელთა და საზოგადოების თანდასწრებით. უერთებთ ჩვენს მწუხარებას საქართველოს გლოვას.
 მღ. ალექსი გაბისონია, მასწ. სტ. კოტია, იოს. ბერძენიშვილი, პლატ. კუპფალა, კლემენ. წულავა, მიშა ადამია, ერმოლ მელიქია, ესტ. გვამიჩავა,  გალაქტიონ ბაბილუა, ან. გვამიჩავა.
 ,,სახალხო ფურცელი’’, 1915 . 11 თებერვალი, N 207

 რამდენიმე წლის წინათ, სანამდის დამბას გააკეთებდნენ რიონის და ცივის პირა, საშინელ მდგომარეობაში იყო . ჭალადიდი. თითქმის ყოველ წელიწადს არა ერთხელ გარდმოიელიდნენ ხსენებული მდინარენი; მთელ სოფელში არ დარჩებოდა ისეთი ადგილი, რომ წყალი არ ყოფილიყო; სახლები, პირუტყვის საწყვდევები სულ წყალით აივსებოდნენ; საწყალ გლეხებს თავის ცოლ-შვილი მაღლა ცხვენზედ მიჰყავდათ და იქ იფარვიდენ თავს რამდენიმე დღე და ღამე, სანამ წყალი არ დაიკლებდა.  ბატი, ქათამი, ღორი და სხვა, თუ პატრონი ვერ მოასწრებდა რაიმე საშველს, მიჰქონდა წყალს და იხრჩობოდენ. მცხოვრებლები ერთ სახლიდამ მეორეში ნავით დადიოდენ. ერთხელ, მახსოვს,მე თვითონ წავედი ნავით სამზარეულო სახლში, თავისუფლათ შევიყვანე კარებში ნავი და სახლში შევედი.  მზარეულს ცეცხლი ენთო მიწა დაყრლ და მაღლა სვეტებად გაჩერებულ ჩელტზედ, სადაც დრე და ღამე მოუცილებლათ რჩებოდა თავის მასალებით და ხელ-ჭურჭლით. წყლობის შემდეგ კიდევ უარესი სანახავი იყო ჭალადიდი: რიონი და ცივი ხშირათ დასტოვებდენ მოტანილ მძოვრს, ტბებს. ესენი მცხუნვარე მზისგან ჰსცემდნენ საშინელს და საწამლავ სუნს. აქედამ წარმოსდგებოდა ცივება, ცხელება და სხვა ათას ნაირი სნეულება, არა თუ კაცის, არამედ პირუტყვისაც.
  ამ საშინელის მდგომარეობიდამ გამოსრულს სოფელს ისევ მოელის უწინდელი მისი ბედი: რიონმა რამოდენიმე ადგილას მოგლიჯა დამბა და როგორც უწინ ისევ თავისუფლათ აპირებს გადმოვლას, პირველ მომატებისთანავე....
დროება“ N408, 1874 .

ფოთი. . ჭალადიდში (საქორქიო). 2 მარტს, ღამით, ვიღაც ბოროტ-მომქმედები თავს დასხმიან მედუქნე არჩილ წულაიას, ხანჯლით თავი მოუჭრიათ და მუცელი გაუჭრიათ. ეს საზიზღარი მკვლელობა ხალხმა 3 მარტს დილით გაიგო. დილითვე ჩამოვიდა სენაკიდან ამ საქმის გამო ბოქაული. მან შეკრიბა ხალხი და დილიდან-საღამომდის დატყვევებული ყავდა. ის სთხოვდა ხალხს ბოროტმომქმედთა გაცემას. ამ საქმის გამო ეჭვით დააპატიმრეს ოთხი კაცი. როგორც ამბობენ ეს მხეცური მკვლელობა კერძო ნიადაგზე მომხდარა. ნოროტ მომქმედთ მოკლულ წულაიას დუქნიდან არა წაუღიათ-რა.
მესამე დღეა, რაც სახადმა ხელახლა იჩინა თავი.
ამ დღეებში აქ ჩამოვიდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სესია და გაარჩია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე.
კვირას 7 მარტს ქალაქის გამგეობის დარბაზში მოხდა კრება . . . საზოგადოების ადგილობრივ წევრთა. კრებას მოხსენდა გამგეობის დაუმტკიცებლობის (ადგილობრივის) მიზეზი. წესდების თანახმათ დამფუძნებელმა წევრებმა, რომლებიდანაც კრებაზე 30 კაცი გამოცხადდა, აირჩიეს  ადგილობრივი გამგეობა სამი პირისაგან.  არჩევნები მოხდა ფარული კენჭის ყრით.  თავმჯდომარედ ერთხმათ არჩეულ იქნა -ნი . . მეუნარგია, წევრებათ -ნი . გაგუა და . კოხრეიძე. ხსენებულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ ძველმა წევრებმა 30 კაცმა. კრებამ დაადგინა ეს არჩევნები გაეგზავნის მთავარ გამგეობას დასამტკიცებლათ, რის შემდეგ ადგილობრივ განყოფილება გახსნილათ ჩაითვლება და საზოგადო კრება შეუდგება წევრების მიღებას და სხვა მოქმოდებას.
ჩამოვიდა ქუთაისის ქართული დრამატიული დასი. ამ დღეებში ითამაშებენ პირველათ ახალ პიესასსამეგრელოს მთავარი ლევან“.
ახალი სხივი“ N32, 1910 .

ჭალადიდი (სენაკის მაზრა). ეს სოფელი სენაკის მაზრის ყველა თემებზე დიდია და მდიდარიც ყოველ მხრივ. შეშით უწინ ის ინახავდა ჩვენი რესპუბლიკის მთავარ ქალაქებს და დიდძალი სიმინდიც გაქონდათ აქედან ფოთის გზით საზღვარ-გარეთ. საზამთრო საბალახოები ხომ აუარებაა ტყის გულში და სხვადასხვა კუთხის მეჯოგენი იქ ინახავენ თავს.  ასე ყოველ მხრივ სიმდიდრით დაჯილდოვებულ თემს წელს სიმშილით უბედურება ატყდება თავს. გასულ წელს სამეგრელოს არც ერთ სოფელს საყოფი მოსავალი არ მიუღია. ჭალადიდის მცხოვრებთ კი ერთი ტარო სიმინდიც აღარ მოუწევიათ. და არამც თუ სიმინდი, გადიდებულმა რიონმა მრავალი მკვიდრი მოსახლენიც ადგილებიდან აჰყარა და, თუ რაიმე გააჩნდათ, მოსტაცა და ზღვას შეუერთა.
ყველა ამის გამო, თუ რა უბედურება დაატყდა წელს ჭალადიდელებს, ამის აღწერა ძნელია. შიმშილი აქ მცხოვრებთ მუსრს ავლებს, და რამდენიმე ვაგონი სიმინდი რომ მთავრობას არ მოეწოდებინა, დღემდის სიმშილით სიკვდილს და თვითმკვლელობებს ექნებოდა ადგილი.
წელს ჭალადიდის მთელი მიდამო ერთიანად დახნულ დათესილია, ჯერ-ჯერობით მოსავალს კარგი პირი უჩანს და ამ რიგად, ჰავამ თუ ხელი შეუწყო, მოსალოდნელია იმდენი მოსავლის დაგროვება, რომ ადგილობრივებს სამ წელსაც ეყოს, მაგრამ არც იმის გარანტია აქვს ვინემს, რომ მძაფრი რიონი თავის ჩვეულებას არ გაიხსენებს და არ წალეკავს ყველაფერს.
სენაკის სამაზრო ერობამ ერთი საშვილიშვილო ნაბიჯი უკვე გადასდგა. მან შემოავლო დამბა რიონს ცხენიწყლის შესართავიდან დაწყებული სუჯუნის ბოლო საზღვრის დამთავრებამდის. ჯერი ეხლა მიმდგარია ჭალადიდზე. ჭალადიდის მცხოვრებთ სჭირიათ ინიციატივა-წინამძღოლობა. დანარჩენი ყოველივე ხარჯებს და შრომას თვითონვე გაიღებენ. თუ ერობამ ეს საქმე დაჩქარებით ვერ მოაგვარა, ჩვენი მხარე მუდამ საფრთხეში იქნება ჩავარდნილი.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ სენაკის სამაზრო ერობის გამგეობა დაწყებულ საქმეს დააგვირგვინებს და ერთხელ და სამუდამოდ ალაგმავს რიონს ჭალადიდის მიდამოებშიც.
ერთობა“ N159, 1920 .

ჭალადიდი (სამეგრელო). უცნაურად გადაკარგული. აგერ კვირა ნახევარი არის, რაც აქაური ერთი აზნაურიშვილი გადიკარგა, არავინ იცის, ცოცხალი არის თუ მკვდარი. ცოტა ჭკუაზე აირია, გამოვარდა კარში და გადიკარგა. საბრალოს დარჩა ხუთი შვილი და ყმაწვილი ცოლი, ერთი წლის შერთული მეორედ. ამგვარი ავადმყოფობა ეს მეორეთ დამართნია თურმე. პირველათაც ტყეში გაიქცა ამ ცხრა წლის წინად, როგორც იქნა ტყეშივე იპოვნეს, ერთი კვირის შემდეგ მწარედ, შიმშილისგან დასუსტებული: ახლა-კი აგერ რამდენი ხანია დაეძებენ, მაგრამ ვერას გახდნენ. ამას წინად ერთ მეურმეს დაუნახავს ტყეში, დაუძახნია თუ არა მეურმეს, ის მაშინვე გაქცეულა ტყეშივე.
-ბავშვების სულთამხუთავი სენი. ყოველისფერით რომ ღმერთს ხელი აუღია, სწორედ ეს უბედურ დღეზე გაჩენილი ჭალადიდი არის. აგერ მესამე თვეა არ გაივლის ისე ერთი კვირა, რომ ბავშვი არ იმსხვერპლოს სენმა (იბეჭდება შემოკლებით).
ცნობის ფურცელი“ N686, 1898 .

სოფ. ჭალადიდი.
20 აგვისტოს. ჭალადიდი უდიდეს სოფლად ითვლება სენაკის მაზრაში, რადგანაც აქაური მკვიდრნი 600 კომლზე მეტი არიან რიცხვით. ჭალადიდი რიონის ორივე ნაპირზედ არის გაშენებული. თუმცა ბუნებას უხვად დაუსაჩუქრებია აქაურნი მკვიდრნი სოფლის მდებარეობით, მიწა-წყლის სიუხვით, ძვირფასის ტყეებით, მოსავლით და ყოველისავე საჭირო სახსარით ცხოვრებისათვის, მაგრამ ჭალადიდელნი უკიდურეს გასაჭირში იყვნენ ბოლო დრომდის; უტყუარად შეიძლება ითქვას, რომ უღარიბესნი თემნი ამ მაზრისა არი ივნენ ასეთ ყოფაში, თუმცა მათი სასიმინდეები წლის მოსავალს ვერც-კი იტევდნენ. რა იყო მიზეზი გაჭირებისა? წისქვილი არა ჰქონდათ მაშინ, როდესაც ამ სოფელს შუაზე ჩაუდის მდინარე რიონი. 50-60 ვერსტის მანძილზე სხვა სოფელში მიჰქონდათ საფქვავი, რადგანაც მახლობლად წისქვილი არსად იყო; წავიდოდნენ ამ სიშორეზედ წაიღებდნენ სარჩოს დასაფქვავად და ორი-სამი კვირა უცდიდნენ, ვიდრე მათი რიგი დადგებოდა, რომ დაეყარათ ქვაზე. ზამთარში იშვიათი იყო ისეთი ოჯახი ჭალადიდში რომ სამყოფი დაფქული ჰქონოდა და სანახევროდ მოხარშულ სიმინდით არ ეკვებათ თავი, რადგანაც გზის უვარგისობის გამო იმ 60 ვერსტზედ ვერ მიჰქონდათ დასაფქვავად. ასეთ გასაჭირში მყოფნი განუწყვეტლივ სწყევლიდნენ და ჰკრულავდნენ თავიანთ ბედს, მაგრამ ის-კი ვერ მოეხერხებინათ, რომ წისქვილი გაეკეთებინათ რიონზე...გავლილ 1886 წელს ჭალადიდლებს მოუვიდათ ვიღაც უბრალო მუშა, გურული ლუკა გუდავაძე სოფე. ლანჩხუთიდან და იხსნა იგინი გასაჭირიდგან. „მოშპაცხვიტი გურული, გამოართვა აქაურებს უფასოდ საწისქვილე ადგილი, ყოველივე მასალა და გააჩაღა დამშვენებული წისქვილი იმავე რიონზედ. ალბად გუდავაძეს უცდიდნენ გულზედ ხელ-დაკრეფილნი აქაური მკვიდრნი რამდენიმე საუკუნე. ეხლა, როდესაც წისქვილი გაჩაღდა, ყველა ჰკვირობს თუ როგორ მოახერხა უბრალო მუშამ ასეთის ლაზათიანის წისქვილის გაჩარხვაო.
ივერია“ N178, 1887 .

ჭალადიდი. 1903 და 1904 წლები ჩვენთვის დი-ხანს ავადმოსაგონებელი იქმნება. ამ ორის წლის განმავლობაში ეკონომიურად წელში გასწყდა ეს კუთხე. მოსავალი არ მოვიდა, ასე რომ წარსული 1904 წელი მაინც ნამდვილ შიმშილობის წელიწადი იყო. მოუსავლობას ზედ ისიც დაერთო, რომ მუშა ხელი გაძვირდა და ერთად-ერთი ფულის საშოვარი წყარო-ხე-ტყის დამუშავება-მეტად დაბრკოლდა. ამ უკანსაკნელ დროს ხომ სულ მთლად შესწყდა  და იმის მუშაც არ იშოვება, რომ რაც დამზადებული მასალა არის, ის მაინც მიიტანოს და დატვირთოს  ვაგონები. ზამთარმაც პირი შეირცხვინა წელს. ამ გაჭირვების დროს მძიმე ზამთარი დაგვიდგა. ასე რომ, თუ ვინმეს ორიოდე მარცვალი სიმინდი მოეპოვებოდა, წისქვილთან მისასვლელი გზაც არ იყო, ისე შეჰკრა და შებოჭა ზამთარმა.
ყველაზე მეტად იმან შეგვაწუხა, რომ საქონლის საკვები არა გვქონდა. თუ სადმე ათასში ერთხელ ვიშოვიდით სასყიდლად, წინად რომ კონა თითო კაპეიკად იყიდებოდა, ეხლა შაურ ნაკლემ კაცის ფეხს არ უცვლიდა. საერთოდ დიდი გაჭირვება გამოვცადეთ და ვცდით დღესაც...
მადლობა ღმერთს, გაზაფხულის სუნი მოგვედინა და წელში გავიშალენით, მაგრამ ვშიშობთ, ისევ არ წამოუშინოს ვინ იცის, მარტი ძნელი სანდობია და ვაი თუ ჩვეულებრივა თავი მოიგიჟიანოს.
ცნობის ფურცელი“ N2754, 1905.

სოფ. ჭალადიდი. 12 აგვისტოს, დილის 11 საათზე საგრძნობლად იძრა მიწა. ზოგგან ისე ძლიერი იყო მიწის ძვრა, რომ ძლიერ შეშინდა ხალხი. ერთგან მხერხავი სახერხავზე იყო და ძირს ჩამოვარდა; ვინც ამ დროს ლოგინზე იყო, გადმოვარდა. ამ დღეს სამჯერ იძრა მიწა და ყოველთვის საგრძნობლად.
 ,,ცნობის ფურცელი’’, 1904 . 24 აგვისტო, N 2592


ჭალადიდი (სამეგრელო).

4 ივნისს, საღამოს 8 საათზე, ჭალადიდში შემდეგი უბედურება მოხდა. ჭალადიდში მცხოვრებს ალექსი ჭოჭუას თავისივე ეზოში თავს დაეცნენ მეზობლები ძმები ანდრო და თეოდორე -ბი. უმცროსმა ძმამ ანდრომ, როგორც გადმოგვცეს, წალდი დაჰკრა ჯერ თავსა და მერე კისერში. შემდეგ წაქცეულ მოხუცს მიჰვარდნია უფროსი ძმა და ჯოხით დაუწყია ცემა.
მერე მოუკიდნიათ ხელი ცოცხალ-მკვდარ მოხუცისთვის და შეუყვანიათ სახლში. მოხუცი, შაბათს, 7 ივნისს, გარდაიცვალა. მიცვალებულის გვამი გასჭრეს ექიმებმა. საბრალო 51 წლის იყო, დარჩა უპატრონოთ 5 შვილი-სამი ვაჯი და ორი ქალი. მიზეზი ჯერ არავინ იცის.


ჭალადიდი.
23 აგვისტოს ჭალადიდის სადგურის ახლო ცეცხლი გაუჩნდა ალექსანდრე საბახტარაშვილის კანტორას და სამი საათის განმავლობაში სრულიად დაიწვა. ცეცხლი გადავიდა აგრეთვე იქვე, მახლობლად დიმიტრი ხაჯალიას დუქანზე და როგორც შენობა, ისევე ყოველივე ავლადიდება დაეწვა. საცოდავ მედუქნეს აღარა გადარჩენია-რა და, ისედაც ღარიბ-ღატაკი, ღვთის ანაბარად დარჩა.
,,ცნობის ფურცელი’’, 1904 , 31 აგვისტო, N2598


სოფ. ჭალადიდი.
როგორც ცნობები მოდის საზარელ მდგომარეობაში ყოფილა, მთელი მიდამოები წყლითაა თურმე დაფარული. „საქოჩაქიონახევრიდან საჟენ ნახევრამდის წყალში ყოფილა ჩაფლული. მეჯოგეებს მთელი პირუტყვები დახრჩობიათ. ექვსი კაცი ერთი დღე და ღამე ხეებზე ყოფილა შეხიზნული და მერე გადაურჩენიათ. როგორც ამბობენ არის თურმე ადამიანის მსხვერპლიც.
კაცია მუნჯაძე.

სალამური“ N9, 1911 .

. ჭალადიდი (სენაკის მაზრა). სოფ. ჭალადიდი არასდროს ყოფილა მოსვენებული ქურდ-ბაცაცებისგან. ეს უფრო იმიტომ, რომ მთელი ეს საზოგადოება შეიცავს უდაბურ ტყიან ადგილს, სადაც ბოროტ-მოქმედთ შეუძლიათ თავიანთ სურვილის განხორციელება. ხშირად ამ ტყეში ავ-კაცები იყრიან თავს და აქვე მსჯელობა-თათბირი აქვთ, თუ ვის რა მიჰპარონ და ვინ გააუბედურონ. სამწუხაროდ ამ ბოლოს დროს ეს ვაჯბატონები ძალიან გათამამდნენ. წარსულ თვის უკანასკნელ რიცხვებში ამ სოფელში ერთს ღამეს ექვსი რჩეული ცხენი მოეპარათ და წაეყვანათ. პატრონები დაეძებენ დაკარგულს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ მიუგნიათ დაკარგულის კვალისათვის.
საზოგადოდ წელს გვარიანი პირი უჩანს მიწის მოსავალსა, მაგრამ ეს ერთი კვირაა, რაც გამუდმებით სწვიმს. ამიტომ დიდი შიში აქვთ, ვაი თუ ამ დაჯინებულმა წვიმებმა ზიანი მისცეს მიწის მოსავალსო.
ივერია“ N167, 1902 .

ჭალადიდი. 14 აპრილს, დიდ ხუთშაბათს აქაურ მედუქნე მანუჩარ მელიქიასთან დღისით, 12 საათზე, დუქანში შევიდა ოთხი შეიარაღებული კაცი და ფული მოსთხოვა, მაგრამ მედუქნის კასაში ექვსი აბაზის მეტი არა აღმოჩნდა-რა. ამით ნაწყენმაყმაწვილებმაარც საქონელი იუკადრისეს. … ოთხი ქალამანი, ოთხი შეკვრა თუთუნი, ერთი ბოთლი არაყი და ხელდამშვენებული გმირები რაინდულის თავმოწონებით გაუდგნენ გზას. კარგია, მედაჩემმა ღმერთმა, ამ ქესატობის დროს!
ამ დღესასწაულებს ვერაფრის გუნებით მივეგებეთ. ჯერ საერთოდ აღარ არის არაფრის ხალისი და მერე კიდევ ამ ბედნიერ დღეებზე მთელი სოფელი წყალში ცურაობდა, რადგან გადუღებელ ავდრების გამო რიონმა გადმოიარა და ჩვეულებრივად შავი დღე დაგვაყენა. ყველა ეს კი რკინის გზის მოწყალებით გვემართება, რადგან არ იქნა და არ გააკეთა რკინის გზამ დამბა, რის გაკეთებასაც რამდენჯერმე შეევედრნენ მცხოვრებნი რკინის გზის მმართველობას. ნეტა ვიცოდეთ, ჩვენც შევადგენთ სახელმწიფოს მკვიდრთ და იმ მრავალ მილიონებში, რომელიც ყოველ წლობით ამიერ-კავკასიის რკინის გზისგან შესდის ხაზინას, ჩვენი ოფლიც ურევია თუ არა?

ცნობის ფურცელი“ N2807, 1905.

ჭალადიდი (სამეგრელო). სოფელ საგვამიჩავოში წმინდა გიორგის ეკლესიაა. ის ადგილი, სადაც ეკლესია დგას, მშვენიერი ამაღლებული ადგილია, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ეკლესიაზე მისასვლელი გზა ისე გაფუჭებულია, კაცს არ შეუძლია მისვლა. მთელი გასაკეთებელი გზა 20-30 საჟენის მანძილზე თუ იქნება, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. აზნაურიცაა და გლეხიც ბატონობას ჩემულობს და გზის გამკეთებელი აღარავინ არის. ამას წინად ერთს აქაურ ვაჭარს ქორწილი ჰქონდა, მაგრამ ამ ტალახმა ყველაფერი დაამწარა მექორწილეთ. მეფე, დედოფალი, დადე, მაყრები და სტუმარ-მასპინძელი მუხლამდი ზელავდნენ ტალახსა და წუმპეს. საჭიროა, რომ ამას ყურადღება მიაქციოს, ვისიც ეს არს.
აზნაურ - ტყეში უეცრად მომკვდარა ისიდორე ბერაია. საქმე ასე ყოფილა. ეს ტყე -სგან იჯარით აღებული ჰქონია . -ას. მოიჯარადრე იმდენს ვერ სარგებლობდა თურმე, რამდენსაც არა მოიჯარადრე, სხვის ქონების ხელის წაპოტინებას დაჩვეული ვაჯბატონები. ამ ტყეს არა ზოგავდნენ თურმე, მალულად სჭრიდნენ და გამოჰქონდათ, რაც-კი მოახელებდნენ. ერთი ამგვარი შემთხვევათაგანი ყოფილა 18 სექტემბერს. ზემო აღნიშნულს ბერაიას ხე მოუჭრია, ეს მოჭრილი ხე დასცემია, მოუტნევია ქვეშ და იქვე მოუკლავს ბერაია. ამხანაგებს გამოუტანიათ მიცვალებული და უპატრონებიათ. კიდევ კარგი, რომ მარტო არ იყო, თორემ ვერას გაიგებდნენ იმისას.
ცნობის ფურცელი“ N167, 1904 .

ჭალადიდი (სენაკის მაზრა): აქ ქურდობა და ძარცვა ძლიერ გახშირებულია. ღამე არ გაივლის ისე, რომ არ გაქურდონ ვინმე. მშიერებით აღვსილია ეს უბედური ტყე. ათას კაცამდის მუშა არის და ვინ იცის, როგორი კაცები ურევია ამ მუშებში. ადგილობრივი სასოფლო პოლიცია ჯერ თვალითაც არ გვინახავს როგორია და ან რა გავლენა აქვს ამ ავაზაკებზედ. ერთის სიტყვით, ქურდებს თავისუფლება აქვს მიცემული და თავისს ჩვეულებას არ იშლიან. ადგილი ხელს უწყობს, რადგანაც ჭალადიდი ძლიერ დიდი ტყე არის.
15 დეკემბერს, ღამის 12 საათზე, აქაურის რკინის გზის მოსამსახურე ნიკოლოზ ლუკას ძე ჩაჩუა გაძარცვეს. უბედური სამსახურიდგან დაღლილი მიდიოდა ბინაზედ მოსასვენებლად, ამ დროს მოეწია ვიღაც მისი უცნობი კაცი, დაჰკრა თავში, უგრძნობლად წააქცია, ჯიბიდგან 30 მანეთი, საათი და ქუდი წაართვა და გაიქცა.
 ივერია“ N269, 1894 .

ჭალადიდი. როცა ამიერ-კავკასიის რკინის გზა უცხოელ კერძო ამხანაგობას ეკუთვნოდა და იმის მმართველობის ქვეშ იყო, ფოთიდან სირიაჩქონამდის, მდინარე რიონს დამბა ჰქონდა გაკეთებული, რათა წყალი არ მოწოლიდა სამხრეთით და რკინის გზის ლიანდაგი არ გაეფუჭებინა. ამ დამბას ყოველწლობით შეაკეთებდნენ ხოლმე, რასაც წლიურად სჭირდებოდა სამი-ოთხი ათასი მანეთი და ამრიგად რკინის გზის ლიანდაგიც უვნებელი იყო და რაც- ჩვენთვის უმთავრესია, - მკვიდრთაც დიდი შეღავათი ეძლეოდათ იმითი, რომ მდინარე რიონი ძველებურად ვეღარ ანადგურებდა აქაურობას და ჩვეულებრივის ჭენჭყოების ნაცვლად ერთხელვე გაკვალულს კალაპოტში მიმდინარეობდა. მას შემდეგ რაც რკინიგზა ხაზინის ხელში გადავიდა, ფოთის ნაწილის რკინის გზის ლიანდაგსაც სხვა სახე დაედო. ინჯინრებმა იფილოსოფოსეს, ითათბირეს და იმ აზრს დაადგნენ, რომ რკინის გზის ლიანდაგი უნდა ავამაღლოთ და ამით რიონის სახიფათო მეზობლობისგან უზრუნველვყოთ ამ გზის არსებობაო; ამასთანავე ერთხელ და სამუდამოდ გადავრჩეთ ამ მდინარის მეოხებით მოსალოდნელს შიშსა და უბედურებასო... (იბეჭდება შემოკლებით).
ცნობის ფურცელი“ N2713, 1904 .
    ჭალადიდი (სამეგრელო). დაწიოკებული გლხ-კაცობა.
ცხენს ვერა დააკლეს-რა, უნაგირი დაამტვრიესო“, ჭალადიდის მცხოვრებ უბედურ გლეხ-კაცებსაც ასე ექცევიან. ოთხმოც კაცზე მეტი არის ყაჩაღად გავარდნილი. მთელი ეს მხარე აამტუტეს, ვერც ერთი მათგანი ვერც ცოცხალი შეუპყრიათ და ვერც მოუკლავთ (იბეჭდება შემოკლებით).
ცნობის ფურცელი“ N245, 1897.


სად. ჭალადიდი. აქ წელს ძალიან კარგი მოსავალი იყო სიმინდისა. შიმშილიობსგან ღონე მიხდილი ხალხი გამოცოცხლდა, კარგ გუნებაზე დადგა მაგრამ დიდმა ავდრებმა შეაწუხა; წარსულ კვირაში ისეთი სეტყვა მოვიდა, რომ ნახევარი საათის განმავლობაში ორ-სამ ვერშოკის სისქეზე დაფარა მიწა. ბევრი მგზავრი შეაშინა ამ სეტყვამ, რადგან კარგა მომსხო თხილის ოდენა იყო.
 ცნობის ფურცელი“ N2691, 1904.

სოფ. ჭალადიდი (სენაკის მაზრა). საზოგადოდ ჭალადიდის ადგილმდებარეობა და ჰაერი ადამიანისათვის ვერაფერი მარგებელია. ჭალადიდი ჭაობიანი ადგილია და ხშირად იცის აქ სხვა და სხვა გადამდებ სენმა ფეხის მოკიდება. უფრო-კი ციებ-ცხელებაა გავრცელებული. ციებ-ცხელება კაცს თითქმის ზამთრის გასულამდე გაჰყვება ხოლმე. ამ ციებ-ცხელებას ახლა ზედ დაერთო კისერაც. კისერამ მრავალი ბავშვი გამოასალმა წუთის სოფელს. ხშირად ერთის ოჯახიდგან ორი და სამი მიცვალებული გაუსვენებიათ. ეს სენი თითქმის ორი თვეა, რაც მძვინვარებს და დიდს ზარალს აძლევს. პატარების გარდა, ეხლა დიდებსაც დაერია და ამათაც სიცოცხლეს უსპობს.
პირველ ივლისამდე წრევანდელს ჯეჯილს კარგი პირი უჩანდა, მაგრამ ივლისის კოკა-პირულმა წვიმებმა, ყოველგვარი ჭირნახულიააყვითლ-ააოდა.

ივერია“ N155, 1900 .


. ჭალადიდი (სამეგრელო). კიდევ ყაჩაღების შესახებ.
ორი დღეში ერთხელ ამოდის მაზრის უფროსი -ნი ქავთარაძე, რომელიც ძალიან გულმოდგინედ ეკიდება საქმეს და ყოველ ღონისძიებას ხმარობს, როგორმე შეიპყრონ უკვე ცნობილნი ყაჩაღები.
 ცნობის ფურცელი“ N278, 1897 .

ჭალადიდი. პანაშვიდი ჭალადიდელზე.
კვირას, 26 აპრილს, . ჭალადიდში მღვდელმა რომანოზ ღვამიჩავამ გადაიხადა პანაშვიდი ჩვენი ძვირფასი მწერლის ჭალადიდელის სულის მოსახსენებლად. ხალხი პანაშვიდს საკმაოდ დაესწრო. პანაშვიდის შემდეგ მამა ღვამიჩავამ მოკლე სიტყვით აუხსნა ხალხს, თუ ვინ იყო ჭალადიდელი (გიორგი ქოჩაქიძე).

ცნობის ფურცელი“ N528, 1898 წელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.