გვერდები

02.03.2020

წერილები ფრონტიდან - ფილიპე ლომაია


ფილიპე (გულიკო) ლომაია დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ზუბში. ის გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში. დაიღუპა ქერჩთან 1942 წელს. ოჯახის ინფორმაციით, ერთ-ერთი შეტევისას გადაარჩინა ადგილობრივი მოსახლეობა, მდინარეზე გადაიყვანა ბავშვები და უკან დაბრუნებისას თავად დაიღუპა. ომში გაიწვიეს ხობის რაიონის სოფელ ბიიდან. ფილიპე იყო ოჯახის ერთადერთი ვაჟი. ჰყავდა ოთხი და: ზინა, თამარი ლომაია-ყუფუნია, გოლი და ეკატერინე ლომაიები. ფილიპეს ერთ-ერთი და თამარ ლომაია-ყუფუნია (დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ზუბში) მოგვიანებით გახდა სოციალისტური შრომის ორგზის გმირი. ფილიპე ლომაია დაკარგულია უგზო-უკვლოდ.

ფილიპე ლომაიას წერილი ფრონტიდან (ქერჩიდან):
ჩემო ზინა!
გკოცნით ყველას. მე კარგად ვარ. უკვე მოვედით დანიშნულ ადგილზე და დავბინავდი კარგად... ჩემზე არ იდარდოთ, თქვენ იყავით კარგად და მე არამიშავს. შორს არ არის ის დრო, რომ საზიზღარი ფაშისტებს მალე გავანადგურებთ და მეც გამარჯვებული დაგიბრუნდებით. ამის მიღებისთანავე გამომიგზავნეთ წერილები ვრცელი შინაარსის, ასე რომ ყველაფერი მომწერეთ. ჩემს შემდეგ რაც მოხდა. ჩვენს შინაურ ცხოვრებაში. ჩემ წერილებს როცა მიიღებთ თქვენც მაშინათვე მიპასუხეთ, რათა მალე მივიღო. ხომ იცი ერთ ადგილზე დიდხანს არ ვჩერდებით და მერე რა აზრი აქვს ჩემი წასვლის შემდეგ რომ მივიდეს წერილები.




Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.