გვერდები

23.05.2019

მიტროფანე კუჭავა - „ლავრენტი ბერიას და მის თანამზრახველთა სასამართლო პროცესი (სასამართლო წევრის დღიურიდან)“



1996 წელს, გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა მიტროფანე კუჭავას (ხობის რაიონის სოფელი გურიფული) წიგნი - „ლავრენტი ბერიას და მის თანამზრახველთა სასამართლო პროცესი (სასამართლო წევრის დღიურიდან)“.

 წიგნის ავტორი ლავრენტი ბერიას სასამართლო პროცესის უშუალო მონაწილეა. იგი ერთადერთი ქართველია სასამართლოს წევრებიდან.
წიგნში გაეცნობით ბერიას სიკვდილის განსხვავებულ ვერსიებს, სასამართლო პროცესის დეტალებს და სხვა, მრავალ საინტერესო ისტორიას.
ქვემოთ ქთავაზობთ მიტროფანე კუჭავას ავტობიოგრაფიას და ფრაგმენტს წიგნიდან.
ბერია და მიტროფანე კუჭავა
საქართველოსა და საბჭოთა კავშირის მრავალ კუთხეში დღემდე ცოცხალია ლეგენდა იმის შესახებ, რომ სასამართლო პროცესზე ბერიას ნაცვლად თურმე მისი ორეული იჯდა. ჩემი ღრმა რწმენით, ამ ლეგენდას სათავე დაუდო მითმა ლ. ბერიას მოუხელთებლობისა და ყოვლისშემძლეობის შესახებ, რასაც ხალხში წლების მანძილზე ნერგავდნენ საბჭოთა მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები. ჩემთვის არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა, დავრწმუნებულიყავი, რომ ჩვენს თვალწინ იჯდა ლ. ბერია, რომელსაც ვასამართლებდით, რაკი მე ბერია მრავალჯერ პირადად, ახლოს მყავდა ნანახი და მქონდა კიდევაც მასთან შეხვედრები.
დავიბადე 1906 წლის 6 ივნისს, ხობის რაიონის სოფელ გურიფულში. 8 კლასი დავამთავრე ხობში. ჩემი მასწავლებლები იყვნენ - ვასილ ქობულია, იონა ჩხეიძე, გიორგი ჩიტაია, ქსენია სასანია სხვა.
შემდეგ სწავლა გავაგრძელე ქ. თბილისში. ჩემი სკოლის დირექტორი და ლოგიკა-ფსიქოლოგიის მასწავლებელი იყო პროფესორი შალვა ნუცუბიძე.
ვსწავლობდი თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
73 წელი ვიმუშავე უწყვეტად, მათ შორის 15 წელი რკინიგზაზე.
1930-1941 წლებში ვმუშაობდი თბილისის სტალინის სახელობის ორთქმავალ-ვაგონშემკეთებელ ქარხანაში რიგ თანამდებობაზე.
1941-47 წლებში ვმუშაობდი გაგრის რაიკომის მდივნად. 1948-51 წლებში ვსწავლობდი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლაში.
1951-53 წლებში ვმუშაობდი ზუგდიდის რაიკომის მდივნად.
1953-76 წლებში ვმუშაობდი:
საქართველოს პროფსაბჭოს თავმჯდომარედ;
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ;
საგარეო საქმეთა მინისტრად;
სოფლის მეურნეობის მინისტრად;
პარტიული სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, ეღტსა და იმავე დროს საქართველოს კპ ცკ მდივნად და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ.
სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარედ;
საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ;
1953-1970 წ.წ. საქართველოს კპ ცკ ბიუროს წევრი
დაჯილდოებული ვარ ლენინის ორდენით; შრომის წითელი დროშის ოთხი ორდენით; წითელი ვარსკვლავის საბრძოლო ორდენით; საპატიო ნიშნის ორდენით; აგრეთვე შვიდი მედლით.
მიღწევებთან ერთად, რასაკვირველია, მქონდა ნაკლოვანებებიც, რომელთა გამოსწორებასაც ვცდილობდი.
მიუხედავად ხანდაზმულობისა, ამჟამადაც არა ვარ მოწყვეტილი საზოგადოებრივ საქმიანობაში.
წყარო: მიტროფანე კუჭავა - ბერია, გამომცემლობა „ინტელექტი“ (1996წ.) და „არტანუჯი“ (2012წ.)



Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.