გვერდები

14.02.2019



დიომიდე თოფურიძე

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარე, ევროპული განათლების მქონე, არაერთი წიგნისა და ნაშრომის ავტორი, ჟურნალ-გაზეთების რედაქტორი, რეპრესირებული - ხეთელი, დიომიდე თოფურიძე.
ხობს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია 1918-1924 წლების საქართველოში მიმდინარე მოვლენებში - დამოუკიდებლობის მოპოვება, პირველი რესპუბლიკა, ბრძოლა დამოუკიდებლობის დასაცავად, ბიელი იუნკერი, 1924 წლის აჯანყება და რეპრესიები.

დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე (ნამდვილი გვარი ბორისოვი-ბერიძე) დაიბადა 1871 წლის 16 აგვისტოს (ძველი სტილით) ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრის სოფელ ხეთაში, აზნაურის ოჯახში; ეროვნებით ქართველი.
სწავლობდა ქუთაისის პროგიმნაზიაში, შემდგომ - ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში; 1892 წელს მოსწავლეებთან ერთად დააარსა არალეგალური ურთიერთდახმარების სალარო, თვითგანვითარების წრე; გამოსცემდნენ ხელნაწერ ჟურნალს, აწყობდნენ რეფერატების განხილვას და ეცნობოდნენ დემოკრატი პუბლიცისტების ნაწარმოებებს, აკრძალულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლიტერატურას.
ამ დროიდან დაინტერესდა მარქსიზმით; ქუთაისში გადასახლებული მარქსისტი კოზირენკო დაეხმარა სწავლისათვის საჭირო ლიტერატურის შერჩევაში; ამავე პერიოდში ქუთაისში გამოჩნდნენმესამედასელები“, რომლებსაც დაუახლოვდა და მალევე მათი ჯგუფის წევრი გახდა.
მესამედასელებიმარქსისტული მოძღვრების პროპაგანდისათვის ხშირად მართავდნენ საჯარო ლექციებს და დისკუსიებს ქუთაისის ბულვარში.
1895 წელს ჟურნალ „Новое обозрение“-ში გამოაქვეყნა პირველი სამეცნიერო ნაშრომი სამეგრელოში დამნაშავეობის დინამიკის კავშირის შესახებ ეკონომიკურ მდგომარეობასთან - სიმინდის საექსპორტო ფასებთან.
ამ პერიოდიდან მუდმივად თანამშრომლობდა პრესაში ფსევდონიმებით: „Д.Т.“, „Социалист“, „NEMO“, „ბორისოვი“, „. კოლხიდელი“, „ისარი“, „ისაი“, „Карский“, „Д. Чаукий“ „Т“, „. .“ და. -ძე“.
1895 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1896 წელს კი ჟენევაში გაემგზავრა და ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.
დაუკავშირდა ჟენევის სოციალ-დემოკრატიულ წრეებს; აქტიურად ჩაერთო პარტიული ორგანიზაციების ჩამოყალიბებასა და თეორიულ დისკუსიებში სხვა სოციალისტური მიმდინარეობების წარმომადგენლებთან; გამოდიოდა მომხსენებლად საჯარო ლექციებზე, ხელმძღვანელობდა წრეებს.
დიომიდე თოფურიძე იყო ჟენევაში ჩამოყალიბებული „Искра“- პირველი და მეორე ჯგუფების წევრი.
ჟურნალკვალისსოციალ-დემოკრატების დაქვემდებარებაში გადასვლისთანავე გახდა მისი მუდმივი თანამშრომელი და აქვეყნებდა სტატიებს ეკონომიკურ საკითხებზე; ასრულებდა რედაქციის სპეციალურ დავალებებს.
1901 წელს თავისი დისერტაციის („გაღატაკების თეორიისშესახებ) დასასრულებლად ჟენევიდან პარიზში გადავიდა, ისმენდა ლექციებს სორბონასა და ფრანგულ კოლეჯში, ასევე პარიზის რუსულ უმაღლეს სკოლაში.
1902 წელს ნოე ჟორდანიასა და ფილიპე მახარაძის დაპატიმრებისა და გასახლების გამო ჟურნალიკვალიუხელმძღვანელოდ დარჩა და თოფურიძე, „მესამედასელებისთხოვნით, „Искра“- ჯგუფიდან მიღებული სამოქმედო ინსტრუქციებით ტფილისში დაბრუნდა; „კვალისრედაქტორობიდან პეტრე სურგულაძისა და ფილიპე გოგიჩაიშვილის დათხოვნის შემდეგ რედაქტორობდა ჟურნალს.
მან ჩამოსვლისთანავე დააყენა კავკასიის პარტიული ცენტრის შექმნის საკითხი, რაც მალევე განხორციელდაკავკასიის კავშირის კომიტეტისსახით, სადაც რსდმპ-ის ტფილისის, ბათუმის, გურიის, ქუთაისისა და ბაქოს კომიტეტები გაერთიანდნენ; არჩეული იყო კავშირის კომიტეტის წევრად; მუშაობდა კავშირის კომიტეტის აღმასრულებელ ბიუროში; ხელმძღვანელობდა არალეგალური პრესისა და ორგანიზაციების საკოორდინაციო სამუშაოებს.
1903 წელს იძულებული გახდა, გადასახლებულიყო სარატოვში, სადაც 1903 წელსვე რსდმპ-ის ტფილისის კომიტეტმა აცნობა, რომ არჩეული იყო ტფილისის კომიტეტის დელეგატად რსდმპ მე-2 ყრილობაზე; ყრილობაში მონაწილეობდა „Карский“- ფსევდონიმით; აქტიურად მონაწილეობდა დებატებში ეროვნული და აგრარული საკითხებისა და პარტიული ორგანიზაციების ჩამოყალიბების პრინციპების შესახებ; მიუხედავად იმისა, რომ მხარი დაუჭირაბოლშევიკებს“, ეროვნული საკითხის გამო მიემხრო ნოე ჟორდანიას პოზიციას.
1903 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობდა რსდმპ-ის იმერეთის კომიტეტში; 1903 წელს რსდმპ-ის კავკასიის კავშირის კომიტეტის მეორე ყრილობაზე კვლავ აირჩიეს კავშირის წევრად, თუმცა არჩევნებისას წარმოქმნილი კონფლიქტის გამო არჩეული წევრების უმრავლესობამ, მათ შორის დიომიდე თოფურიძემაც, დატოვა ხელმძღვანელი ორგანო.
1904 წელს დაპატიმრებისაგან თავის ასარიდებლად გადასახლდა სარატოვში, სადაც მუშაობდა ადგილობრივ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში და აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ მოძრაობაში: რედაქტორობდა გაზეთ „Приволжский край“-; ხელმძღვანელობდა გაფიცვებსა და და შეიარაღებული აჯანყების სამზადისს.
რევოლუციის დამარცხებისა და რეაქციის დაწყების შემდეგ ხულიგნების ბრბომპოგრომიმოუწყო გაზეთის რედაქციას, სადაც დიომიდე თოფურიძე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ მან მოახერხა ოჯახისა და რედაქციაში თავშეფარებული სხვა დევნილების გადარჩენა.
1904-1907 წლების განმავლობაში ხშირად იყო დაპატიმრებული და გუბერნიის საზღვრებიდან გაძევებული; უკანასკნელად 1907 წელს სასამართლო პალატამ მას . . „კრეპოსტშიპატიმრობა მიუსაჯა და იძულებული გახდა, პეტერბურგში არალეგალურ მდგომარეობაზე გადასულიყო; ცხოვრობდა ყალბი პასპორტით - კიკვიძის გვარით, თუმცაოხრანკამმალევე დაადგინა მისი ვინაობა და სხვა სოციალ-დემოკრატებთან ერთად დააპატიმრა; გადაგზავნეს სარატოვის ციხეში, იქედან კი სამარაში.
ციხეში საფუძვლიანად შეისწავლა და დაამუშავა აგრარული პრობლემის საკითხები, მაგრამ გათავისუფლების შემდეგ მომზადებული ნაშრომის გამოქვეყნება ვერ შეძლო.
1909 წლიდან, გათავისუფლების შემდეგ, ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც დააარსა სოციალ-დემოკრატიული ჟურნალი „Возрождение“ , მაგრამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო დაბრუნდა სარატოვში; მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში და დააარსა გაზეთი „Поволжье“, რომელშიც ლენინის და - მარია ულიანოვა თანამშრომლობდა.
1913 წელს დაბრუნდა პეტერბურგში და მუშაობა დაიწყო სააქციო საზოგადოებაში, პარალელურად მატერიალურად ეხმარებოდა პარტიულ ორგანიზაციებს.
1916 წელს სრულიად რუსეთის ქალაქთა კავშირის დავალებით დაინიშნა ვოლგისპირეთის გუბერნიის ეკონომიკური კომიტეტის მუნიციპალური განყოფილების გამგედ.
1917 წლის თებერვლის რევოლუციისას მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ახალი მმართველობითი ორგანოები სარატოვში, არჩეული იყო ვოლგისპირეთის საგუბერნიო საზოგადოებრივი კომიტეტის წევრად და იყო მისი ფაქტობრივი ხელმძღვანელი.
მალევე გახდა გუბერნიის კომისარი და რსდმპ საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე; არჩეული იყო გუბერნიის ერობათა ყრილობის აღმასრულებელი ბიუროს თავმჯდომარედ.
1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ სარატოვშიც ადგილობრივი გარნიზონის მხარდაჭერით ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება; დიომიდე თოფურიძემ დაპატიმრებისაგან თავის არიდება ძველი ამხანაგის - მარია ულიანოვას დახმარებით შეძლო და საიდუმლოდ დატოვა სარატოვი.
1918 წლის თებერვალში დაბრუნდა თბილისში.
იყო ამიერკავკასიისა და საქართველოს რესპუბლიკის მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარე.
დააარსა ჟურნალიეკონომისტი“; თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებში და აქვეყნებდა ნაშრომებს ეკონომიკურ საკითხებზე.
1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.
1919 წელს აირჩიეს თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად, ხოლო 1919 წლის 12 მარტიდან - საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარე და გარეშე საქმეთა კომისიის წევრი.
დიომიდე თოფურიძე მუშაობდა ბათუმის დიპლომატიური მისიის თავმჯდომარედ, სანამ ბათუმი ბრიტანეთის საექსპედიციო ჯარების სარდლობას ექვემდებარებოდა.
1919 წლის ბოლოსათვის აირჩიეს ქუთაისის ქალაქისთავად და ცდილობდა საქალაქო მეურნეობის გამოცოცხლებას და ადმინისტრაციაში დისციპლინის დამყარებას.
1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩამოსცილდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას; 1921-1922 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის საკითხების მეცნიერულ შესწავლაზე; ნაშრომების მცირე ფრაგმენტები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში.
დიომიდე თოფურიძე საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ ("ჩეკა") დააპატიმრა 1922 წელს. გაათავისუფლეს რამდენიმე თვის შემდეგ.
1923 წელს ბოლშევიკური რეჟიმისა და მისი უშიშროების ორგანოების ზეწოლითა და ტერორის გამოყენებით მიმდინარე პარტიებისთვითლიკვიდაციისკამპანიის დროს დიომიდე თოფურიძე კვლავ დააპატიმრეს; ციხეში მყოფმა დიომიდე თოფურიძემ 1923 წლის 13 სექტემბერს პრესაში განაცხადა, რომ 1921 წლის შემდეგ გაწყვეტილი ჰქონდა კავშირი საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიასთან და ლოიალურად იყო განწყობილი საბჭოთა ხელისუფლების მიმართ. ამ განცხადების შედეგად გარკვეული ხნის შემდეგ გაათავისუფლეს.
1923 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთსაქართველოს სახალხო მეურნეობასთან“.
1923 წელსვე დაინიშნა სსრკ ფინანსთა სახალხო კომისრის რწმუნებულის სამმართველოში ფინანსურ ინსპექტორად, შემდეგ კი - ადგილობრივი ფინანსების განყოფილების მმართველად; მანვე დააყენა საკითხი რწმუნებულის აპარატის საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომსარიატად გარდაქმნის შესახებ და რეორგანიზაცის შემდეგ კვლავ აგრძელებდა ახალ კომისარიატში მუშაობას.
1929 წლამდე იყო საქართველოს სსრ საგეგმო კომისიის საბიუჯეტო-საფინანსო სექციის თავმჯდომარე; შემდეგ მუშაობდასოფლის კავშირისსაფინანსო-ეკონომიკური საკითხების კონსულტანტად.
1930 წლისთვის გადაწყვიტა, მთლიანად სამეცნიერო კვლევებისათვის დაეთმო დრო და პენსიაზე გავიდა; გამოაქვეყნა რამდენიმე წიგნი საქართველოს ეკონომიკის, სახალხო მეურნეობისა და ფინანსების საკითხებზე.
1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს საქართველოს სსრ შინსახკომმა ძალისმიერი მეთოდებით მოახერხა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ყოფილი ლიდერებისაგან, მათ შორის დამფუძნებელი კრების დეპუტატებისაგან, აღიარებითი ჩვენებების მიღება, რომელთა თანახმადაც საქართველოში არსებობდა კონტრრევოლუციურიმენშევიკური ცენტრი“, რომლის მიზანიც შეიარაღებული გადატრიალება და უცხოეთიდან სამხედრო ინტერვენციის გზით საბჭოთა სახელმწიფოს დამხობა იყო.
დიომიდე თოფურიძე დააპატიმრეს 1937 წელს, თბილისში, საკუთარ სახლში, „მენშევიკური ცენტრისწევრობისა დადივერსიულ-მავნებლურ ჯაშუშთა ორგანიზაციაში“ „შოვინისტურად განწყობილი ქართული ინტელიგენციის წევრების გადაბირებისბრალდებით.საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (. . „ტროიკა“) 1937 წლის 10 დეკემბერს დახვრეტა მიუსაჯა. ძიებისას თავი დამნაშავედ არ ცნო. დახვრიტეს 11 დეკემბერის ღამეს.
1939 წელს ბაქოში დააპატიმრეს დიომიდე თოფურიძის შვილი, ინჟინერი ალექსანდრე თოფურიძე დაშრომა-გასწორების კოლონიაშიგადაასახლეს მაგადანში, სადაც 1942 წლის 30 აპრილს დახვრიტესკონტრრევოლუციური აგიტაციისბრალდებით.
დიომიდე თოფურიძე რეაბილიტირებულია საქართველოს სსრ უზენაესის სასამართლოს მიერ 1956 წლის 16 აპრილს.
წყარო:archive.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.