05.04.2021

ყულევში სკოლის (სასწავლებლის) დაარსების შესახებ

 1836 წლის 28 ოქტომბერს უწმინდესი სინოდის მითითებით, საქართველოს ეგზარქოსი შეუდგა ერთკლასიანი სამრევლო სკოლების გახსნის საკითხის შემუშავებას.


სოფელ ყულევის სკოლა

სკოლების გახსნა საქართველოში მხოლოდ 1848 წლის სასწავლო დებულებით იქნა გათვალისწინებული და 50-იან წლებში პრაქტიკულად შეუდგნენ მის განხორციელებას. „1852 წელს მთავრობამ ყულევში დააარსა ერთკლასიანი სპეციალური სამრევლო სკოლა. ამ ტიპის სკოლებში ასწავლიდნენ: 1. საღვთო სჯულს რწმენის მიხედვით; 2. რუსულ წერა-კითხვას; 3. ადგილობრივი ენების წერა-კითხვას; 4. მარტივი რიცხვის ოთხ მოქმედებას. ამის გარდა, ასწავლიდნენ აგრეთვე სოფლის მეურნეობასა და მებაღეობას, თუ მოსახლეობა სოფლის მეურნეობას ეწეოდა, ხოლო სადაც მოსახლეობა ვაჭრობას მისდევდა, – სავაჭრო წიგნების წარმოებასა და ბუღალტერიას. ხაზინა ყულევის სასწავლებელთათვის გამოჰყოფდა ყოველწლიურად 1000 მანეთს“ (სსცა.103 : .481. საქმე N14789, ფურც. 3,7). აღნიშნულის მიუხედავად, ,,ამ სასწავლებელმა ფუნქციონირება ვერ დაიწყო, ყირიმის ომის გამო, ხოლო 1854 წლის 7 მაისს სასწავლებელი დაწვა ინგლის-საფრანგეთის გემებიდან დაშენილმა ყუმბარებმა“ .

წყარო:

 ლალი აბდალაძის სადოქტორო დისერტაცია:

სასულიერო განათლება და პედაგოგიკური აზროვნება

XIX საუკუნის გურიასამეგრელოს ეპარქიაში

1852 წელს აქ გახსნილა სამელიორაციო სამაზრო-სახაზინო სასწავლებელი, სადაც ჩვეულებრივ საგნებთან ერთად, მაშინდელი მოთხოვნებიდან გამომდინარე ასწავლიდნენ ბუღალტერიას, სავაჭრო საქმის თეორიას, თურქულ და ახალბერძნულ ენებს”.

გოგიტა ჩიტაია (ისტორიკოსი)

(http://www.khobi.ge/index.php?location=tree_elements&id=617&slave=698&lang=)

 


29.03.2021

1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილი ხობელი გიორგი ქათამაძე

 1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილთა შორის ხობელი გიორგი იაკობის ძე ქათამაძეც (დაბ. 1988 წ.) აღმოჩნა.

2019 წელს ბათუმში აღმოჩენილი იქნა 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო უწესრიგოდ და უპატიოდ განთავსებული. შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა მათი ამოსვენება და ბათუმის N3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე პატივით დაკრძალვა.

http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/akhali-ambebi/8275-aghmochenili-iqna-1937-1938-tslebshi-bolshevikuri-represiebis-dros-stalinuri-siebis-thanakhmad-dakhvretil-moqalaqetha-4-samarovani.html?fbclid=IwAR00BSeR4jwbXdvmLvfwv7pwFn1_bmY5DD7kphgRw7mO6FQne2gso9fFN6c


შავლეგ თოდუას სამეცნიერო სტატია

 თანამედროვე სამართლის ჟურნალში გამოქვეყნდა ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლების ლექტორის, შავლეგ თოდუას სამეცნიერო სტატია (https://www.ibsu.edu.ge/.../Contemporary_Journal_Law2.pdf) "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამოძიების ქვემდებარე დანაშაულთა სუბიექტების იდენტიფიკაციის თავისებურებანი". შავლეგი, ასევე არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იურისტი.



22.03.2021

მექანიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ლალი ტიბუა

 ლალი ტიბუა დაიბადა ალაქ ხობში. 1988 წელს წარჩინებით დაამთავრა . ხობის N2 საშუალო სკოლა. 1991 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1996 წელს წარჩინებით დაამთავრა ზემოთ აღნიშნული უნივერსიტეტი და იმავე წელს ჩააბარა ასპირანტურაში. 2005 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ სადისერტაციო საბჭოზე დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,თეორემათა ავტომატური მტკიცების ზოგიერთი საკითხი’’ პროფესორ ხიმური რუხაიას ხელმძღვანელობით. მას მიენიჭა დოქტორის ხარისხი. 2006 წლიდან მუშაობა დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში მათემატიკური ლოგიკისა და მეთოდოლოგიის განყოფილებაში და დღემდე მუშაობს ზემოთ აღნიშნულ სამეცნიერო ინსტიტუტის გამოყენებითი ლოგიკისა და პროგრამირების ლაბორატორიაში მეცნიერ თანამშრომლად. 2006 წელს პარალელურად მუშაობა დაიწყო თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეზე და კითხულობდა სხვა და სხვა სალექციო კურსებს: ,,დისკრეტული მათემატიკა და მათემატიკური ლოგიკა’’, ,,კალკულუსი’’,, ალგებრა და ანალიზური გეომეტრია’’, ,,ლოგიკა იურისტებისათვის’’ და .. მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტში როგორც მოწვეული ლექტორი.

2017 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლაში, როგორც მოწვეული ლექტორი. უძღვება მათემატიკური ლოგიკისა და ალგორითმების თეორიის, დისკრეტული სტრუქტურისა და ფინანსური მათემატიკის კურსებს.

2018 წელს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში აირჩიეს ასოცირებულ პროფესორად ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე, მათემატიკის მიმართულებით და დღემდე მუშაობს ამ უნივერსიტეტში.

გარდა სასწავლო პროცესისა ჩართულია აქტიურად სამეცნიერო მუშაობაში. მონაწილეობა აქვს მიღებული 100-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციებში. არის 65 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აგრეთვე მონაწილეობს საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტებში, როგორც ძირითადი შემსრულებელი. ის აგრეთვე მონაწილეობს საზოგადოებრივ საქმეებშიც. არის სტუდენტთა საერთაშორისო სკოლა-სემინარის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, რომელიც ყოველ წელს ტარდება თსუ-ში.

ის ეხმარება წარჩინებულ სტუდენტებს სამეცნიერო კავშირები დაამყარონ სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მეცნიერებთან. მისი ხელმძღვანელობით სტუდენტები და მაგისტრანტები ამზადებენ საკურსო, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომებს

არის თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მატემატიკის ინსტიტუტში სამეცნიერო სემინარის სწავლული მდივანი.

წყარო:

1. https://ug.edu.ge/persons/full/5474

2. https://scholar.google.com/citations?user=AlpajqwAAAAJ&hl

3. „ხობის მოამბე“, N3, 2021 წ.

4. https://geoanbani.com/other/gllc.ge/publications/articles/NLP_2.pdf

5. https://qartveli.ucoz.com/nabijebi_2014_zamtari_v09_info.pdf

6. http://www.rmi.ge/~gmu/GMU_Conference/participants.pdf

7. https://www3.risc.jku.at/projects/intas/Tbilisi/index.html~

 

 

 

 

 

19.03.2021

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი აპოლონ კალანდია

 ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი აპოლონ კალანდია დაიბადა 1919 წელს ქალაქ ხობში. 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1944-1953 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში; 1953-1955 წლებში - საკავშირო ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში; 1955-1967 წწ. - თბილისის გამოთვლით ცენტრში მყარი ტანის მექანიკის ამოცანების მიახლოებითი და რიცხვითი ამოხსნების განყოფილების გამგე; 1967-1980 წწ. - ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში დრეკადობის თეორიის განყოფილების გამგე. მისი მეცნიერული კვლევის საკითხები შეეხებოდა უწყვეტი ტანის მექანიკის ამოცანების მიახლოებით და რიცხვით ამოხსნებს, დრეკადობის მათემატიკური თეორიის ორგანზომილებიან ამოცანებს, კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების სასაზღვრო ამოცანებს; მან მოგვცა სიბრტყეზე მრავლადბმული და უსასრულო არეებისათვის ძირითადი სასაზღვრო ამოცანის ამოხსნა n-ჰარმონიული განტოლებებისათვის; მოგვცა მულტოპის მეთოდის მკაცრი მათემატიკური დასაბუთება სასრული გაშლის ფრთის განტოლების მიახლოებითი ამოხსნისას და ამ მეთოდის გამოყენება საკონტაქტო ამოცანების რიცხვითი ამოხსნისას; მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბრტყელი დრეკადობის სტატიკური ამოცანების ამოხსნების და დრეკადი ფირფიტების ღუნვის კლასიკურ თეორიაში. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Решение основной граничной задачи для управления п и = о в двухсвязной области", დაიცვა 1948 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "Некоторые смешанные задачи теории упругости", დაიცვა 1955 წელს (მოსკოვი).

2009 წლის 30 ივნისს ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში აპოლონ კალანდიას დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა (პროფ. ა. კალანდიას ცხოვრება და მეცნიერული მოღვაწეობა ჯ. შარიქაძე)
2. მოგონებები (გ. ჯაიანი, რ. დუდუჩავა, გ. ქუთათელაძე, გ. ხატიაშვილი, ნ. მანჯავიძე, გ. ჟორჟოლიანი).

აპოლონ კალანდია გარდაიცვალა 1980 წელს.

სრული ბიბლიოგრაფია:

1.                Mathematical methods of two-dimensional elasticity. M.: Nauka, 1973.

2.                Mathematical methods of two-dimenional elasticity. Moscow, Mir-Publishers, 1975.

(ii) papers

3.                Solution of the basic boundary value problem for the equation Dn = 0 in doubly-connected domain. (Georgian) Trudy Tbiliss. Mat. Inst. im. A. Razmadze, XVII(1949), 131-163. (Russian summary).

4.                Solution of the basic n-harmonic problem in the case of an infinite domain. (Russian). Trudy Tbiliss. Mat. Inst. im. A. Razmadze, XVII(1949), 169-189.

5.                The basic n-harmonic problem for multi-connected domains. (Russian) Izv. AN SSSR, ser. Mat., XV(1951) N 2, 185-198.

6.                Remark on the existence of the solution of the basic boundary value problem for one class of elliptic equations. (Russian) Soobshch. AN Gruz. SSR, XII(1951) N 6, 321-325.

7.                On the problem of equilibrium of an elastic plate with supported edges. (Russian) Trudy Tbiliss. Mat. Inst. im. A. Razmadze, XIX(1958), 393-210.

8.                On one mixed problem of bending of an elastic plate. (Russian). Prikladnaya Matematika i Mekhanika, XVI(1952) 3, 1952, 271-282.

9.                General mixed problem of bending of an elastic plate. (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika, XVI(1952) 5, 513-532.

10.            Solution of some problems of bending of an elastic plate. (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika, XVII(1958) 3, 293-310.

11.            On the problem of equilibrium of an elastic plate with supported edges. (Russian) Trydy Tbiliss. Mat. Inst.,19(1953), 193-210.

12.            On one mixed problem of bending of an elastic plate. (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika, 16:3(1952), 271-282.

13.            General mixed problem of bending of an elastic plate. (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika, 16:5(1952), 513-532.

14.            Solution of some propblem of bending of an elastic plate. (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika,17:3(1953), 293-310.

15.            Bending of an elastic plate in the form of elliptic ring. (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika, 17:6(1953), 693-704.

16.            To the contact problems of the theory of elasticity. (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika, 21:3(1957), 389-398.

17.            The Hertz type plane problem of cylindrical bodies compression. (Russian) Soobshch. AN Gruz. SSR, 21:1(1958), 3-10.

18.            On stresses in an elastic half-plane. Prikladnaya Matematika i Mekhanika, 23:6(1959), 1130-1131.

19.            On the Hertz problem of elastic bodies compression. (Russian) Trudy Bychisl. Centra AN Gruz. SSR,1(1960), 113-123.

20.            On one method of solution of the problem of the elasticity theory for a semi-circle. Problems of Continuum Mechanics. In: To the 70th Birthday of Academician N.I. Muskhelishvili. M.: Izd. AN SSSR, 1961, 161-169.

21.            To the approximate conformal mapping of domains. (Georgian) Trudy Vychisl. Centra AN Gruz. SSR, 6:2(1965), 5-9.

22.            To the solution of problems on equailibrium of an elastic semi-circle. (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika, 28:6(1964), 1106-1111.

23.            On the trends in a piesewise homogeneous medium. (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika, 29:4(1965), 785-788.

24.            To the problem of olate reinfircement. (Russian). Trudy Tbiliss. Mat. Inst. im. A. Razmadze AN Gruz. SSR,33(1967), 45-56.

25.            On plane problems of the couple-stress elasticity (with V.S. Zhenti). (Russian) Trudy Mat. Inst. im. A. Razmadze AN Gruz. SSR, 33(1967), 57-75.

26.            On one plane problem of non-symmetric theory of elasticity. Collected papers in equations of mathematical physics, 2 (Russian) Trudy Tbiliss. Mat. Inst. AN Gruz. SSR, 35(1969), 46-51.

27.            Remarks on the singularity of elastic solutions in the vicinity of corners. (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika,33:1(1969), 132-135.

28.            On the strained state in plates reinforced by stiffeners. (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika, 33:3(1969), 538-543.

29.            Linear theory of elasticity. In: Mechanics in the USSR for 50 years (with a team of co-authors). V. 3, M., 1972.

30.            On stresses distribution near holes. Continuum mechanics and related problems af analysis. (To 80th Birthday of Academician N.I. Muskhelishvili). M.: Nauka, 1972, 221-233.

31.            Influence of a stringer and stress distribution near holes (with G.T. Zhorzholiani). (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika, 38:1(1974), 145-158.

32.            Influence of a rigid inclusion on the stress intensity near cut ends with G.T. Zhorzholiani). (Russian) Prikladnaya Matematika i Mekhanika, 38:4(1974), 719-727.

33.            On integral equations of the plane theory of elasticity. (Russian). Trudy Tbiliss. Mat. Inst. im. A. Razmadze AN Gruz. SSR, 19(1975), 42-53.

34.            Remark on strengthening of a half-plane by a stringer of finite length. In: Mechanics of deformable bodies and constructions. (To 60th Birthday of Academician Yu.N. Rabotnov). 1975, 211-215.

35.            On application of the method of function influence to the plane theory of elasticity. (Russian) Izd. AN Armenian SSR, Mechanics, 29:4(1976), 16-28.

36.            On one problem of plate bending which is solvable in quadratures (with O.E. Laliashvili). (Russian) DAN, 226:1(1976), 34-37.

37.            To the problem of bending of a semi-circular plate. (Russian). Izv. AN Arm. SSR, Mechanics, 30:2(1977), 11-21.