26.09.2025

სიმონ ბოლქვაძის (1814-1896) საფლავის ქვის წარწერა ხობის მონასტერში

ხობის მონასტრის გალავანში ამოკვეთილი წარწერა არკვევს ჩვენთვის საინტერესო პიროვნების ვინაობას. ეპიტაფიის ტექსტი შეუდგენია ცნობილ ლიტერატორს იონა მეუნარგიას, რომელსაც ცოლად ჰყოლია სიმონ ბოლქვაძის შვილიშვილი ნინო ჯორჯიკია. საფლავის ქვის წარწერა გვაუწყებს:

ქობულეთიდამ მომგვარა სამეგრელოს და მიმირქვა წმინდის ემბაზიდამ მთავარმან ლევან გრიგოლის ძე დადიანმა 1829 წელს.] მას ვახლდი მთელი მისი სიცოცხლე[,] ვითარცა პირველი მისი მონადირე[,] და მან აღმავსო ყოვლისა პატივითა და ქონებითა, მყო რა პატრონი აზნაურის გიორგი საჯაიას მამულისა სოფ. ჯაღრას. ამიერ სოფლიდამ განველ სოფელ ნოჯიხევს საყვარელის ჩემის ასულის სალომე ჯორჯიკიას სახლში. ღმერთო დაიცევ ოჯახი ჩემი და ბედნიერ ჰყავ შთამომავლობა ჩემი".

„მიმირქვა წმინდის ემბაზიდამ“ ნიშნავს: „მომნათლა", ანუ, როცა ქობულეთიდან სამეგრელოში ჩაუყვანია, თან მოუნათლავს კიდეც. ლევან დადიანს თოთხმეტი-თხუთმეტი წლის სიმონ ბოლქვაძე. ნათლული ნათლიის სასახლის კარზე პირველი მონადირე გამხდარა. ნადირობის ესოდენ მოტრფიალე მთავრის პირველი მონადირის ტიტული ერთობ პატივსაცემი წოდება უნდა იყოს, ცხადია. (როცა ბატონ სიმონ ბოლქვაძეს, სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილეს, ვუთხარი, თქვენი წინაპარი ლევან დადიანის შესახებ მოგვითხრობს-მეთქი, მაშინვე მკითხა, ნადირობის ამბავიაო? არა, თუმცა მონადირეებიც არიან-მეთქი ნახსენები).

მრავალრიხცოვანი და სასახელო შთამომავლობა დარჩა სიმონ ბოლქვაძეს. მათ შორის არიან კულტურის გამოჩენილი მოღვაწენი: პედაგოგი და მწერალი ჯაჯუ ჯორჯიკია, ქართველ კინომსახიობთა პირველი თაობის წარმომადგენილი თამარ ბოლქვაძე, ქართუ-ლი კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ნიკოლოზ შენგელაია, ქართული მულტიპლიკაციის პიონერი რეჟისორი ვლადიმერ მუჯირი, საქართველოს სახალხო არტისტი სალომე ყანჩელი, კინორეჟისორები ელდარ და გიორგი შენგელაიები, სპორტის ოსტატი ნოდარ ჯორჯიკია და სხვა მრავალნი.

 




ლევან ბრეგაძე - „მოგზაურობა ლე კოკაზ ილიუსტრეს ფურცლებზე“.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.