ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი და რეჟისორი დავით კობახიძე დაიბადა 1935 წლის 3 იანვარს, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში. 1953 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა.
1957-1962 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორის ასისტენტად.1962-1967 წლებში
სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, სარეჟისორო
ფაკულტეტზე.
1967-1969 წ.წ.
- ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის მთავარი რეჟისორი.
1970-1973 წ.წ.
- საქართველოს ტელევიზიის რეჟისორი.
1973-1976 წ.წ.
- სოხუმის ქართული თეატრის მთავარი რეჟისორი.
1976-1980 წ.წ.
- ვასო აბაშიძის მუსიკალური კომედიის თეატრის რეჟისორი.
1980-1992 წ.წ.
- რუსთავის სახელმწიფო თეატრის რეჟისორი.
2002-2004 წ.წ.
- ცხინვალის ქართული თეატრის რეჟისორი.
2005-2010 წ.წ.
- სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორი.
1976-2010 წ.წ.
- თეატრალური ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, დოცენტი, პროფესორი.
1983 წელს დაიცვა
საკანდიდატო დისერტაცია.
1987-2004 წ.წ.
- თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო და სამსახიობო ფაკულტეტის დეკანი.
1996 წლიდან თეატრალური
უნივერსიტეტის პროფესორი.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.