ისააკ თუთბერიძე დაიბადა 1919 წელს ხობის რაიონის სოფელ ბიაში ღარიბი გლეხის ოჯახში. არასრული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქ. ბათუმის სუბტროპიკულ ტექნიკუმში. მისი დამთავრების შემდეგ, 1939 წლიდან შრომითი საქმიანობა დაიწყო ბათუმის რაიონში ჩაის კულტურის უბნის აგრონომად.
1940 წლის აპრილში გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. აქტიური მონაწილეობა მიიღო სამამულო ომში. სამამულო ომიდან დაბრუნების შემდეგ, 1946 წლიდან მუშაობს ხობის რაიონში სხვადასხვა თანამდებობებზე: 1946-1951 წლებში მუშაობდა ჯერ ხობის, ხოლო შემდეგ ბიის კოლმეურნეობის აგროტექნიკოსად. 1954 წელს დაამთავრა მცხეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარეთა მოსამზადებელი სამწლიანი სკოლა. ამავე წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს კპ ხობის რაიკომში მტს-ების ზონის ინსტრუქტორად. 1955-1958 წლებში მუშაობდა ძველი ხიბულის ლენინის სახელობის კოლმეურნეობის გამგეობის თავმჯდომარედ. 1958-1962 წლებში მუშაობდა ჯერ შუა ხორგის ენგელსის სახელობის კოლმეურნეობის გამგეობის თამჯდომარედ, ხოლო შემდეგ ხობის მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დამზადების ინსპექტორად.1962 წელს არჩეულ იქნა ნოჯიხევის ჭავჭავაძის სახელობის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ, სადაც თერთმეტი წელი იმუშავა ამ თანამდებობაზე.
ი. ზ. თუთბერიძე 1971 წელს ქ. სოხუმში დაუწრებლად
დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. მას მიღებული ჰქონდა მთავრობის
ჯილდოები - საპატიო ნიშნის ორდენი და მედლები.
ი. ზ. თუთბერიძე საქართველოს კომპარტიის ხობის
რაიონული ორგანიზაციის 25-ე, 27-ე და 28-ე პარტიული კონფერენციების მიერ არჩეულ იქნა
პარტიის რაიონული კომიტეტის წევრად, იყო ხობის მშრომელთა დეპუტატების მე-12 მოწვევის
რაიონული საბჭოს დეპუტატი.
ისააკ თუთბერიძე
გარდაიცვალა 1976 წელს.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.