02.11.2021

ხობის მომღერალთა გუნდი პორფილე გაბელიას ხელმძღვანელობით

 ხალხური სიმღერების ოსტატი პორფილე გაბელია დაიბადა სენაკშიახალგაზრდობაში მღეროდა რემა შემგელიასთან ერთად.


პორფილე გაბელიას გუნდის კონცერტის აფიშა (ციფრული ფოტომატიანე).

 18 წლის ასაკში ძუკუ ლოლუას გუნდის წევრი გახდა; 1907-1916წწ. დაუახლოვდა ჩავლეიშვილებსა და ალექსანდრე მახარაძეს, მათგან ხშირად ისმენდა სიმღერებს, რომელთაც სწრაფად ითვისებდა; ავქსენტი მეგრელიძის გუნდებშიც მღეროდა; მალე ბათუმში გაემგზავრა და ჯონდი რურუასთან ერთად გუნდი ჩამოაყალიბა; ხშირად იმართებოდა კონცერტები, მასში მონაწილეობდნენ მუშები, რომელთაც უყვარდათ ხალხური სიმღერები და სათუთად ეკიდებოდნენ ამ საქმეს; გულრიფშში(სოხუმი) სანდრო ოჩიგავასთან ერთად ჩამოაყალიბა გუნდი; 1934 წელს ხობის რაიონული გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა; მართავდა კონცერტებს როგორც ხობში, ასევე ზუგდიდში, ახალსენაკში, ბათუმში, სოხუმში, ბორჯომში; 1937 წელს მეოთხე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გუნდი სასახელოდ გამოვიდა და გაიმარჯვა. . გაბელია გარდაიცვალა 1938 წელს.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007

 


Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.