გთავაზობთ, მცირე ისტორიული ექსკურსს სოფელ ქვალონის ადმინისტრაციული საზღვრების
და სოფლის დაყოფის შესახებ.
1934 წლამდე არსებობდა მხოლოდ ერთი ქვალონი. მაგალითად მეცხრამეტე საუკუნის
პრესის მასალებში ათეულობით ცნობაა დაცული სოფელ ქვალონის შესახებ. 1926 წლის საქართველოს მოსახლეობის საკავშირო აღწერის მიხედვით არსებობს სოფელი ქვალონი, რომლის მოსახლეობა შეადგენს 3870 ადამიანს.
ქვალონის ორ საბჭოდ გაყოფა მომხდარა 1934 წელს, რასაც მოწმობს გაზეთ კომუნისტის
1934 წლის N134-ში გამოქვეყნებული ინფორმაცია, კერძოდ: ცაკ-ის გადაწყვეტილებით ქვალონის
სასოფლო საბჭოს გამოეყო ქვემო ქვალონი და დაარსდა ქვემო ქვალონის სასოფლო საბჭო, ცენტრით
ქვემო ქვალონში. საქართველოს სსრ ცაკის 1934 წლის 21 მაისის დადგენილებით ხობის რაიონში
შეიქმნა ქვემო ქვალონის სასოფლო საბჭო.
1936 წლის „კანონთა და განკარგულებათა კრებულის“ მიხედვით არსებობს ორი
ქვალონი: ქვალონის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან სოფლები: შუა ქვალონი, ზემო
ქვალონი და ჭითაუშკური და ქვემო ქვალონის საბჭო 0სოფელი ქვემო ქვალონი).
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.