გვერდები

03.06.2021

თამთა ხარამიშვილი - ჰამბურგის უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებული

 ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, წარმატებული ახალგაზრდა თამთა ხარამიშვილი ქალაქ ჰამბურგის ტექნიკურ და გამოყენებად მეცნიერებათა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

თამთასთვის გერმანიაში წასვლის მიზანი ევროპული განათლების მიღება და განვითარება იყო. 2013 წლიდან სწავლობდა ქალაქ ჰამბურგის ტექნიკურ და გამოყენებადი მეცნიერებების უნივერსიტეტში, ლოჯისტიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად მუშაობდა და გამოცდილებას იღებდა სხვადასხვა მიმართულებით. უმუშავია ისეთ ფირმაში, როგორიცაა Deutsche Post-ის (2014-2015 წლებში) ლოჯისტიკის განყოფილებაში.

2015-2016 წლებში საქმიანობას ეწეოდა ფირმაში, რომლის სამეწარმეო საქმიანობა დაკავშირებულია საქონლის და მომსახურების გაყიდვასთან საბოლოო მომხმარებლებზე. მუშაობის პროცესში მონაწილეობას აქვს მიღებული ფრანკფურტის, დიუსელდორფის, ბერლინისა და ჰამბურგის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებში. თამთა პასუხისმგებელი იყო ხარისსხის კონტროლზე, კლიენტების მოზიდვაზე, კოლექციის დაგეგმვასა და მარკეტინგზე.

სწავლის და მუშაობის პარალელურად იყო ჰამბურგის გამოყენებადი მეცნიერებების უნივერსიტეტის არჩეული თვითმმართველობის წევრი. სპორტული, კულტურული შემეცნებითი და გასართობი პროქტების და ღონისძიებების ორგანიზატორი.

2017 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, ლონდონში EF International Language Centres-ში. კურსის წარმატებით დასრულების შედეგ გადაეცა მსოფლიოში აღიარებული  Council of Europe Level სერთიფიკატი.

2017-2018 წლებში მუშაობდა ფირმაში B&P Bergmannpartners-ში, რომლის ძირითადი საქმიანობა უძრავი ქონების მენეჯმენტი და საპორტფელე კაპიტალდაბანდებების, აქტივების პორტფელის სტრუქტურის დარეგულირება და ინვესტორებისთვის მიმზიდველი შეთავაზებების მომზადებაა.

სამუშაო გამოცდილება მიიღო ჰამბურგის საბალეტო სკოლაში ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით.

2019 წელს მუშაობა დაიწყო Lufthansa Industry Solutions-ში. Lufthansa Industry Solutions არის Lufhhansas დამოუკიდებელი შვილობილი კომპანია 2015 წლიდან, რომელიც მომხმარებლებს ინდუსტრიის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, IT-სისტემების, ავიაციის, მედიისა და საგამომცემლო სექტორებისთვის გადაწყვეტილებებს სთავაზობს, როგორც Lufthansa Group-ის წევრებს, ასევე მსოფლიო მასშტაბის ფარგლებში. თამთა ინტერაქტიული მარკეტინგული სფეროში მუშაობდა და დაუგეგმავს და მონაწილეობა მიუღია არაერთ ღონისძიებაში: Forum Digitalisirung ჰამბურგსა და ფრანკფურტში, SAP Special,Artificial Inteligence,  Patris Days 2019 ბერლინში.

2019-2020 წლებში მუშაობდაThe Fontenay-ში, რომელიც  საერთაშორისო The Leading Hotels of the World ჯგუფის წევრი სასტუმროა. სხვათაშორის, ამ ტიტულით პირველი სასტუმრო ჰამბურგში. თამთა მუშაობდა ფინანსურ განყოფილებაში და მის მოვალეობაში შედიოდა ოპერატიული აღრიცხვის/მონაცემების შეფასება და ასახვა, ფინანსური ანგარიშების მომზადება, ფულადი სახსრების მოძრაობის აღრიხცვა. ამ ოპერაციების შეჯამება, მათ შორის ბალანსი, რომელიც აღწერს კომპანიის ოპერაციულ მუშაობას განსაზღვრულ პერიოდში.

2020 წლიდან დღემდე დასაქმებულია NBBN-ში, ლონდონის MSI Global Alliance-ის წევრ კომპანიაში, რომელიც ეწევა მომსახურებას საგადასახადო, იურიდიულ  და აუდიტის ხარისხის კონტროლის მიმართულებით. თამთა  ეუფლება გერმანიის საგადასახადოს სისტემას, წლიური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე ევალება გერმანიის კომერციული კოდექსის (HGB) საფუძველზე წლიური ფინანსური ანგარიშგების და საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, კომპანიების ეკონომიკური ანალიზი და მაჩვენებლების დადგენა სამართლებრივი კანონების და ნორმების გათვალისწინებით.თამთა სწავლობს გერმანიის შრომის და სამოქალაქო კოდექსს.