გვერდები

24.01.2019


1924 წლის აჯანყება და ხობი

1924 წლის აჯანყებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართველი ერი ვერ შეეგუებოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვას და საბჭოთა რუსეთის სამხედრო-საოკუპაციო რეჟიმს. საქართველოს ყველა კუთხეში დაიწყო აქტიური მზადება აჯანყებისთვის ოკუპანტების საქართველოს ტერიტორიიდან განდევნის მიზნით.
წინამდებარე წერილში თავმოყრილია მასალა 1924 წლის აჯანყებაში ხობელთა მონაწილეობის, ბრძოლის პერიპეტიებს და სამშობლოს სიყვარულის გამო დასჯილთა შესახებ.

საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა მთელი საქართველო სამოქმედო ზონებად დაყო. საქართველოს რეგიონებში იატაკქვეშეთში მომუშავე პოლიტიკურ პარტიებს კავშირი ჰქონდათ როგორც დამკომთან, ისე ერთმანეთთან. სენაკის მაზრის დამოუკიდებლობის კომიტეტმა ზუგდიდის მაზრაში დამოუკიდებლობის კომიტეტის შესაქმნელად და მასზე მუდმივი მეთვალყურეობის მიზნით ეროვნულ-დემოკრატი შალვა თვალთვაძე მიავლინა. შალვა თვალთვაძემ ქალაქ ზუგდიდში ჩასვლისთანავე შექმნა ზუგდიდის მაზრის დამოუკიდებლობის კომიტეტი, რომლის ერთერთი წევრი ხეთის მკვიდრი ესტატე ლატარია იყო. ზუგდიდის მაზრის დამოუკიდებლობის კომიტეტმა აჯანყების თარიღი თედო ესართიასაგან შეიტყო და, თავის მხრივ, მაზრის სამხედრო შტაბისა და აჯანყებულთა შეიარაღებული რაზმების მეთაურები გააფრთხილა.
აჯანყებულების მთავარი ლოზუნგი იყო ,,გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!~ ზუგდიდის მაზრაში აჯანყებულთა რიცხვმა 1 500-ს მიაღწია. აქედან 50% სოციალ-დემოკრატი იყო, 10-15% _ ეროვნულ-დემოკრატი, 10% _ ყოფილი ოფიცერი, 15-20% _ ყოფილი აზნაური. დანარჩენი_ 15 %.

სოფ. ხეთაში ვ. გეგეჭკორი აჯანყებულთა 60 კაციან რაზმს შეხვდა, რომელსაც სოციალ-დემოკრატი ვარლამ კობახიძე მეთაურობდა. მათ თან 200 დაპატიმრებული კომუნისტი მიჰყავდათ (ვლადიმერ ჯაგუა და სხვ.). სოფ. ხეთაში ე. ლატარიამ თათბირი ჩაატარა, ტელეგრამა წაიკითხა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მთელი საქართველო დამოუკიდებლობის კომიტეტის ხელში იმყოფებოდა. ამ დროს აჯანყებულებმა პატიმრების _ ვლადიმერ ჯაგუასა და კალანდარიას დახვრეტა მოითხოვეს, მაგრამ ვ. გეგეჭკორმა მათ ამის უფლება არ მისცა, პირიქით, ყველა პატიმარი გაათავისუფლა.
1924 წლის 1 სექტემბერს აჯანყებულებმა სოფ. ხეთა დატოვეს და სენაკისკენ გაემართნენ.
გზად დაბა ხობში შეისვენეს. მოგვიანებით ვლადიმერ გეგეჭკორმა ე. ლატარიასთან და
ჭაბუკიანთან საუბარი მოისურვა, მაგრამ ისინი ადგილზე არ აღმოჩნდნენ, რადგან კომუნისტების მიერ სენაკის აღება შეეტყოთ და ბანაკი მიეტოვებინათ.
აჯანყებულებმა ხობის დატოვება დაიწყეს, მაგრამ ამ დროს კომუნისტებმა ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკებისას აჯანყებულები დაიქსაქსნენ. ვლადიმერ გეგეჭკორი სამ თანამებრძოლთან ერთად (ერთ-ერთი მათგანი იყო ილარიონ ხუბუტია სოფ. ჯვარიდან), ქ. ზუგდიდის მიმართულებით გაემართა. ხობში აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე ესტატე ლატარია მივიდა გერმანე ლატარიას ოჯახში და აჯანყების თარიღი აცნობა. გერმანე ლატარიამ ყველა ,,თავისიანი~ გააფრთხილა.
1924 წლის 28 აგვისტოს ღამით დაახლოებით 70 აჯანყებული დათქმულ ადგილზე შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ: გერმანე ლატარია, პაჩუ ჯორჯიკია, ვლადიმერ თამარიშვილი, სიმონ როდონაია, ბესარიონ ქირია. გერმანე ლატარიამ აჯანყებულები ოთხ რაზმად დაყო და თითოეულ მათგანს მეთაური მიუჩინა. ერთ-ერთი რაზმის მეთაური მალაქია გაგუა იყო.
29 აგვისტოს დილის ოთხ საათზე აჯანყებულები ხობში შეიჭრნენ. მათი ლოზუნგი იყო: ,,გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“. აჯანყებულებმა ადგილობრივი კომუნისტები განაიარაღეს და დააპატიმრეს. სოფ. ბიის მღვდელი ლ. იოსავა ხალხს არწმუნებდა, რომ სამეგრელოს ყველა კუთხე, ქუთაისი და თბილისი ამბოხებულების მიერ იყო აღებული და საბჭოთა ხელისუფლება აღარ არსებობდა. ლ. თათარიშვილმა ხალხს გამოუცხადა, რომ ინგლისის ჯარები უკვე მოადგნენ ფოთს და მალე აქაც ჩამოვლენო. თითქოსდა ამის დასტურად, ნაშუაღამევს საყვირის ხმა მოისმა, რომელიც ძალიან ჰგავდა გემის საყვირს (როგორც შემდეგ გაირკვა, აჯანყებულებმა სოფ. ხეთასა და ხორგაში ხე-ტყის ქარხნების საყვირები აახმაურეს). ლევან დუნდუამ (დახვრიტეს აჯანყებაში მონაწილეობის გამო) ხალხს ტელეგრამა წაუკითხა, რომელშიც თბილისის აღებაზე იყო საუბარი (მოგვიანებით გაირკვა, რომ ტელეგრამაც ყალბი იყო). ხალხი აჯანყებაში მასიურად ჩაება. მოხუცებიც კი იარაღს ითხოვდნენ. აჯანყებულთა რიცხვმა 400 მიაღწია. 29 აგვისტოს დილის 8 საათზე ხობის ბულვარში კრება ჩატარდა. სოციალისტ-ფედერალისტმა ბესარიონ ჯორჯიკიამ ხალხს საქართველოს გათავისუფლება მიულოცა და ხობის რაიონის დამკომის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. აირჩიეს კიდეც მისი წევრები: ლევან დუნდუა (თავმჯდომარე, სოციალ-დემოკრატი), ნესტორ როდონაია (სოციალ-დემოკრატი), ბიქტორ პაჭკორია (ეროვნულ-დემოკრატი). დამკომმა გერმანე ლატარია სამხედრო ხელმძღვანელად დატოვა, ხობის კომენდანტად ექვთიმე წიფურია დანიშნა, ჭაჭია (ყოფილი ოფიცერი) _ მის თანაშემწედ, ჯორჯიკია _ მილიციის უფროსად, სილვესტერ კობახიძე _ ხობის რაიონის კომისრად.23 ხობის დამკომმა გამოსცა ბრძანება N5, რომელიც შემდეგი შინაარსის იყო: ,,უბრძანებთ ყველა მოქალაქეს, რომელნიც დაბადებულნი არიან 1901, 1902, 1903, 1904 წ. გატარდენ რეგისტრაციაში და მოემზადონ ჯარში გასაწვევად, გამოცხადენ რაიონული ერობის მიმღებ კომისიაში.

1924 წლის 31 აგვისტოს ხობის აჯანყებულებმა მზვერავისგან შეიტყვეს, რომ ქ. ფოთისა და სოფ. ქვალონის კომუნისტების შეერთებული ძალები ხობს უახლოვდებოდნენ. აჯანყებულებმა ხობის საზღვრების გამაგრება გადაწყვიტეს, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ ამის გაკეთებას აზრი არ ჰქონდა. კომუნისტებთან შეტაკებისას აჯანყებულები გაიფანტნენ. სოფელ ხეთაში აჯანყებულები ორად გაიყვნენ, რათა მობილურად ემოქმედათ. გამოსვლა 29 აგვისტოს დილას დაიწყო. ყველა კომუნისტი განაიარაღეს, დააპატიმრეს და სკოლის შენობაში მოათავსეს. ერთადერთი კომუნისტი, რომელიც წინააღმდეგობას აგრძელებდა, ლევან გოგია იყო, მაგრამ საბოლოოდ ისიც იძულებული გახდა, ფარ-ხმალი დაეყარა. აჯანყებულებმა რაჟდენ ქირიას მეთაურობით სოფლის კანცელარიის შენობა დაიკავეს, რომლის შემდეგაც ადგილობრივი დამკომი აირჩიეს. დამკომში შევიდნენ: ვარლამ კობახიძე (თავმჯდომარე), ჩაქვა (იასონ) კუტალია, რაჟდენ ქირია, თეიმურაზ კუკავა და დოროთე კიტია (ავადმყოფობის გამო არ უმუშავია).25 აჯანყებულებმა ,,დაგზავნეს ეკლესიაში კაცები და შეიქმნა ზარების რეკვა~ და დიდი ზეიმი.26 აჯანყებულებმა სოფლის კოოპერატივის გამგეს ტყვია-წამალი და 264 მანეთი წაართვეს. 29 აგვისტოს, დღის 2 საათზე სოფ. ხეთაში მოიტანეს ცნობა კომუნისტების მიერ სოფ. ცაიშის დაკავების შესახებ. აჯანყებულებმა ცაიში-ხეთის საზღვარი გაამაგრეს, სოფ. ცაიში დაიკავეს და 26 კომუნისტიც დააპატიმრეს (ხობში
გაგზავნეს). 31 აგვისტოს ქ. ზუგდიდიდან უკან დახეულმა აჯანყებულებმა: მამია ანჯაფარიძემ, ვარლამ გობეჩიამ, ვარლამ ხუბუტიამ, ბაგრატ ვეკუამ, არსენ კუჭავამ, ბეგი გეგეჭკორმა და სხვებმა სოფ. ხეთაში 150 კომუნისტი პატიმარი 100 მცველის თანხლებით მიიყვანეს, მათ 40 ავადმყოფი პატიმარი სოფ. ხეთაში დატოვეს, დანარჩენები ხობის მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით ვარლამ კობახიძემ დაბა ხობში კაცი გააგზავნა კითხვით, შეეძლოთ თუ არა მათ დამატებითი პატიმრების მიღება. აღმოჩნდა, რომ ხობი უკვე კომუნისტებს ჰქონდათ დაკავებული. ამასთან, სოფ. ხეთაში ცნობა მოვიდა, რომ სოფ. ანაკლიის კომუნისტებისაგან შემდგარი რაზმი თავდასხმისთვის ემზადებოდა. ვ. კობახიძემ ადგილზე თეიმურაზ კუკავა დატოვა, თვითონ კი რაჟდენ ქირიასთან ერთად მიიმალა.
ხიბულის რაიონში (მაშინდელი ტერიტორიული მოწყობით ხიბულა ცალკე იყო რომელშიც ჯიხაშკარიც შედიორდა) აჯანყებას ხელმძღვანელობდნენ: ჯუგუ დადიანი, ფუხული ლომაია, ალექსანდრე ლომაია, რაჟდენ ყურაშვილი, აკაკი ქაჯაია.
სოფ. საჩიჯაოში აჯანყებულებმა ადგილობრივი კომუნისტები და კომკავშირლები დააპატიმრეს. აჯანყებულმა გრიგოლ თირქიამ ერთ-ერთ პატიმარს მუქარის ძალით სოფლის კანცელარიის ეზოს ჭიშკარზე გამოსახული ჩაქუჩი და ნამგალი წააშლევინა. ერასტო ქუჩულორიამ ლენინის სურათი დანით დაჭრა და დაპატიმრებულ კომუნისტებს ზედ დააფურთხებინა. სოფელ საჩიჯაოში მონაწილეობა მიიღეს: ერასტო ქუჩულორიამ (ასრულებდა სოფლის კანცელარიის საქმეთა მმართველის ფუნქციას, მწყობრიდან გამოიყვანა ტელეფონის მავთული), ამბაკო კუჭავამ (აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე მოსკოვიდან ჩამოვიდა), გრიგოლ გუსარის ძე თირქიამ, ნესტორ გუსარის ძე თირქიამ (გრიგოლ თირქიას ძმა) ნესტორ კოსტას ძე კვარაცხელიამ, გიორგი (კუკი) იოსების ძე ჩიჩუამ, ანტონ ბასას ძე ფულარიამ, ესტატე სიმონის ძე ახალაიამ, ხუტუ ესტატეს ძე ახალაიამ, (ესტატე ახალაიას შვილი), ამბაკო თანაფიას ძე კუჭავამ, ლადი თანაფიას ძე კუჭავამ, კალისტრატე მიხეილის ძე ნანეიშვილმა. აჯანყებულთა რიცხვმა 100 მიაღწია. სოფ. საჩიჯაოს თავდაცვის კომიტეტში შევიდნენ: გრიგოლ თირქია, ნესტორ კვარაცხელია და ერასტო ქუჩულორია.
სოფ. ხიბულაში აჯანყების სათავეში სიმონ ადამია იდგა. მის განკარგულებაში 25 შეიარაღებული იყო. სოფ. ხიბულაში აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიღეს: ალექსანდრე ლომაიამ, ფუხული ლომაიამ, ჯუგუ დადიანმა, დურუ როგავამ და სხვ. აჯანყებულებმა ჯერ ძალაუფლება აიღეს ხელში, შემდეგ თავდაცვის კომიტეტი ჩამოაყალიბეს. თავდაცვის კომიტეტში შევიდნენ: იგორ კვირკვაია, ბეგი ჯიშკარიანი, ლევან გოგია.
სოფ. ხორგაში აჯანყების სათავეში პილა ბერაია იდგა.

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხობის კომიტეტის წევრები იყვნენ: ლევან დუნდუა (თავმჯდომარე), ესტატე ლატარია (ცენტრალური კომიტეტიდან მივლენილი ზუგდიდის მაზრაში საგანგებო ხელმძღვანელად), გერასიმე ლატარია (სამხედრო ხელმძღვანელი), ვლადიმერ თამარიშვილი, ბესარიონ ქირია, ჩაყვა ქუთელია (კომიტეტში შევიდა ვარლამ ნაჭყებიას გარდაცვალების შემდეგ). ლ. დუნდუას კავშირი ჰქონდა როგორც თბილისთან, ისე ზუგდიდის კომიტეტთან. კავშირი როგორც ერთთან, ისე მეორესთან დირექტივებისა და არალეგალური ლიტერატურის მიღებაში გამოიხატებოდა. ხობის რაიონში სოციალ-დემოკრატიული პარტიის რამდენიმე უჯრედი მოქმედებდა. ერთ-ერთი უჯრედის მეთაური ერისტო ქარჩავა იყო, რომელიც მითითებებს და არალეგალურ ლიტერატურას ლ. დუნდუასაგან იღებდა. ხობის რაიონის სოფლებში სამხედრო ხელმძღვანელები იყვნენ: ვლადიმერ თამარიშვილი (დაბა ხობში), სანდრო ჟორდანია (სოფ. ხორგაში), ბესარიონ ქირია (სოფ. აბასთუმანში), პაჩუ ჯორჯიკია (სოფ. ნოჯიხევში), რაჟდენ ქირია (სოფ. ხეთაში).
სოფ. ნოჯიხევში აჯანყებაში მონაწილეობდა 65 ადამიანი, სოფ. ქარიატაში - 30, სოფ.
ქვალონში - 54, სოფ. პირველი ხორგაში - 30, სოფ. შუა ხორგაში -21.
საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყების დამარცხებისთანავე სასტიკი ანგარიშსწორება დაიწყო.
1924 წლის 6 სეტქემბერს ქ. ზუგდიდში აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დახვრიტეს:
რაჟდენ ოთოს ძე ყურაშვილი, 30 წლის, სოფ. ხიბულის მკვიდრი.
აჯანყებაში აქტიური მონაწილეობის მიმღებთა ძებნა-დაპატიმრებები საკმაოდ დიდხანს
გაგრძელდა. იყო შემთხვევები, როდესაც ძებნილები თვითონ ,,ნებაყოფლობით” ბარდებოდნენ სახელისუფლებო სტრუქტურებს, რადგან ვერ უძლებდნენ იმ ზეწოლას, რომელიც მათი ოჯახის წევრებზე ხორციელდებოდა. მსგავსი ზეწოლისა და პირდაპირი დაპატიმრების გზით ზუგდიდის მაზრის საპყრობილეებში აღმოჩნდნენ: ლევან ლომინის ძე დუნდუა, 33 წლის, ინტელიგენტი, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ექიმი, სოციალ-დემოკრატი 1919 წლიდან, სოფ. ხობის მკვიდრი.

1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების მიერ დახვრეტილთა სია (ხობის რაიონი). ეს მონაცემები არასრულია რადგან  დახვრეტილთა სიებში უმეტეს შემთხვევაში მითითებული არ არის დასჯილთა საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია.

1. ისიდორე ივანეს ძე ტაბიძე, 35 წლის, სოფ. ხეთის მკვიდრი.
2. ვლადიმერ მარკოზის ძე დობაია (46 წლის, სოფ. ხობის მკვიდრი).
3. კლიმენტი ნიკოლოზის ძე სასანია, 23 წლის, სოფ. ხობის მკვიდრი.
4. გერასიმე ფარნაოზის ძე კობახიძე, 22 წლის, სოფ. ხობის მკვიდრი.
5. რაჟდენ ოთოს ძე ყურაშვილი, 30 წლის, სოფ. ხიბულის მკვიდრი.





1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაპატიმრებულთა სია
1. სოკრატ გიორგის ძე ხოჭოლავა, 44 წლის, გლეხი, უმაღლესი განათლების არ მქონე, ეროვნულ-დემოკრატი, ქვრივი, სოფ. ქვალონის მკვიდრი.
2. ევგენი დუტუს ძე ხოჭოლავა, 42 წლის, გლეხი, უმაღლესი განათლების არ მქონე, დაოჯახებული, სოფ. ქვალონის მკვიდრი.
3. ანტონ მარკოზის ძე ბარქაია, 53 წლის, ყოფილი მღვდელი, გამყიდველი, უმაღლესი განათლების არ მქონე, სოფ. ქვალონის მკვიდრი.
4. ისიდორე ალექსის ძე ფაჩულია, 34 წლის, გლეხი, უმაღლესი განათლების არ მქონე, ყოფილი სოციალისტ-რევოლუციონერი, დაოჯახებული, სოფ. ქვალონის მკვიდრი.
5. ვარლამ ივანეს ძე ხოჭოლავა, 35 წლის, გლეხი, უმაღლესი განათლების არ მქონე, დაოჯახებული, სოფ. ქვალონის მკვიდრი.
6. იოსებ ანდროს ძე ეჯიბია, 44 წლის, ფარმაცევტი, საშუალო განათლების მქონე დაოჯახებული, სოფ. ხორგის მკვიდრი.
7. ვარლამ ანტონის ძე კობახიძე, 45 წლის, აგრონომი, სოციალ-დემოკრატი 1917 წლიდან, სოფ. ხეთის მკვიდრი.
8. გერასიმე ბურდღუს ძე ლატარია, 44 წლის, სოციალ-დემოკრატი 1901 წლიდან, სოფ. ხეთის მკვიდრი.
9. ჩაქვა (იასონ) მიხეილის ძე კუტალია, 23 წლის, ინტელიგენტი, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, მასწავლებელი, სოციალ-დემოკრატი 1917 წლიდან, სოფ. ხეთის მკვიდრი.
10. პლატონ თევდორეს ძე ბერაია, 40 წლის, ინტელიგენტი, დაოჯახებული, მასწავლებელი, სოციალ-დემოკრატი 1921 წლიდან, სოფ. ხორგის მკვიდრი.
11. სანდრო ლუკას ძე ლომაია, 38 წლის, გლეხი, დაოჯახებული, სოციალ-დემოკრატი 1923 წლიდან, სოფ. ზუბის მკვიდრი.
12. ბოკო კონსტანტინეს ძე ცხომარია, 44 წლის, გლეხი, დაოჯახებული, სოციალ-დემოკრატი 1901 წლიდან, სოფ. ხორგის მკვიდრი.

1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების მიერ სენაკის მაზრაში დახვრეტილთა სია (დიდი ალბათობის ამ სიაში ბევრი ხობელიც იქნება)
1.ნიკანდრო ათანასეს ძე ვაბილუა, 50 წლის, უპარტიო, ყოფილი პოლკოვნიკი, ყოფილი აზნაური (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
2. პეტრე ანდროს ძე აბშილავა (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
3. პორფირ თეოდორეს ძე ბოჭორიშვილი (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
4. სპირიდონ გერასიმეს ძე ლომია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
5. გიორგი სპირიდონის ძე სახოკია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
6. ალექსი სპირიდონის ძე გუბელაძე (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
7. გერასიმე ბესარიონის ძე გამზარდია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
8. ნიკოლოზ ბესარიონის ძე ხეცურიანი (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
9. მელიტონ ტარიელის ძე ჟვანია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
10. დუტუ სიკოს ძე ხარბედია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
11. გიორგი სიმონის ძე ფაჩულია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
12. გრიგოლ სიმონის ძე გაბუნია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
13. პავლე ივანეს ძე ნაჭყებია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
14. კონდრატე ნესტორის ძე გეგეჭკორი (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
15. გიორგი სავლეს ძე კუცია.
16. თეოფანე სტეფანეს ძე კოკაია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
17. მამია ანდროს ძე გვაზავა (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
18. ერმოლოზ სიკოს ძე ესაკია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
19. ტარიელ სისოს ძე გვასალია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
20. გრიგოლ ივანეს ძე ჩიჩუა (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
21. დიმიტრი შარვანის ძე გარუჩავა (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
22. რაჟდენ თევდორეს ძე შურღაია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
23. დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩიჩია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
24. სამსონ ნიკოლოზის ძე თელია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
25. ონიფანტე როსტომის ძე ჭანტურია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
26. ლევან მალაქიას ძე თოფურია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
27. დიანოზ ბოკუჩავა (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
28. სილვესტრ იოსების ძე უჩანეიშვილი (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
29. თეოფილე მელიტონის ძე ძველაია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
30. სისო პავლეს ძე ცომაია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
31. აკაკი გრიგოლის ძე გამზარდია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
32. გიორგი ივანეს ძე ქურიძე (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
33. იონა პეტრეს ძე ხუხია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
34. ალექსანდრე დავითის ძე ჭანტურია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
35. ბანოდ გეგეს ძე ადამია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
36. ლავრენტი გიორგის ძე კილასონია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
37. ხარლამპი იოსების ძე ოდიშარია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
38. იოსებ ნიკოლოზის ძე სირია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
39. ავაკუმ მარკოზის ძე ოდიშარია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
40. არსენ გუსარის ძე ფაღავა (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
41. დარისპან ანდროს ძე ოდიშარია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
42. კლიმენტი არსენის ძე ფაღავა (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
43. არჩილ ფარნას ძე ჯღამაია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
44. ალექსანდრე ყორშია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
45. ბარნაბა დიანოზის ძე ოდიშარია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
46. აკაკი სისოს ძე ცომაია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
47. ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე შონია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
48. ირაკლი იოსების ძე კვაშილავა (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
49. სპირიდონ დიმიტრის ძე კინწურეიშვილი (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
50. თეოფანე ალექსანდრეს ძე კიჩელია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
51. ალექსანდრე სოფრომის ძე ახალაია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
52. გიორგი ელიზბარის ძე გვასალია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
53. ალექსანდრე მაქსიმეს ძე ჯანჯღავა (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
54. ნოე გიორგის ძე ოდიშარია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
55. ირაკლი დავითის ძე სალაყაია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
56 ნოე გვაზავა (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
57. ნიკოლოზ (კანდია) გიორგის ძე ჩიჩუა (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
58. გრიგოლ სიმონის ძე გარუჩავა (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
59. ივანე ტარიელის ძე ზოსაშვილი (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
60. გრიგოლ ტარიელის ძე კოჩახიძე (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
61. ვლადიმერ ნაჭყებია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
62. იოსები მანუჩარის ძე გარუჩავა, 36 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, გლეხი, დახვრიტეს 3 სექტემბერს.
63. არსენ დომენტის ძე გარუჩავა, 35 წლის, ერროვნულ-დემოკრატი, დახვრიტეს 3 სექტემბერს.
64. ანდრო ნიკოლოზის ძე ნაჭყებია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
65. გრიგოლ კოწიას ძე ბოხუა (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
66. ნიკოლოზ (ნიკო) ეჯიბია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
67. ივანე ბესარიონის ძე ხოშტარია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
68. პლატონ იოსების ძე ხოფერია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
69. ალექსანდრე ანდროს ძე აბშილავა (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
70. შალვა პეტრეს ძე გამსახურდია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
71. მაკარი ნესტორის ძე ავალიანი (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
72. სევერიანე კუჭუხიძე (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
73. ზაქარია დუნდუა (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
74. კაპიტონ გაბუნია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
75. აკაკი ჯიბლაძე (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
76. რაჟდენ შენგელია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
77. პახვალა მასხულია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
78. გაიოზ მუკერია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
79. ათანასი ჭელიძე (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
80. რომანოზ პეტრეს ძე ჩიჩია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
81. მიხეილ ცომაია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
82. ალექსანდრე პავლეს ძე ბოლქვაძე (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
83. ნიკოლოზ (ნიკო) ბესარიონის ძე ჟღენტი (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
84. ივლიანე ბასილის ძე ქორჩილავა (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
85. ალექსანდრე გიგოს ძე მელია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
86. ბიქტორ ბუხუტის ძე მელია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
87. სიმონ კონსტანტინეს ძე ჟვანია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
88. დიმიტრი ალექსის ძე დავითაია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
89. რაჟდენ მიხეილის ძე სიმონია (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
90. ილუშა ონისიმეს ძე ბოკუჩავა (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
91. ნიკოლოზ (ნიკო) საჩინოს ძე მაღნარაძე (დახვრიტეს 3 სექტემბერს).
92. გიორგი კონსტანტინეს ძე ჩიქოვანი, 32 წლის, ყოფილი აზნაური, დახვრიტეს 3 სექტემბერს.
93. არისტრახო კალანდარიშვილი, 45 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, ყოფილი მეკავშირე, დახვრიტეს 3 სექტემბერს.
94. გიორგი კონსტანტინეს ძე ჩიჩუა, ეროვნულ-დემოკრატი, ყოფილი აზნაური, დახვრიტეს 3 სექტემბერს.
95. სიმონ უტუს ძე ფარულავა, 54 წლის, სოციალ-დემოკრატი, გლეხი.
96. ელიზბარ ფარულავა, 37 წლის, ყოფილი ოფიცერი, დახვრიტეს 3 სექტემბერს.
97. სპირიდონ თევდორეს ძე მილორავა, 43 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, გლეხი, დახვრიტეს 3 სექტემბერს.
98. ალექსანდრე სიმონის ძე ყორშია, 22 წლის, სოციალ-დემოკრატი 1903 წლიდან, დახვრიტეს 3 სექტემბერს.
99. ფილიპე სტეფანეს ძე ქავთარაძე, 55 წლის, სოციალ-დემოკრატი 1905 წლიდან, ყოფილი აზნაური, დახვრიტეს 13 სექტემბერს.
100. ნიკოლოზ (ნიკო) დავითის ძე მხეიძე, 35 წლის, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, დახვრიტეს 3 სექტემბერს.
101. იოანე ტარიელის ძე ანჯაფარიძე, 50 წლის, სოციაალ-დემოკრატი 1905 წლიდან, ყოფილი გვარდიელი, დახვრიტეს 13 სექტემბერს.
102. რომანოზ გიორგის ძე ჭუბაბრია, 32 წლის, ყოფილი გვარდიელი, დახვრიტეს 13 სექტემბერს.
103. ვარდებულ გვადას ძე ჩიჩუა, 48 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, ყოფილი აზნაური, დახვრიტეს 13 სექტემბერს.
104. ანტონ მაქსიმეს ძე ზორავა, 40 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, გლეხი, მეკავშირე, დახვრიტეს 13 სექტემბერს.
105. არტემ სამსონის ძე ლეჟავა, 40 წლის, ეროვნულ-დემოკრატი 1905 წლიდან, ყოფილი აზნაური, დახვრიტეს 13 სექტემბერს.
106. არტემ ქუჩანას ძე ჯაიანი, 28 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, გლეხი, დახვრიტეს 13 სექტემბერს.
107. მიხეილ ბახვას ძე ქავთარაძე, მეკავშირე, დახვრიტეს 13 სექტემბერს.
108. გერასიმე თომას ძე ხოშტარია (დახვრიტეს 13 სექტემბერს).
109. მიხეილ ისიდორეს ძე სახოკია (დახვრიტეს 13 სექტემბერს).
110. რაჟდენ თეიმურაზის ძე ფარულავა (დახვრიტეს 13 სექტემბერს).
111. ვარლამ იგორის ძე გეგენავა (დახვრიტეს 13 სექტემბერს).
112. კირილე თეიმურაზის ძე გეგენავა (დახვრიტეს 13 სექტემბერს).
113. ზოსიმე ტიმოთეს ძე ჯღამაძე (დახვრიტეს 13 სექტემბერს).
114. ნიკოლოზ (ნიკო) კუჭუს ძე ჯოჯუა (დახვრიტეს 13 სექტემბერს).
115. ივლიანე ალექსის ძე კუპრეიშვილი (დახვრიტეს 13 სექტემბერს).
116. ირაკლი პონუს ძე იმედეიშვილი (დახვრიტეს 13 სექტემბერს).
117. ნესტორ მარკოზის ძე გეგეჭკორი (დახვრიტეს 13 სექტემბერს).
118. კაპიტონ ლევანის ძე გეგენავა (დახვრიტეს 13 სექტემბერს).
119. ტატა ქვათის ძე ოჩიგავა (დახვრიტეს 13 სექტემბერს).
120. ბახვა კონსტანტინეს ძე ჯავახია (დახვრიტეს 13 სექტემბერს).
121. საჩინო კონსტანტინეს ძე ჯავახია (დახვრიტეს 13 სექტემბერს).
122. დიანოზ როსტომის ძე ქვარცხავა (დახვრიტეს 3 სექტემბერს).

წერილი მომზადებულია შემდეგი გამოცემების საფუძველზე:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო გამოცემა „არქივის კვალდაკვალ - ზუგდიდი“;
1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში (ლევან ჯიქიას სადოქტორო ნაშრომი) 2012წ.