ხობელ ვალერიან გრიგოლის ძე ლატარიას 1949 წელს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. მას ეს წოდება ჩამოართვეს 1952 წელს, ევსევი იოსავას მსგავსად.
15.11.2022
სოციალისტური შრომის გმირი ევსევი იოსავა
სოციალისტური შრომის გმირი ევსევი იოსავა დაიბადა 1910 წლის 1 მაისს ხობის რაიონის სოფელ ბიაში. ე. იოსავამ დაამთავრა სოფელ ბიის სკოლა. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში.
სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1949 წლის 5 აგვისტოს ბრძანებულებით, მას მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება "1948 წელს სიმინდისა და თამბაქოს მაღალი მოსავლიანობისთვის“. მაგრამ 1952 წელს მოხდა უცნაური ფაქტი - ე. იოსავას ჩამოერთვა სოციალისტური შრომის გმირის წოდება.
ევსევი იოსავა გარდაიცვალა 1992 წელს.
ევსევი იოსავა გარდაიცვალა 1992 წელს.
ზუბის საბავშვო ბაღში მოწყობილი ეთნოკუთხე
ზუბის საბავშვო ბაღში ნონა კვირკვაიას მიერ (ორგანიზებით) მოწყობილი ეთნოკუთხე (2013 წელი. ფოტო: ირაკლი შონია).
როგორ შენდებოდა ხობის კულტურის სასახლე
როგორ შენდებოდა ხობის კულტურის სასახლე
ფოტო: სასახლე წერეთლის პანოს და მონუმენტის გარეშე.
ხობის კულტურის სასახლის მშენებლობას 1968 წელს ჩაეყარა საფუძველი, მაგრამ საქმე ამის იქით არ წასულა. რაიონის ხელმძღვანელ პირად ნუგზარ ნადარაიას დანიშვნის შემდეგ აქტიურად დაიწყო ობიექტის მშენებლობა. 1980 წელს ნ. ნადარაიას უთქვამს: „რაიონულ 32-ე კონფერენციას ახალი კულტურის სასახლის შენობაში ჩავატარებთო“.
მშენებლობა დაევალა ხობის მოძრავ-მექანიზებულ კოლონა N19-ს (უფროსი: გენო ტორჩინავა). საქმიანობას ხელმძღვანელობდა მთავარი ინჟინერი გ. ფაჩულია, მშენებლობას კონტროლს უწევდა რაიაღმასკომის თავმჯდომარე ლერი ნანეიშვილი.
კულტურის სასახლის ფასადი მონუმენტური რელიეფით (პანო) გააფორმა მხატვარ-მონუმენტალისტმა ზურაბ წერეთელმა.
ხობის კულტურის სასახლე 1981 წლის 16 მაისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ლენტი საქართველოს კულტურის მინისტრმა ოთარ თაქთაქიშვილმა და ნუგზარ ნადარაიამ გაჭრეს.
პირველი ტრაქტორისტები ხობში - ბიელები ვლადიმერ იოსავა და იპოლიტე შონია
1928 წლიდან ხობის რაიონის სოფლებში ხარ-კამეჩების ტრაქტორებით ჩანაცვლების პროცესი დაიწყო. „რკინის ხარი“ ანუ „რკინაშ ხოჯი“ ასე უწოდებდნენ სამეგრელოში ‘ფორდზონის“ მარკის პირველ ტრაქტორებს. ამ თემას ეხმიანება ცნობილი მეგრული სიმღერის ტექსტი - „რკინაშ ხოჯი სი ვაგოკო ჭა დო ფურჩა, სკან რკინაშ ბარბალეფს ჯიმალობას ელუოფუჩა...“.
პირველი ტრაქტორი სოფელ ბიაში ვლადიმერ იოსავას და იპოლიტე შონიას შემოუგრუხუნებიათ. ახალგაზრდა ტრაქტორისტები სიამაყით გასცქეროდნენ ტრაქტორის კაბინიდან თანასოფლელებს.
„ტრაქტორის მუხლუხებს ზანზარი გაქონდა, წინა დღესაც ასეთივე გრუხუნით ჩაიარა აქვსენტი კეკუსანძემ და გეზი საჯიჯაოსკენ აიღო. „ ა, აგერ გვეჯე მიქა“ - თითით უჩვენებდნენ ერთმანეთს ერთბაშად აყაყანებული გლეხები“ - წერს პრესა.
მექანიზტორი! არც კი იცოდნენ ამ სიტყვის მნიშვნელობა სოფელში, არც ის, თუ რამხელა საქმეს გააკეთებდა ეს უშველებელი „რკინის ხარი“, იმედით შესცქეროდა კოლმეურნეობის თავმჯდომარე ფილუ შონია ტრაქტორის მიერ გავლებულ პირველ ხნულს.
1933 წლიდან ვ. იოსავა ხობის მტს-ში გადმოიყვანეს და თავისი საქმის მცოდნე, მუყაითი მექანიზატორი 1937 წლიდან სატრაქტორო ბრიგადას ჩაუყენეს სათავეში.
ამიტომაც მთავრობამ 1944 წელს დააჯილდოვა მედლით „კავკასიის დაცვისთვის“, უფრო მოგვიანებით ჯილდოს კვლავ ჯილდო დაემატა - ეს იყო მედალი „შრომითი მამაცობისთვის“.
გამორჩეული პედაგოგი სილიბისტრო ღვინჯილია
გამორჩეული პედაგოგი სილიბისტრო ღვინჯილია (1916-1992 წლები)
სილიბისტრო ღვინჯილია 1916 წელს დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. 1937 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური სასწავლებელი. განაწილებით მუშაობდა სვანეთის მაღალმთიან სოფელში, საიდანაც გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. 1947 წლიდან ზუბის სკოლაშია და იშვიათი პროფესიონალიზმით ასწავლის რუსულ ენასა და ლიტერატურას.სილიბისტრო ღვინჯილიას ძალიან უყვარდა ლიტერატურა, განსაკუთრებით XIX საუკუნის. ხშირად მოჰყავდა საუკეთესო მწერალთა ციტატები საკუთარი ნააზრევის გასამყარებლად. ლიტერატურით ცოცხლობდა და სუნთქავდა.
სილიბისტრო ღვინჯილიას მეუღლე, თამარ არაჩემია თითქმის ოთხი ათეული წელი ემსახურა თავის სათაყვანო საქმეს, ის სკოლის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.
სილიბისტრო ღვინჯილია გარდაიცვალა 1992 წელს.
სილიბისტრო ღვინჯილიას ბიოგრაფია ესაა ცხოვრება კაცისა, რომელსაც ქართული პატიოსნებით გაუვლია ცხოვრების გზა და არასდროს წასულა სულიერად გაუმართლებელ კომპრომისზე.
„...მართლაც, რომ გადაუხდელია ახალ ხიბულელი ახალგაზრდებისათვის ჩვენი სკოლის მასწავლებლის სილიბისტრო ღვინჯილიას ამაგი. ის ნამდვილად „სხვა“ იყო თავისი ბუნებით, ნიჭით, ადამიანური ალღოთი, ადამიანებთან ტაქტიანი მიდგომით. „სხვა“ იყო გარეგნობითაც, არავის ჰგავდა და ამ არაჩვეულებრიობით შემორჩა უამრავი აღზრდილისა თუ კოლეგის ხსოვნას.
მეორედ მოვიდა სექტემბერი უიმისოდ. მისი სკოლის კედლებსა თუ საკლასო ოთახებს ჯერ კიდევ შერჩენიათ სილიბისტრო მასწავლებლის ხიბლი, ჯერ კიდევ „ცოცხლობენ“ მისი საწრეო ალბომები, კედლის გაზეთები. ყველაფერს ატყვია მისეული პეწი, თითქოს ახლაც ყურში ჩაგვესმის მისი მოსწრებული სიტყვა-პასუხი, იშვიათი ქართული იუმორი, ზომიერი საყვედური“.
ნაწყვეტი ზუბის საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებლის, მარინე გოლავას საგაზეთო წერილიდან.
„მასთან ლაპარაკი და დგომა არც თუ ისე ადვილია, ვინაიდან ლიტერატურაზე ასე დიდად შეყვარებულმა რაიმე უზუსტობაში, არა ლოგიკურ მსჯელობაში თუ მოგიხელთა, საშინლად ეწყინება და გეტყვის, ესა და ეს სულის ქურუმი ასეთ გულგრილობას არ იმსახურებსო.
საქართველოს სახელოვან წარსულში ღრმად არის ჩაკირული და კელაპტარივით იწვის იმისათვის, რომ მომავალ თაობებსაც გაუღვივოს მამულს ზვარაკად შეწირული გმირების სიყვარული. ხშირად უყვარს თქმა პოეტის სიტყვებისა: „კულტურა ხალხისა განისაზღვრება იმით, თუ როგორ ეპყრობა იგი თავის ისტორიულ წარსულს“ და თავად არის ფრიად კულტურული, ერუდირებული, ნაღდი ქართველი, პირში მთქმელი, ბოროტების მიმართ ქედუხრელი, კარგი მამა, მოძღვარი და ბაბუა“.
ნაწყვეტი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ირაკლი სიჭინავას საგაზეთო სტატიიდან -„მამამძუძე, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს“, 1981 წელი.
რუსთაველის თეატრის გასტროლი ხობში (1981 წელი)
1981 წლის 22-24 დეკემბერს ქალაქ ხობში სამდღიანი გასტროლით იმყოფებოდა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით.
ხობის
კულტურის სასახლის დიდ სცენაზე რუსთაველის თეატრის მსახიობები ადგილობრივი მაყურებლის
წინაშე ლეგენდარული სპექტაკლებით (რიჩარდ III და კავკასიური ცარცის წრე) წარდგნენ.
სპექტაკლებში
რამაზ ჩხიკვაძე, მედეა ჩახავა, გურამ საღარაძე, გიორგი გეგეჭკორი და ბორის წიფურია
მონაწილეობდნენ.
რუსთაველის
თეატრის გასტროლამდე ხობს მარჯანიშვილის თეატრი სტუმრობდა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)











.jpeg)



